კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
კვარაცხელია და ქოჩორაშვილი პირწავარდნილი ნაცები არიან..იარონ სანაიასთან და ევროპელ ცისარტყელებთან..კახი ჯიგარიხარ
!!
12 აპრილი 2024 14:36
63
კვარაცხელია არ ვიცი მაგრამ კიკინებიანი ქოჩირას ბიჭი ნაციონალია და მისი ადგილი ნაჯრებში არ არის!
!!-ს
12 აპრილი 2024 15:41
36
ხომ კარგად ხარ მეგობარო?...
გიო
12 აპრილი 2024 14:45
4
ლუსულია ლუსულია ლუსულია ლუსულია, რატომ ლუსულია? იმიტომ ლო ლუსულიაააააააააააააააააააა!
თუთიყუშ, ნაცებს ეძღვნება! ფხიიიი.
12 აპრილი 2024 14:30
30
მაგრად გამოგივიდა ყოჩაღ! მართლაც ყელშია ამოსული ყველაფერზე რუსულიას ძახილი.
გიორგი
12 აპრილი 2024 14:47
21
თურმე როგორ ეჭყინაა!!!
კარგით რააა
12 აპრილი 2024 14:17
9
და შენ როგორ გეჭყინა? ვაიმე ლა ვქნათ პატალავ?
კარგით რას
12 აპრილი 2024 14:32
6
რამდენი დაგიწერია კახი?..- ერთი სიტყვით ბოდიში დაგეწერა აჯობებდა. სხვებიც იტყვიან რო ევროპაში უნდათ დამშვიდდი, რაც იმას ნიშნავს რომ ეს კანონიც არ უნდათ დამიჯერე... ნაცებს სხვას ნუ ეძახი -უკვე შემდგარი დიქტატორი მიშასკენ იყავი კარგა ხანს. საერთოდ რა გინდოდა პოლიტიკაში.... აჯობებს ამხილო ოცნება ვაჟკაცურად და გახდე ის მებრძოლი კახი რომელსაც მოედანზე ვხედავდით და ვგულშემატკივრობდით....
ბათუმი
12 აპრილი 2024 14:14
7
შარშანაც გამოაქვეყნეს ბიჭებმა ევროპის სურათები. ვინმეს რამე დაუშავეს? ნაცების დრომ რომ ასე გაეკეთებინათ, ნაკრებიდან კი არა ქვეყნიდან გაასახლებდნენ, ნათესავებს დაიჭერდნენ, აწამებდნენ, ქონებას გადაიფორმებდნენ. ახლა ხომ არ ხდება ასეთი რაღაცეები? გაუმარჯოს ქოჩორაშვილს, კვირკველიას და ყველას. არ არის აუცილებელი ყველას ერთი პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს. და არც თავად ფეხბურთელები გვახვევენ თავს. ბოროტი ხალხი ცდილობს გამოყენებას, და ნუ მივცემთ ამის უფლებას.
ქუთაისელი
12 აპრილი 2024 14:11
10
კახი კარგი რაა, სპორცმენი არ იყო მაინც, იმიტო არ გეკადრება მასეთი საუბარი რომ იცი რა ფუზიკური შრომა უნდა სპორტს და რა სუფთა გულის ადამიანია ნამდვილი სპოცმენი, რატო ურევ ასეთ ერის გამთლიანებას პოლიტიკით, რატო აკარებ ასეთ ბრილიანტ გრძნობას პოლიტიკას, უბრალოდ გული მწყდება ასეთ მიდგომაზე, ერს გვაქვს საერთო ღირებულება სიყვარული რაშიც წამში შეგვიძლია გაერთიანება, და პოლიტიკას ნუ გააკარებთ გთხოვ, საერთოდ არ უნდა გაგეცა პასუხი მზგავს საკითხზე, და მაშინ იქნებოდი ძლიერი პოლიტიკოსი, მაგრამ შენ პოლიტიკოსი არ ხარ და ვერ იქნები, სპორცმენი ხარ და სპორტს დაუჭირე მხარი თუნდაც სიჩუმით
აჩი
12 აპრილი 2024 14:01
6
კახი კალაძის ფრჩხილის ფასიც არ ხართ! კახიმ სთქვა სიმართლე, თქვენაირ მეცოცხეებს სიმართლეზე ხო კრუნჩხები ემართებათ, იმისა არ იყოს ამ კანონზე რუსულიაო და ერთხმად აყაყანდნენ მთელი სანაცეთი: კი რუსულია, კი რუსულია, აბა რა რუსულია და რო ეკითხები უვიცებს რატომ არის რუსულიო, პასუხად გცემენ იმიტომ, რო რუსულიაო. მოდი და ეხლა ამ უტვინოებს ელაპარაკე რა? თუ სუფთა და პატიოსანი ხარ რას ეწინააღმდეგები ამ კანონს?! აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული, შავი ფულები გრანტების სახით! ეს კანონი მაინც მიიღება და გასაჯაროვდება, ისე რო ნაცებო ძალიანაც ნუ იფხრიწებით.
ეიიი, ნაც მეცოცხეებო!
12 აპრილი 2024 13:52
59
ნაცების ჩვეული ტაქტიკაა--გაღმას შეედავე გამოღმა შეგრჩებაო ! "ლაშა" შე მართლა მეცოცხე და მესაჯდომე ნაცო შენ ლაპარაკობ სხვის ხელფასზე შენ და შენნაირი საქონლები რომ არიან ამ საიტზე შემოსეული ყველას ნაც ბანდა გიხდით სალაფავს !
zura222
16 აპრილი 2024 07:41
0
ლაშიკო! მეცოცხე ხარ ბიჭო? სირცხვილი შენი.
ლაშას
12 აპრილი 2024 14:49
14
ყველა გამოხმაურება
ჯერ ის რა ჟესტი იყო ნაკრები რომ მოვიდა რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივართან და კალაძე კობახიძე ამოხტნენ სცენაზე პირველები და სიტყვით გამოვიდნენ. დედა უტირეთ ქვეყანას, გააქციეთ და დაამონეთ ხალხი. ახლა თქვენ და მანამდე თქვენმა წინამორბედებმა.
რაბუ
12 აპრილი 2024 13:38
17
Სულმდაბალ სუბიექტს რომ ფულს მისცემ ირყვნება,ამას რომ ძალაუფლებაც ემატება ვიღებთ კალაძეს
Ტუჩა
12 აპრილი 2024 13:34
15
რა ქნა ასეთი ქოჩორაშვილმა? დაწერა თავის გვერდზე რომ საქართველოს მომავალი ევროპაშიაო და ეგრევე ამ გაუნათლებელმა დაახეთქა მამამისი ნაციაო. ამ ტიპს მეტი ინტელექტი არ აქვს და რა გინდა რომ ქნა?! მეც მიმაჩნია რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება ევროპაშია და გამოდის რომ მეც ნაცი ვარ? ვაი შენს პატრონს!
თომა
12 აპრილი 2024 13:34
8
კალაძე და კიდევ ბევრი სხვა მართლა "ნაცების" ლაქიები რომ იყვნენ, ეხლა დიდ გულზე არიან და თურმე "ნაცებს" ებრძვიან. ვინ ნაცებს, თავისნაირ მედროვეებს? ხვალ ბიძინა აღარ იქნება, გადაპორტირდებიან ახალ სახელისუფლებო პარტიაში და მერე კალაძე ქოცებს დაუწყებს ბრძოლას. ტფუი თქვენი მედროვე თავზეც გავიარე, საიდან შეიკრიბა ეს ნახირი
გიორგი
12 აპრილი 2024 15:30
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული