კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
ენას ჭალი არა აქვსო!სამწუხარო ფაქტია!არა და უნდა ჰქონდეს,ჭალიც და წვერის მოსაწეწკიც.მაშინ ძალიან ბევრი დაიმოკლებდა და ჰაერიც ცოტა გასუფთავდებოდა.საბედნიეროდ დროზე მივხვდი,რომ ინფორმაცია,ტელევიზიიდან არ უნდა მიმეღო და მაგრადაც დავიზოგე ნერვები.ახლა უკვე ფეისბუკსაც ვერიდები,რადგან მთელი ნაგავი და ქაფი,იქ გადააფრქვიეს.ისევ ბეჭდური მედია მირჩევნია.ინფორმაციასაც ვიღებ და ამდენი სულელის ლაქლაქს,ისევ ერთი ჟურნალისტის სტატიის,თუნდაც სისულელის წაკითხვა მირჩევნია.ბოლოს და ბოლოს,კითხვას შევწყვეტ,თუ ნამეტანი გაკრიჭა.თქვენც ამას გირჩევთ,ხალხო!გადახედეთ,აქ დადებულ პოსტებს.გიჟებს ხართ დამსაგვსებული და მზად ხართ,ერთმანეთს ყელში სწვდეთ.მთლად თქვენი ბრალიც არ არის.ყველა მხრიდან იმდენ ინფორმაციას გაყრიან,ტყუილს თუ მართალს,რომ აღარც ამის გარკვევის დრო გაქვთ და აღარც მისი ანალიზის.ანალიზის გარეშე კი,ადამიანების ერთობა,ჩვეულებრივ ბრბოდ გადაიქცევა.ბრბოს,მხოლოდ აგრესია და დანგრევა შეუძლია და თქვენც,ნებსით თუ უნებლიეთ,მისი შემადგენელი ნაწილი ხდებით.ისე არ მოხდეს,რომ საქართველოს ნაკრები,ევროპის ჩემპიონატზე,ფსიქოლოგიურად უკვე დამარცხებული და აფეთქებული წავიდეს.ამის მოსურნეები საკმაოდ არიან და კიდევ უფრო გააქტიურდებიან,თუ თქვენც აჰყვებით.შედეგად,კატასტროფას მივიღებთ და მათი სურვილიც,თქვენი ხელით იქნება,შესრულებული.
სოსო
13 აპრილი 2024 10:02
0
მონობა, შენაირებზე უფრო ითქმის! შეუძვერით ევროპას ერთ ადგილას!
მონას
13 აპრილი 2024 11:44
8
ეტყობა დაავიწყდა კალაძეს მიშამდე საქართველოში რა ხდებოდა.ფულის გულისთვის ძმა რომ მოუკლეს.
ვინმემ აზრზე მოიყვანოს
13 აპრილი 2024 12:04
8
შენ, თუ ხარ აზრზე რა დაწერე? შეგირცხვა კაცობა? ფუი...
ვინმემ აზრზე მოიყვანოს-ს
13 აპრილი 2024 13:06
7
პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა პოლიტიკა ყველგან პოლიტიკაა ამ ქვეყანაში და არაფერი გვეშველება არაააააააააააააააააააააააააა...
გეგი
12 აპრილი 2024 23:07
5
ამ ქვეყანას მართლა რომ არაფერი ეშველება და პოლიტიკაზე რომ გაფანატებთ,ჩემი კომენტარის დისლაიქიც ამტკიცებს ამას და რაც გინდათ ის გიქნიათ,მერე საკუთარ თავს დააბრალეთ ერთ წრეზე რომ ტრიალებთ აგერ უკვე 30 წელზე მეტია ;)
გეგი
13 აპრილი 2024 00:04
2
1. გავაუქმებდი ოჯახის წევრების/შვილების ევროკავშირის მოქალაქეობას;
2. გავყიდდი და/ან გავასხვისებდი საზღვარგარეთ არსებულ ქონებას ;
3. ამის შემდეგ,
დავგმობდი ქართველების მხრიდან,
ჩვენი დაპყრობის მსურველ ოკუპანტ ევროკავშირში შესვლისა და ევროპის ნაწილად გახდომის სურვილს !!!
4. და ხმამაღლა განვაცხადებდი, რომ არცერთი გაერთიანება არ მინდა...
თუ მხოლოდ მე და ჩემს ოჯახს და ცოლშვილს გვექნება სხვა ქართველებისგან განსხვავებული, პრივილეგირებული(!) მდგომარეობა - უცხოეთში როცა მომინდება გამგზავრების და "ნაშოვნი" დიდი ფულით კარგი ცხოვრების !!!
კალაძის ადგილას რომ ვიყო,
12 აპრილი 2024 18:29
13
როცა, შენ ყველაფერი გაქვს, სხვა ყველაფეი ფეხებზე გკიდია და მთავარია კარგად იყო !
ჟურნალითვის, კიდე ჰო, მარა,
ამ ვითარებაში ,
ასე მთლად "გაშიშვლება" არ იყო საჭირო ...
"რა გჭირს, ტო" ?!
ეეჰ, კახა !,
12 აპრილი 2024 19:35
0
კახა, ადამიანი წარსულზე სწავლობს მომავალს. ადრე, როცა ოცნება ერიდებოდა პირდაპირ თქმას და ხალხს არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, ნაცებმა ჩათვალეს სისუსტედ და ყოველნაირ ტყუილს კადრულობდნენ. შემდეგ შეიცვალა სიტუაცია, და თავდაპირველად "ხალხის ძალამ" ბევრი ფაქტი ღიად თქვა, ხალხმა გაიგო სიმართლე და ნაცებს უკვე აღარაფერი ჰქონდათ სათქმელი. ასე რომ, შენი დამსახურება ქოჩორას მიმართ არ უნდა დამალო, ღიად უნდა თქვა, რომ ნაცებს აღარაფერი დარჩეთ სათქმელი
@#$#@
12 აპრილი 2024 13:28
39
დაუბრინე კალა კალაᲨოვს რაც მაგისია.
Osimo
12 აპრილი 2024 13:30
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული