"4 წლის იყო ჭადრაკზე, რომ შევიყვანე, რადგან მეგონა, რომ სწავლაში ხელს შეუწყობდა ჭადრაკი. ეზო გვაქვს წინ ისეთი, რომ სტადიონია და მთელი უბნის ბავშვები იქ მოდიოდნენ სათამაშოდ და ბუდუც გაკვეთილებს მოამზადებოდა და ჩადიოდა ხოლმე. მერე იქ დიდი ბავშვები ვინც იყვნენ, ჩემს მეუღლეს უთხრეს, რომ ნიჭი აქვს და ფეხბურთზე შეიყვანეო.
გავიდა დრო და ბუდუმ მითხრა, დედა აღარ მინდა ჭადრაკი, ფეხბურთი შემიყვარდა
მამიდაშვილი ცხოვრობს ჩვენთან ახლოს და რო გადმოვიდოდა რაღაცისგან ბურთს შექმნიდნენ, როდესაც ბურთს ვუმალავდი და იმით თამაშობდნენ ბინაშიც. შეუყვარდა ასე ეს სპორტი და მერე ასე წავიდა საქმე...
კვირაში 3-4 დღე ვარჯიშებზე დამყავდა. ცალ ხელში შეშა მეკავა და ცალ ხელში ბუდუ, რომ მივსულიყავით იქ... მერე მშობლებმა და მწვრთნელის ძალისხმევით მოხერხდა, რომ გასახდელი აშენებულიყო. გასახდელში ფეჩი იდგა და იმ შეშის ფეჩზე თბებოდნენ ბავშვები. რამდენჯერ სანამ გასახდელი აშენდებოდა, გარეთ ვიდექი ქარში და ველოდებოდი... ასეთი პერიოდი გვაქვს გამოვლილი.
არ შევუშალე ხელი, რომ მისი ბავშვური ოცნება აეხდინა და არასდროს მიფიქრია, რომ ასეთ პროფესიონალურ დონეზე მიაღწევდა.
საერთოდ არ შემიძლია ბუდუს თამაშების ყურება. პირველად უნგრეთში, რომ ჩავაკითხე, სამი ბილეთი მოიტანა და რაღაცნაირად გავხედე და მეკითხება, დედა, შენ რა არ წამოხვალო?!
მეთქი, როგორ ვუთხრა უარი... ამდენი კილომეტრი გამოვიარეთ და წამოვალ-მეთქი... მაგრამ მთელი თამაში თვალებზე ხელს ვიფარებდი, ვერ ვუყურებდი და გოლი გავიდა, ჩემი მეუღლე წამოხტა ვინ გაიტანა-მეთქი და ბუდუმო!
საბერძნეთთან მატჩში პენალტებს საერთოდ ვერ ვუყურე, გარეთ გავედი და ლოცვა დავიწყე. ხალხის სირბილი რომ დავინახე შევეკითხე მოვიგეთ-მეთქი და კიი დეიდაო... არავინ იცოდა ბუდუს დედა, რომ ვიყავი, არ მიყვარს ხოლმე ესე საუბარი... ახლაც ისე უხერხულად ვარ ინტერვიუს დროს. ახლა რომ მირეკავენ ახლობლები და სხვა ადამიანები, მგონია, რომ ჩემს მიღმა ხდება ეს ყველაფერი და მე არა ვარ ამაში... ამავე დროს ძალიან ამაყი და გახარებული ვარ", - განაცხადა ფეხბურთელის დედამ.