"რამდენიმე წლის წინ არათუ პენალტს, ჯარიმასაც კი არ ვასრულებდი. 2-3 წელია, რაც ამაზე ფსიქოლოგიურად მუშაობა დავიწყე. ბავშვობიდან ისე ჩანდა, თითქოს დარტყმა ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ როცა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობ და ვარჯიშობ, აუცილებლად გამოგივა. ბევრი მეუბნებოდა, დამატებითი ვარჯიში რა საჭირო იყო. ამიტომ ჩემთვის ეს მოტივაციის წყარო გახდა, ყოველ დილით გავდიოდი და ხელოვნურ საფარზე ინდივიდუალურად ვემზადებოდი.
"ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მეკარემ ჩემი დარტყმული პენალტი
ფინალის წინ მე, "კვარა", ზურიკო და ბიჭები ვვარჯიშობდით და თერთმეტმეტრიანების დარტყმა კარგად გამომდიოდა. დამატებითი დროის ბოლო წუთებში მაინც სულ ემოცია მოდის - "დავარტყა?!" არის შანსი, ვერ გამოიყენო პენალტი და შენი ქვეყანა დაამწუხრო. ყველაფერი ეს გვერდზე გადავდე და ვთქვი, რომ ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. დანარჩენი უკვე ერთგვარი ლატარიაცაა...
როცა დამატებითი დრო დასრულდა, თავს იმაზე მშვიდად ვგრძნობდი, ვიდრე სხვა მატჩებში ვარ. მზად ვიყავი და უნდა მეცადა, რადგან თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ, მართალი იყავი თუ არა... მე ვიყავი მართალი საკუთარ თავთან, რადგან ბევრი ვივარჯიშე და მადლობა ღმერთს, რომ ეს დამიფასდა...
პენალტების შემსრულებლების სია ზურაბ ხიზანიშვილს ეჭირა. ვილი სანიოლმა იკითხა, პირველი ვინ არტყამსო და "ქოჩორაო", უთხრეს...
რამაც დიდი მუხტი მომცა, ის იყო, რომ პირველ პენალტს ჩვენ ვასრულებდით. კაშიამ არჩევანი მოიგო და გვკითხა, გვინდოდა თუ არა დაგვეწყო, რასაც სიამოვნებით დავეთანხმეთ. ბურთი როცა ავიღე, პენალტის ნიშნულამდე გრძელი გზაა... საკუთარ სუნთქვას ვუსმენდი და ვცდილობდი, აწმყოში დავრჩენილიყავი, არც იმაზე მეფიქრა, რაც მომავალში მოხდებოდა და არც წარსულზე, ამას არ უნდა ვეცდუნებინე, რადგან ამ დროს თავში ცუდი ფიქრები მოგდის, რატომ აიღე პირველმა ბურთი... შიში არაა პრობლემა, მთავარია, მან არ შეგიპყროს... ყოველი მატჩის წინ ვნერვიულობ და ესაა, რაც გვაცოცხლებს, ნერვიულობა გვაძლევს ძალას. ისევ ძველ დროს დავუბრუნდი, 5 წლის წინ გაცილებით განვიცდიდი...
წინა დღეს ვიცოდი, რომელ მხარეს უნდა დამერტყა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი..."
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვება, ჩვენს ჯგუფში კი თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან.
მამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...
უკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...
იქეთაც შეესივნენ და გერმანია გაასტამბოლეს.
ჩვენ კიდე ცისარტყელას დროშებით ვეხვეწოთ?
მერე რა მოხდება იცით?ევროპაც დაგიკიდებს თურქეთი გაგასტამბოლებს და რუსეთი გაგაროსტოვებს შენი ხალხი კიდე ტაქსისტებად და ბოზებად მოემსახურებიან.
ასეა ბაბუ,შენი პრინციპი უნდა გაატარო ყოველთვის
ჩემი პატივისცემა ქოჩორას.
რამდენი კომენტარიც დაგიწერე, იმდენი არ დამიბეჭდა არც ამბები.გე-მ და არც ამათ. მიზეზიც ვიცი. არადა, ეს გვერდიც იგივე მედიაგაერთიანებისაა. თუ ესენი მაინც არ დამალავენ ჩემს კომენტარებს, შენს განათლებაზე ვიზრუნებდი. :))
ვისაც სურვილი აქვს,ვიკამათოთ ამ საკითხებზე,კანონის ავ კარგზე,ყველას აქვს,საკუთარი მოსაზრება,მაგრამ სპორტსმენებს ნუ შევეხებით.ნებისმიერმა მათგანმა,თავისი თავგანწირვით დაადასტურა,რომ ქვეყნის ერთგული შვილია და პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად,პატივისცემას იმსახურებს.
"არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია..."