"90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა" - ნიკა კვეკვესკირის შესახებ ემოციური ისტორია გავრცელდა

AutoSharing Option
Facebook-ის მომხმარებელი ნანა ცქვიტარია საქართველოს ნაკრებისა და "ლეხის" ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

როგორც იცით, სწორედ 31 წლის ფეხბურთელმა გაიტანა გადამწყვეტი პენალტი საბერძნეთის ნაკრების კარში, რისი წყალობითაც, "ჯვაროსნები", ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

"გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც. გალიდანაა. ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.

მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.

90-იანი წლების ყოველ
წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა. კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ. 

კიდევ მახსოვს, ერთხელ, "მარშრუტკის" მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს მარშრუტკაში ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.

მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის", - ვკითხულობთ პოსტში.
მკითხველის კომენტარები / 22 /
დიდი მადლობა, ნანა! მშვენიერი პოსტია. ნიკა, სენ კი დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებ ევროზე და ლეხში!
alexandre
28 მარტი 2024 15:27
2
რა თოვლი, წვიმა და ქარიშხალი იცის ასეთი საქართველოში, სულ მაგაზე რომ ვაკეთებთ აქცენტებს: 2003 წელს წვიმაში და უბედურებაში ვიდექით, მიშას გათავისუფლების ხელმოწერებს ყინვაში და წარღვნაში ვაკეთებდით... თუ მიქაუტაძე ადრე არ დგებოდა და მაგიტომ ვერ გაიტანა პენალტი? ამან გაიტანა და ძალიან გაგავახარა და გაუმარჯოს ღმერთმა! მარა ეს თოვლი და ციმბირი რა უბედურებაა?!
ვვვ
28 მარტი 2024 10:22
9
ღმერთმა დალოცოს ძმაო შენ გენაცვალე გულში ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო ამინ ამინ ამინ
კაკო
28 მარტი 2024 08:34
0
ერთი ვიღაცამ ამოიღოს კადრები რომ შემოვიდა რა გააკეთა... 2-3 ბურთის უაზრო დაკარგვა რაც სხვებმა გამოუსწორეს.... ტრიპაჩული უაზრო პასის მცდელობები... ნუ გააღმერთეთ ეხლა რაც სიმართლეა ის ვთქვათ პენალი უზადოდ შეასრულა ამისთვის მადლობა მაგრამ ამის თამაში არის კატასტროფა.......პენლის დასარტყმელად თუ გამოიყვანს კაცი. ტიპი გააღმერთეს და მერე მართლა უნდა ეგონოს ამას რომ მაგარი ფებურთელია. გილოცავთ კიდევ ერთხელ ევროზე გასვლას ადა ჩვენი ოცნება!!!
,
28 მარტი 2024 05:39
8
ნიკა და მისი მეგობრები, მთელი გუნდი იყო გაუტეხლობის, თავდადების, გმირობის სიმბოლო! მადლობა მათ თავდადებისთვის, მადლობა მათ, რომ ისევ გაგვიღვიძეს სიამაყის განცდა, რომ საქართველო აუცილებლად დადგება ფეხზე - გმადლობთ ბიჭებო!!!
პაატა
27 მარტი 2024 22:24
1
რეალს უფრო დაამშვენებდა.
გოგა-ს
27 მარტი 2024 20:37
7
მანჩესტერ სიტი მოუხდებოდა კვეკვესკირს! ასეთი კლასის გამთამაშებელი არ მახსოვს კარგი ხანია
გოგა
27 მარტი 2024 20:18
7
კობახიძეს ლენინის ორდენი!!!
ოლეგ კოშევოი
27 მარტი 2024 19:59
7
ერთი ორო დღის წინ დავწერე, ფბურთელების 90% ყველა ღარიბი ოჯახებიდან მოდიან და ვარსკვლაბები ხდებიან.
უფასო ვარჯიშები სპორტსკოლებში! და 15-20 წლის მერე, ვერ იცნობთ ქართულ ფეხბურთს, იმდენი ვარსკვლავები გვეყოლება.
მალხაზ ჯობავა
27 მარტი 2024 19:57
0
გმირობაზე წარსადგენი კანდიდატურაა!
მთავრობა, სად იყურები?
27 მარტი 2024 19:25
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული