ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა "ჯვაროსნების" ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე კომენტარი Metaratings-თან გააკეთა:

"რა თქმა უნდა, მატჩს ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შესანიშნავი შედეგია! კარგმა მწვრთნელმა ჩემ შემდეგ მაღალი დონის სამუშაო ჩაატარა. ბოლო 10 წელიწადში წარმოუდგენელ გულშემატკივრებთან ერთად საქართველოში ფეხბურთი განვითარდა. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, შესანიშნავი მეკარე და კარგი გუნდი.

როგორ შეიცვალა ნაკრები ჩემი წასვლის შემდეგ? ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც შანსი მივეცი, უკვე გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და
ხარისხი აქვს. შეიცვალა სტილი, ადრე დაცვიდან ვთამაშობდით, სწრაფ კონტრშეტევებზე, ჭკვიანურ ფეხბურთს.

სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ვერ შევძელით და მიხარია, რომ ისტორია არ განმეორდა. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული მატჩი იყო. მე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად გახარებული ვარ".

მკითხველის კომენტარები / 28 /
გულით მიყვარს ეს კაცი მიუხედავად იმისა,რომ ვერ გაგვიყვანა ევროპაზე, იგივე შემიძლია ვთქვა ვილიზე ქუჩაში რო შემხვდეს გულში ჩავიხუტებდიბსიდი სიამოვნებით.
ქართველი
02:35 28-03-2024
3
კაი კაცია ვაისი და ქართველები ძალიან უყვარს. ნამდვილად იმსახურებს დაფასებას იმის მიუხედავად რომ ევროზე ვერ გაგვიყვანა (ცოტა მშიშარა მწვრთნელი გამოდგა)
fani
02:43 28-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული