ილია თოფურია: ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდანაც გავალთ

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავის "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული იყო და გადამწყვეტი პენალტის სურათები გამოაქვეყნა:

"ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ".

თოფურიამ ლუქსემბურგთან პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ "დინამო არენაზე" საჩემპიონო ქამარი წარადგინა და განაცხადა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მეოცნებე არვარ მარა ჩეხეთთან და თურქეთთან ნამდვილად ღირს ბრძოლა და დიდია შანსი რო გავიდეთ კიდევაც
kvara
03:45 29-03-2024
2
არც თურქეთია და არც ჩეხეთი ექსტრა კლასის გუნდები. შოტლანდიას და ნორვეგიას თუ ფრე გავუგორეთ, საბერძნეთი თუ გამოვაგდეთ, რატომ არ შეიძლება სათანადო შემართების პირობებში, რომ ჩეხეთთან და თურქეთთან ჯამში თუნდაც 4 ქულა ავიღოთ, რომელიც დიდი ალბათობით გამსვლელი იქნება ჯგუფიდან. შესაძლოა არავინ დააკვირდა ამ მომენტს, მაგრამ განრიგიც ჩვენდა სასიკეთოდ დალაგდა, რადგან პორტუგალიას ბოლო ტურში ვხვდებით, და დიდი ალბათობით მანამდე მერვედფინალის საგზურ განაღდებულმა გუნდმა, შეიძლება დიდად არც მოიკლას თავი ჩვენთან, რაც ჩვენს შანსებს ერთი ორად გაზრდის. ასე რომ სავსებით რეალურია ილიას პროგნოზი. ისე კი პირადად მე ამაზე უკეთეს ქვეჯგუფს ვერც ვინატრებდი ჩვენებისთვის. დანარჩენი ბიჭებზეა...
pablo
09:29 29-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული