მარადიშვილი და საქართველოს ნაკრები დიდი ხნით გამოირიცხა - ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულია

AutoSharing Option
რუსული პრესის ინფორმაციით, მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფ 23 წლის ნახევარმცველ კონსტანტინ მარადიშვილს, რომელიც ამჟამად იჯარით "ნიჟნი ნოვგოროდში" ირჯება, უქმობა დიდხანს მოუწევს.

ადგილობრივი პრემიერლიგის გასულ ტურში მისი გუნდი საკუთარ მოედანზე "კრასნოდარს" უპირისპირდებოდა და 27-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, მარადიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის ჯერ საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სულაც სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.

სამედიცინო გამოკვლევებმა დაადგინა, რომ მას მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაშავებული და გერმანიაში ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

მარადიშვილი ოპერაციის შემდეგ 7 დღე გერმანიაში გაჩერდება, შემდეგ ნიჟნი ნოვგოროდში
დაბრუნდება და სარეაბილიტაციო კურსს გააგრძელებს, რომელიც სავარაუდოდ, დიდხანს გასტანს.

შეგახსენებთ, რომ მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა. ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის პასპორტიც აქვს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
იმას რატომ არ ამატებთ რამდენი წელი იძახდა არ მინდა საქართველოს ნაკრებიო და სანამ რუსეთმა პირდაპირ არ უთხრა არ გვჭირდებიო მანამდე არ გამოუხედავს აქეთკენ? ან იმას რომ ნამყოფიც არ არის საქართველოში და ნაკრებში თამაშის ამბიციის გარდა არაფერში გამოხატავს რამე საქართველოს. რამდენ რუსს და მტერს უნდა გაუფინოთ ხალიჩა ამ ქვეყანაში??
ვვვ
14:23 10-04-2024
27
და რატომ გერმანიაში? აა იქ კარგად ესმით მედიცინა??? გაიგეთ ზოგიერთებმა?
გივი
15:00 10-04-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული