სანიოლი: არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს

AutoSharing Option
მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომლებსაც განვიცდი - ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალის მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ფანტასტიკურად დაიხარჯა.

„წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა და უთქვამს კიდევაც, რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ზუსტად ამას ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თვეები, წლები.

მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომლებსაც განვიცდი. სიმართლე
გითხრათ, არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის.

ბევრი ვივარჯიშეთ პენალტებზე. როდესაც პენალტები გიწევს, ამის გათვალისწინება აუცილებელია. არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს, შესაბამისად, ვის შეარჩევ ხუთეულად. ამიტომ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ ყველა მოთამაშესთან და გავიგეთ, ვინ რამდენად მზად იყო პენალტების დასარტყმელად. ქოჩორაშვილმა თვითონ თქვა, რომ პირველი დაარტყამდა პენალტს. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, ის ფანტასტიკური პიროვნებაა. ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ნაკრებში, რაც ქოჩორაშვილი გამოჩნდა ნაკრებში. დღეს ყველა ფანტასტიკურად დაიხარჯა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მკითხველის კომენტარები / 44 /
ბატონ ვილი სანიოლს ჯერ მარტო იმისთვის ეკუთვნის მადლობა, რომ დემორალიზებული ნაკრები რაღაც ერთი თვით ადრე ჩაიბარა ოფიციალური ტურნირის დაწყებამდე და რა შედეგიც დადო მაშინ ყველამ ვნახეთ, დღეს კი ყველა ქართველის 30 წლიან ოცნებას შეასხა ფრთები. თუ ხედავთ ამ ორმა თამაშმა კიდევ ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი გამოავლინა ქოჩორაშვილის სახით.
ჟორა გაბრიჭიძე
09:17 27-03-2024
0
დღეს ქოჩორა იყო MVP ევროზეც გამოიჩენს თავს და კარგ გუნდშიც გადავა
რიკი
06:08 27-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული