სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

AutoSharing Option
Sport24.gr-ის ჟურნალისტი მარია კურველისი იტყობინება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ საბერძნეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა.

ანტიდოპინგურმა სააგენტომ ორ ბერძენ ფეხბურთელს ტესტირება ჩაუტარა და ერთ-ერთ მათგანს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, დადებითი პასუხი დაუდასტურდა.

ახლა მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და თუ მოთამაშის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების არსებობა დადასტურდა, მისი სახელი გამოვლინდება.

ჟურნალისტი წერს, რომ ეს ბერძნული ფეხბურთის ნამდვილი შოკია და დადებითი პასუხის დადასტურების შემთხვევაში, ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
შარაპოვას შემთხვევა სულ სხვაა. მილდრონატი გულის მუშაობას ასტიმულირებს და როცა ის ახალგაზრდა სპორტსმენს ჭირდება მეტყველებს სხვა რამეზე. კერძოდ მილდრონატის მეშვეობით ცდილობენ გაანეიტრალონ ორგანიზმზე დოპინგის უარყოფითი ზეგავლენა. (გაიხსენეთ მინდორზე წაქცეული ფეხბურთელები)სხვა შემთხვევაში ახალგაზრდას. სპორტმენი თუა, რა სტიმულატორი უნდა ჭირდებოდეს? ამიტომაა მილდრონატი აკრძალული , მისი გამოყენება აშკარად მიანიშნებს დოპინგის გამოყენებას.არც შარაპოვას უყლაპია შემთხვევით
ირაკლი ქუთაისელი
18 აპრილი 2024 16:22
0
შარაპოვამ არ იცოდა,რომ აკრძალულ პრეპარატებში შეიტანეს.მანამდე, ეტყობა არ იყო აკრძალული.
სოსო
18 აპრილი 2024 19:17
0
ძალიან მაინტერესებს პასუხი კითხვაზე. უფლის ნებით და ბიჭების და ერის სრული თავდადებით მოვიგეთ! და მრავალ მოგებას მოვესწრებით მომავალში! მაგრამ კითხვა: რომ წაგვეგო, ამ ტესტის შემდეგ, თუ ჩაეთვლებოდა ბერძნებს წაგება? თუ იცის რედაქციამ ან ვინმემ, გთხოვთ მიპასუხეთ
alexandre
18 აპრილი 2024 13:22
0
ჭოპორტის პამიდორს მიეძალნენ ეტყობა
გენა
18 აპრილი 2024 08:19
0
დანარჩენი ბერძენი ფეხბურთელიც რომ შეამოწმონ, ბევრს ექნება დადებითი პასუხი.
რეალობა
18 აპრილი 2024 03:24
0
სოსოს

არ მოველოდი თქვენგან ასეთ კომენტარს. დაფიქრდით რა დაწერეთ? სპეციალურად ჩაუყარეს თუ ჩვენმა ფეხბურთელებმაც შემთხვევით შეიძლება ასე დოპინგი ჩააგდონ? ყავა დალიეს ბერძნებმა ყაყაჩოს თესლები კი არ შეჭამეს.
G.LA
17 აპრილი 2024 22:01
5
ჩაუყარესო,არავისთვის დამიბრალებია.არ ვიცი,რა ჭამეს და რა დალიეს,მაგრამ ის რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ჩვეულებრივად საჭმელია,სპორტსმენისთვის შესაძლოა შარითაც დამთავრდეს,იმიტომ რომ ის პროდუქტი რაღაცა ნივთიერებას შეიცავს,რომელიც დოპინგად,ან აკრძალულ ნივთიერებად ითვლება.საქართველოს ნაკრების ექიმი და ნზარეული ჰყავდათ და მათ ილაპარაკეს,როგორი სიფრთხილე სჭირდებათ,საკვების შერჩევის დროს.ბულკი რომ ბულკია,ჩვენ ჩვეულებრივად ვჭამთ,მათთვის კი,აკრძალული ნივთიერებაა,ყაყაჩოს თესლი.განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდებათ და ამას ვგულისხმობდი.ძველი მახსოვს,თხილამურებში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი,გალინა კულაკოვა,სტარტის წინა დღეებში გაცივდა და გაციების საწინააღმდეგო წამალი დალია.რბოლაში მესამე ადგილზე გავიდა და 37 წლის სპორტსმენისათვის,ესეც დიდი გამარჯვება იყო,მაგრამ დოპინგ ტესტმა სისხლში,ეფედრინის უმნიშვნელო დოზა აღმოაჩინა და მიუხედავად იმისა,რომ რომ ყველანი თანხმდებოდნენ,ისეთი უმნიშვნელო დოზაა,მისი დოპინგად გამოყენება უაზრობააო,კარიერაში უკანასკნელი ოლიმპიური მედალი,მაინც ჩამოართვეს და კარიერაც დაასრულა.ჩოგბურთელი მარია შარაპოვაც იმიტომ ჩავარდა დოპინგზე,რომ არ იცოდა,მილდრონატი დოპინგების სიაში თუ შეიტანეს.
სოსო
18 აპრილი 2024 01:43
2
კიტრი უჭამიათ პიკული...
კ ო მ ბ ლ ე
17 აპრილი 2024 21:58
0
საბერძნეთის მწვრთნელი,პრესკონგფერენციას რომ ატარებდა,ჟურნალისტებისაგან გაიგო,რომ მისმა ფეხბურთელებმა,ქალაქში გაისეირნეს.არადა დასვენება და სასტუმროში დარჩენა ჰქონდათ მითითებული.დისციპლინა მოიკოჭლებდა გუნდში და ხათაბალაშიც შესაძლოა ამიტომ გაეხვა.იქ რა ჭამეს და რა შეაყოლეს,ვინ რა იცის.ის რაც ჩვეულებრივი ადამიანებისათვის დაშვებულია საჭმელად,სპორტსმენისათვის შესაძლოა დოპინგის შემცველი აღმოჩნდეს.
სოსო
17 აპრილი 2024 21:27
12
გლამ და ძველმა გულშემატკივარმა,წაიკითხეს ჩემი კომენტარი და როგორც გაიგეს,ამის შესახებ აზრიც გამოთქვეს.მათთან არავითარი პრეტენზია არა მაქვს.საპასუხოდ,ორივეს განმარტება დავუწერე,რომელიც საკმაოდ გასაგებდ ხსნის,რას ვგულისხმობდი და რა გაიგეს არასწორად,მაგრამ იქაც დისლაიქები დამიწერა ხალხმა.არა და სრულ სიმართლეს ვამბობ.ამათზეა ნათქვამი,ვისაც გაგება არ უნდა,ვერც გააგებინებო და კიდევ:წყევლაა,"არც თვითონ იცოდე და არც სხვას უსმენდეო".
სოსო
18 აპრილი 2024 09:24
0
ვინ თქვა,სპეციალურად ოფიციანტმა შეურიაო?გასაგებად ვწერ,რაც ჩვენთვის დაშვებულია,სპორტსმენისათვის შესაძლოა დოპინგის შემცველი გამოდგესო.,მათთვის ხომ ძალიან გამკაცრებულია კონტროლი და ჩვენთვის ჩვეულებრივი,მათთვის აკრძალულია.
სოსო
18 აპრილი 2024 01:51
8
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული