"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

AutoSharing Option
"იუთუბზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი თბილისის "დინამოს" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს ესაუბრა.

"საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ საოცარი ემოციები იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ... გასახდელში ჩავედი, ისეთ ემოციებში ვიყავი, მეგონა, რომ ამ მატჩში მეც ვითამაშე.

ვილი სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და კარგი საუბარიც გვქონდა. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ეს ჩემსა და ვილის შორის დარჩება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი იმედი აქვს და მელოდება ნაკრებში... თუ გამოძახებას
დავიმსახურებ და მზად ვიქნები ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ და ტრავმები არ შემაწუხებს, ჩემი აზრით, და დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკრებში მოვხვდები და ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზებ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

altოქრიაშვილის დაბრუნება - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]

altმსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 66 /
არაბიძე და საბა ლობჟანიძე ამ ეტაპზე უფრომეტად იმსახურებს გამოძახებას. ოქრი - ერთერთი ყველაზე თავდადებული ქართველი ფეხბურთელია, არასოდეს არ მიგვრძნია მისგან 100%-ზე ნაკლები შემართება. ნამდვილად ბევრი კარგი მომენტი გვაჩუქა. მაგრამ ამ ეტაპზე 2 თვეში ამდენი ხნის უთამაშებელი როგორ ჩადგება ფორმაში, ისე რომ სხვებს აჯობის არ ვიცი.
ქუთაისელი
13:02 19-04-2024
4
მჭედლიძე, ანანიძე და უჩა ლობჟანიძესაც დაუძახოთ ბარემ. შენ თუ წაგიყვანეს და არაბიძე დატოვა ვილი კი არა ..რი ყოფილა. არა გრცხვენიათ სხვისი ნაწვალები ადგილი რო დაიკაოთ.
კახა
14:30 19-04-2024
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული