შოთა არველაძე: გამარჯვებულ საქართველოში ვიღვიძებთ - ერთიანობის და სიხარულის განცდა არ ნელდება

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრების ევროპირველობაზე გასვლასთან დაკავშირებით თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"რამდენიმე დღის შემდეგაც არ ნელდება იმ ერთიანობის და სიხარულის განცდა, რომელიც ეროვნული ნაკრების წარმატებამ განაპირობა. ფეხბურთში ბევრის მნახველ ადამიანებს თითქოს ემოციები ისე მძაფრად აღარ უმუშავებთ, როგორც გულშემატკივრობის თუ თამაშის პირველ პერიოდში. ჩვენც ბევრი გვინახავს, ბევრჯერ გაგვიხარებია გულშემატკივარი და ბევრჯერ გვიგრძნია ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის პასუხისმგებლობა, მაგრამ ის, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია, არაფერს ჰგავს.

ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე, ყოველი დილა და ღამე იმის ფიქრით დაიწყება და დამთავრდება,
როგორი იქნება ჩვენი პირველი მოგზაურობა, ემოციები და დიდი საფეხბურთო ფორუმი, საყვარელ გუნდთან ერთად. ეს გამარჯვება მხოლოდ მოგონებად და ლამაზ თარიღად არ უნდა დარჩეს. ვფიქრობ, ეს მომენტი ყველამ უნდა გამოვიყენოთ, გადავაფასოთ მიმდინარე თუ წარსულში მომხდარი ამბები, 26 მარტი შემოტრიალების წერტილად უნდა მოვნიშნოთ, ყველგან და ყველასთან, სადაც რესურსი და სურვილია, ეს ენერგია ერთობისკენ მივმართოთ. გუნდთან ერთად, მინდა კობის და იაშკას პირადად მივულოცო ეს წარმატება. ვიცი, რამდენს ნიშნავდა მათთვის ფინალი, ეს პერიოდი და მთელი ის გზა, რომელიც ამ წარმატებამდე გაიარეს.

ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა, მოზარდები, მომავალი ფეხბურთელები უკვე გამარჯვებულ საქართველოში იღვიძებენ. ისტორიები, რომლებსაც ისმენდნენ, აღარ დაუკავშირდება მხოლოდ წარსულს და უკვე ჰყავთ ამ ამბის შემოქმედი, მისაბაძი ფეხბურთელები და გუნდი, ვის მაგალითზეც ხვალ გაიზრდებიან. ახალი კვირა, ახალი თვე და 74 დღე ევროპის ჩემპიონატამდე! მე ვარ საქართველო".

