წამყვანები მას ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. არის თუ არა არაბიძე მზად ეროვნული ნაკრებისთვის და რას იტყვის ხშირად ნახსენებ საკითხზე, რომ გიორგის ცუდი ხასიათი აქვს და ნაკრებში ამიტომ არ უხმობენ.
"ვფიქრობ, ფიზიკურადაც და მენტალურადაც ნაკრებისთვის მზად ვარ. თავიდან ევროპაში, რომ ჩადიხარ არ იცი რა ხდება... დროს კარგავ, ადაპტაცია იწელება, მარტო გარემოს და ა.შ. არ ვამბობ... ის მოთხოვნები,
პორტუგალიაშიც ვიყავი, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ჩემთვის მაღალი მიზნებისკენ სწრაფისთვის მოთხოვნა ახალი ნამდვილად არ იქნება.
ხასიათი? ვიღაცას შეიძლება გიჟი ვეგონო, "არაბა" გამოვა და ვიღაცას ეჩხუბებაო... სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან, მე მაგას არა ცუდ ხასიათს, არამედ სიმართლეს ვეძახი! შემხვდა თუ არა ქუთაისში ჩამოსული სანიოლი? - არა, მასთან არანაირი საუბარი არ მქონია", - თქვა არაბიძემ.