ჯერ კიდევ 7 მარტს იტყობინებოდა "სანი", რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს უახლოეს ხანში დატოვებდა და ირლანდიის ეროვნულ გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში, თუმცა, მათდა მოულოდნელად, სიტუაცია შეიცვალა.
როგორც ჩანს, ირლანდიელები "ჯვაროსნების" მიერ ევრო 2024-ის საგზურის მოპოვებას არ ელოდნენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ფრანგი სპეციალისტი მათ ნაკრებს ტურნირის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიური "მირორი" ავრცელებს.
"ეროვნული გუნდის წამყვანი ფეხბურთელები დარწმუნებული არიან, რომ ვილი სანიოლი სწორედ ის ადამიანია, რომელიც FAI-ს გადაწყვეტილებით, სტივენ კენის შეცვლის, მაგრამ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლით აპრილის დასაწყისში ფრანგის
დანიშვნის გეგმა დაუნგრია.
გუნდთან დაახლოებული წყაროს ცნობით, გასულ თვეში ბელგიასთან და შვეიცარიასთან ამხანაგური მატჩების შემდეგ ზოგიერთმა მოთამაშემ შეკრება იმ განწყობით დატოვა, რომ ფედერაციის საფეხბურთო დირექტორის, მარკ კენემის სიაში მთავარი კანდიდატი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო.
როდესაც კენენმა იმ პერიოდში მარტის შეხვედრებისთვის დროებით თავკაცად ჯონ ო'ში წარადგინა, იმედი ჰქონდა, რომ მუდმივ მწვრთნელს აპრილის დასაწყისში დანიშნავდა, როგორც კი ის საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებოდა. კენენმა ახალი ინფორმაცია ოთხშაბათს ბრიფინგზე უნდა გაავრცელოს, მაგრამ როგორც ჩანს, მწვრთნელის დანიშვნის საკითხი ზაფხულამდე გადაიდო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ FAI-ს ხელმძღვანელებმა დიდი ინტერესით უყურეს საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს, რომელშიც ქართველებმა პენალტების სერიაში გამარჯვება მოიპოვეს და ეს იმ საღამოს მოხდა, როდესაც ირლანდია შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.
ირლანდიის ნაკრების დამრიგებლის პოსტზე გუსტავო პოიეტის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ ეტყობა, ის ხელშეკრულების გაგრძელებას და საბერძნეთში დარჩენას აპირებს".
ირლანდიის ნაკრების დამრიგებლის პოსტზე გუსტავო პოიეტის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ ეტყობა, ის ხელშეკრულების გაგრძელებას და საბერძნეთში დარჩენას აპირებს".
ისე სანიოლს ჩემი გემოვნებით რატო აცვია?