მკითხველის კომენტარები / 9 /
შოთი!ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ!!❤️
საქართველო უპირველესად
02 აპრილი 2024 18:47
2
მე შოთის ნათქვამი ესე გავიგე: უნდა დამთავრდეს ზეიმი და დაიწყოს მზადება გერმანიისთვის.
პ.ს. ყოველგვარი პესიმისმიზმის გარეშე, წარმოიდგინეთ: 2 თვე ვიტაშფანდურეთ, ამ დროს თურქეთი ემზადება. რა მოხდება? რომ გაგვანადგუროს, ეს დაწევს ჩვენ ფეხბურთს უკან. ანუ წინ ნახტომის მაგივრად, გამოვა უკან სკუპი.
ხომ არ გინდათ?
ჰოდა, შოთამ ამისკენ მიგვანიშნა.
ჰაჰა
02 აპრილი 2024 11:32
4
რამდენი ხანი უნდა იძახოთ ახლა ეგ? გაუვავარდათ შემთხვევით. 10-დან 3-ს თუ მოუგებთ მაგ ბერძნებს.
gzp
02 აპრილი 2024 10:56
7
ეხლა მთავარია ყველა ჯამრთელათ იყვნენ ბიჭები და ტრამვებს გადავურჩეთ უფლის წყალობით. თუ იმ ჟინით ვიბრძოლებთ რაც ბერძნებთან ვნახეთ, პორტუგალიასთან მესამე თამაშს ფორმალობა ექნება და ძირითადსაც დაამშვენებს ალბათ სანიოლი. ეს საბერძნეთი დღევანდელ თურქეთს და მითუმეტეს ჩეხეთს თუ არ ჯობია არაფრით ჩამოუვარდება. წინ ბიჭებოოოოოო.
კახა
02 აპრილი 2024 09:35
3
მართალია შითი. დავიძინეთ და გამარჯვებულ საქართველოში გავიღვიძეთ. ეს ნაკრები მომავალ თაობას მაგალით და გაკვალულ გზას დაუტოვებს. ამ გზის გავლა იყო თავიდან ძალიან რთული და ახლა ეს სირთულე უკვე გავლილია. ეს ნაკრები იმედი მაქვს და მჯერა მსოფლიოზეც გავა და შემდეგისთვის უფრო დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული. სასოწარკვეთილი ველი ევროპის ჩემპ. დაწყებას. ზღაპრის ბოლო მანტერესებს ძალიან. ოცნება ახდა მაგრამ ჯერ არ დამთავრებულა ჩემთვის.
G.LA
02 აპრილი 2024 08:06
2
კეთილი იქნება ზღაპრის ბოლო ძმაო, კეთილი......... ნურაფრის ნუ გვეშინია..... აი არ შეეშინდათ ბიჭებს და ჰააა
alex
02 აპრილი 2024 10:02
2
უკვე 33 წელია,საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების გზას ადგას და უკვე ჩნდება იმის ნიშნები,რომ ქვეყანაში იზრდებიან,ქვეყნის თუ საკუთარი მომავლის,საკუთარ თავზე ამღები ადამიანები.ისინი,ვინც იციან,რომ მათი თუ ქვეყნის მომავალი,მათ ჭკუა-გონებაზე,მათ პატრიოტიზმზე, შრომის მოყვარეობაზე და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული .მოსეს 40 წელი დასჭირდა თავისუფალი ხალხის გამოსაზრდელად.დღეს სამწუხაროდ,ძალიან ბევრი ტოვებს საქართველოს და ეს,ძალიან აფერხებს,თავისუფალი ერის გაზრდის პროცესს,მაგრამ ყოველი ასეთი გამარჯვება,ახალგაზრდა ქართველებში,სულ უფრო აძლიერებს საკუთარი ქვეყნის შვილობის განცდას და მავანთაგან თავსმოხვეული ეროვნული ნიჰილიზმის დაძლევას.კიდევ 7 წელი დაგვრჩა,ამ ბიბლიური ორმოცი წლის გასვლამდე ,გზაც უამრავი წინაღობებითაა ჩახერგილი,მაგრამ მაინც წინ მივიწევთ და იქნებ ჩვენც შევძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებელი,ღირსეული და თავისუფალი,ერთიანი საქართველოს აშენება,მასში მცხოვრები თავისუფალი ადამიანების ერთობით,ბრძოლით და შრომით.იქნებ!26 მარტს,მთელი საქართველო ერთიანი იყო და ღმერთიც შეგვეწია.თუ ერთად ვიქნებით,ჩვენც შევეწევით ერთმანეთს და ღმერთიც.დღევანდელმა თაობამ,იგემა ამ ერთობის ძალა და ახლა უკვე იციან,გამარჯვების რეცეპტი;შრომა და ერთად დგომა.იმედია გვეყოფა ჭკუა და არ დავივიწყებთ,ამ სასწაულმოქმედ რეცეპტს,რომლის გამოყენების დროსაც,ღმერთიც ყოველთვის ჩვენი შემწე ხდება.
სოსო
02 აპრილი 2024 07:53
2
საღოლ შოთი, ჯიგარი ხარ
გია
02 აპრილი 2024 00:08
2
ეს ახალი თაობაა,სპორტსმენებს რომ ვარჯიში და სტუდენტებს სწავლა არ უტყდრბათ.
ჯერ სადა ვართ-ეს ახალგაზრდები არიან მეიდ ინ ჯეორჯია.
მე თვითონ 40 წლის ვარ და ვიცი
Levani
01 აპრილი 2024 23:55
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული