საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
სამწუხაროდ ნაკრებში ყველაზე სუსტი…. მწვრთნელია.
თამაზი
01 ივნისი 2024 04:35
0
ე ბიჭო , რა შეჭამა ზოგიერთმა ტვინი , ,,უკეთესი მცველები არ გვყავს და იმიტომ ესენი " და ა.. უნდათ , გამოსცადეს ახალგაზრდები შესარჩევებში და შეაჩვიეს ნაკრებს ? რომ დაუჯინიათ საზონოვი სკამზე ზისო , საზონოვი ტორინოს სკამზე ზის , თორემ კაშიას , კვირკველიას , ტაბიძის და დვალის გუნდებში მიიყვანონ და ვინ დაჯდება სკამზე დაინახავთ . გველესიანს ამხანაგურში დატვირთვაც არ მისცეს და ახლა ევროზე მიყავთ ,გადრანს საერთოდ არანაირი შანსი , აზაროვს ჩემი ქება არ სჭირდებე , თავის თამაშით ამბობ ყველაფერს , მაგრამ რა მერე ? ამ სამწვრთნელო სტაფის დევიზია : ,,ოღონდ დიდი ანგარიშით არ წავაგოთ " -- ითამაშებენ ევროპაზე დაცვაში ჩაწოლილ , მჩოჩავ ფეხბურთს . ,,აგერ ჩვენ და აგერ გერმანია ".
ტარიელი
30 მაისი 2024 03:19
2
ტაბიძე ერთადერთი მარცხენა მცველია,და უნდა ათამაშოს ძირითადში,საკვირველია საზონოვის და აზაროვის დატოვება.სამწუხაროდ სანიოლი არაადეკვადური და ცუდად მოაზროვნეა
თეიმურაზ რეხვიაშვილი
26 მაისი 2024 16:41
4
შემადგენლობა მეტ ნაკლებად ოპტიმალურია.
გელა ნუგზარაშვილი რატო არ მიყავს?
გენა
24 მაისი 2024 08:53
4
კანკავა პერევოდჩიკად მიჰყავთ ?
-
24 მაისი 2024 00:10
9
სულ მცირე 7 კაცი დავითვალე ამ სიაში ეგეთები ნაკრებში კი არა საქართველოს პირველობის ზედა 5 გუნდს რომ ვერაფრით გააძლიერებდნენ მითუმეტეს ევროთასებზე …და ჩვენ კი იმის მაგივრად რომ პერსპექტიულ ახალგაზრდებზე გაკვეკეთებია აქცენტი რომ ხვალინდელი დღის შენება დაგვეწყო პენსიონრების ექსკურსიას ვაწყობთ ევროპაში ….არ დაიწყოთ ახლა დამსახურება და დაფასებაოო …დადგება შემოდგომა და დაიწყება ახალი ერთა ლიგა ამ ნაკრებუს 1/3 მესამდი იქ აღარ იქნება …ეგაა რაა რაც გააკეთეს ხომ უნდა ამოგვამთხიონ თორემ არ რცხვენიათ კასტილებით ძლივს დადიან და ევროზე თამაშის ამბიცია გაუჩნდათ აი მაგიტომ იყო მაგარი მეტრეველი როდესაც შეხედა რომ გუცაევი დონით გაუსწორდა უთხრა ახა შენ 9 ნომერი და აბა აწი შენ იციო …და ამათ კი ტანკით ვერ გააგდებ ნაკრებიდან …მერე უტყდებათ რატომ მაგინებენო …თუ ბევრს აყიყინდებით გვარებით ჩამოვთვლი …1 რა ჩემი …. ფეხბურთელია ქვილითაია …?! როგორც ადამიანი ნოლი როგორც ფეხბურთელი -100 ….მითუმეტეს რაც მაგან იტლიკინა რა უნდა მაგას ნაკრებში ერთი მაგას ჩაუცვია ნაკრების ფორმს და უმღერია ჰიმნი და მეორე მის კუმირს მიხუიას …
მდაა
23 მაისი 2024 22:55
10
მდაა კი არა "ბოღმა ქოცი" უნდა გქონდეს ნიკად.
Master
24 მაისი 2024 01:42
5
საბამ მიიღო ტრამვა და იმედია არააა სერიოზული თორემ დაცვის პრობლემები მერე ნახეთ …
მდააა
23 მაისი 2024 22:38
2
ჯგუფიდან უეჭველი გავალთ!დაიმახსოვრეთ ეს კომენტარე.
შოთა
23 მაისი 2024 18:44
4
რომ არა უსუსტესი დაცვა სსაინტერესო იქნებოდა ცენტრში ერთდროულად მოთამაშე კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. 2 მაღალი კლასის ცენტრალური მცველი რომ გვყავდეს, სიამოვნებით ვიხილავდი მატჩს 4-4-1-1 სისტემით მოთამაშეს. სამწუხაროდ არ გვყავს იმ დონის მცველები რომლებიც გაქაჩავენ კარის უსაფრთხოებას ამიტომაც 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ. წარმატებები ჩვენ ბიჭებს.
roma bejanidze
23 მაისი 2024 18:05
0
ვინარის უსუსტესი? ტაბიძე თუ ლოჩოშვილი რომელიც არ თამაშობს საერთოდ სერია ბ ში )))) ნუ ეს ხუმრობით მართალიხარ ეგრეა ზუსტად და დააყენა 2 ცენტრალყრი მცველი და კი გაგვიტანეს 7 ბურთი ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ახალგაზრდებს წავიყვანდი და სამაგიეროთ შემდეგი ევროპა ან მსოფლიოზე გამომადგებოდნენ ეხლა არ მითხრათ კაშია და ყველა პენსიონერი ვინცაა დაცვაშე შემდეგ ევროპაზრ ან მსოფლიოზე იქნებიანო ))) მაგრამ ამათ ხელში არც გამიკვირდება ისევ ტაბიძე და კაშია ან გველესიანი რომ იყვნენ ისე რა მაინტერესებ? ეს ხალხი ყიდულობს ამ ადგილებს ??? ებიჭო მეც მაყიდიეთ ))))
ვაი შენს პატრონს
23 მაისი 2024 18:52
8
საბოლოო ჯამში ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი არის დაცვა.
ამიტომ არის სანიოლი თამაშობს 3 ცენტრალური მცველით, რადგან მცველების დაბალი კლასის გამო 2 მცველი ვერ ართმევს თავს დაკისრებული მოვალეობას.
ამის შედეგია რომ ნაკრებს აკლდება შემტევი პოტენციალი, აკლდება დამატებითი მოთამაშე შუახაზში.
თორემ კაცმა რომ თქვას წინახაზის მოთამაშეები სულაც არ არიან სუსტები.
კვარაცხელია, კიტეიშვილი, მიქაუტაძე ევროპის კარგ გუნდებში თმაშობენ და მათ კლასი არ დაეწუნებატ.
ასევე კარგები არიან. ქოჩორაშვილი, დავითაშვილი და ჩაკვეტაძეც.ასევე კარგები არიან ფლანგის მოთამაშეებიც.
d
23 მაისი 2024 15:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული