ზოიძე საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლაზე: რუსეთიდან და დსთ-ის სხვა ქვეყნებიდან მომილოცეს, გენეტიკურად ჩვენ ერთნი ვართ

AutoSharing Option
რუსეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ზოიძემ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლაზე ისაუბრა.

"ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამდენმა მეგობარმა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომილოცა. ეს ადასტურებს, რომ გენეტიკურად ჩვენ ერთი ვართ. ჩვენ ქვეცნობიერად ვნერვიულობთ ერთმანეთზე და ეს ძალიან მომწონს. როდესაც ჩვენი გუნდი ევრო 2024-ზე გავიდა, იმავე ღამეს დსთ-ის სხვადასხვა ქვეყნიდან ბიჭებმა დამირეკეს და მომილოცეს.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ ყველა გაახარა. ყველგან დადებით ემოციებს ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ქვეყნის გამო.

ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა საქართველოს სოციალურ მხარეზე, ეკონომიკაზე, სწავლაზე,
მუშაობაზე. ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა! მიხარია არა მხოლოდ ფეხბურთელების გამარჯვება, არამედ ის, რომ მან გააერთიანა ხალხი და საზოგადოებაში დადებითი ფსიქოლოგიური ფონი შექმნა.

მე და ჩემი ქართველი მეგობრები მოსკოვში შევიკრიბეთ, ერთად ვიყავით და ვღელავდით. რა თქმა უნდა, ემოციები გამოვხატეთ, რადგან სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლებოდა. ძნელია ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ ვგრძნობ თავს, რადგან ქართული ფეხბურთი უკვე 30 წელია ამისკენ მიდიოდა. ეს ბევრი ღირს", - განუცხადა ზოიძემ Metaratings.ru-ს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 64 /
უსამშობლო ოთარ კუშანიშვილს მაგონებს!!
ბექა
02 აპრილი 2024 18:13
12
არ იცის ალბათ გენეტიკა რას ნიშნავს.
სომეხი,აზერბაიჯანელი,ბელორუსი,ყირგიზი-ამათ თუ რამე საერთო გენეტიკურ შტრიხს იპოვი და მერე ქართველისას მიამსგავსებ მართლა молодец შენ
Levani
02 აპრილი 2024 17:53
7
რა ლამაზად ჟღერს:გენეტიკურად ჩვენ და ტაჯიკები ერთნი ვართ(არაფერს ვერჩი ტაჯიკ ერს)
გოჩა
02 აპრილი 2024 17:49
7
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძრა იქ სამშობლო ეგონა"!!!
ოტია იოსელიანი
02 აპრილი 2024 17:14
8
გენეტიკური ნაგავი რომ გენეტიკაზე ილაპარაკებს.
robo
02 აპრილი 2024 17:09
15
შუპუტინსკა ასათიანის ძმაკაცი!!
თენგოი სულაქველიძე
02 აპრილი 2024 16:45
9
ასეთი უნამუსო და გაყიდული ადამიანები ქართველობას რო იჩემებენ სირცხვილია. ნამდვილი ქართული არასოდეს იტყვის გენეტიკურად ერთნაირი ვართო თან დსთ-ს ქვეყნებთანო!!! ქართული გენი მთელ მსოფლიოში უნიკალურია შე გამყიდველო!
ვახ
02 აპრილი 2024 16:12
9
შენ თუ საქოცეთის მონა არ ხარ და საქართველოს ისტორია ცოტა მაინც იცი, ეგ სისულელე როგორ უნდა თქვა.
ზუსტადაც რომ საქართველო იდგა ევროპული რენესანსის სათავეში, ზუსტად თამარ მეფის და რუსთაველის ეპოქის გაგრძელებაა ევროპული დემოკრატია და კულტურა.
???-ს
02 აპრილი 2024 21:17
4
უნიკალურები რომ ვართ მაშინაც უნდა გაიხსენოთ, ევროპელები ვართო რომ გაჰკივიხართ და სასაცილო ისაა რომ იმ ევროპელების დიდმა უმრავლესობამ არც კი იცის საქართველო თუ არსებობს
***
02 აპრილი 2024 18:58
15
კარგია , რომ მსგავსი სტატიები იდება. ხო უნდა ვიცოდეთ - ვინ ვინ არის
გ.ხ.
02 აპრილი 2024 15:59
4
შენ რო გენეტიკურად გვარ გადაკეთებული თათარა-მონხოლა რო ხარ ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
02 აპრილი 2024 15:44
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული