"მისი განაცხადს მიღმა დატოვება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო" - რა განაცხადა სანიოლმა აზაროვზე?

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა, სიაში ვერ მოხვდა ირაკლი აზაროვი, სანიოლმა კი ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა:

"აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. ლევან შენგელიამ და გიორგი წიტაიშვილმა მარტში დიდებულად წარმოაჩინეს თავი და ევროპის ჩემპიონატზე წასვლას იმსახურებდნენ, სამივე ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა არ შემეძლო" - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altცნობილია, გამართავს თუ არა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს

altსანიოლის სია - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და იქნება განაცხადში

მკითხველის კომენტარები / 51 /
აზაროვის შემადგენლობის მიღმა დატოვება უდიდესი შეცდომაა. რამოდენიმე ფეხბურთელი ამ ეტაპზე ტურისტად თუ გამოადგებათ, აზაროვი კი აუცილებლად გააკეთებდა გუნდისათვის საქმეს. შეცდომის გამოსასწორებლად დრო კიდევ არის.
ამი
13:40 22-05-2024
1
ერთადერთი კაცი ვინც ლიგას თამაშობს? რა მნიშვნელობა აქვს რას თამაშობს ან სად?მწვრთნელს აქვს თავისი მონახაზი და გეგმა,ვინც მას სჭირდება ის იქნება ნაკრებში. აქ ამდენის წერას არ ჯობია მიხედოთ არაბიძეს,ვინც ცუდი ხასიათით გამოირჩეოდა და მწვრთნელებს სიგარეტს აბოლებდა თვალებში.საქართველო პატარა ქვეყანა არის,არაფერი იმალება და ყველამ ვიცით რაღაც. აზაროვს არაფერს ვერჩი,თუმცა მწვრთნელი მე არ ვარ და მწვრთნელი წყვეტს. ვიღაც ტორპედოს ფანს სურს არაბიძე ნაკრებში,ბათუმელს ბათუმელი და ა.შ. იმსახურებს თუ არა,ამას არავის ამბობს. ჩვენ ბარდაგ ჩემპიონატში თამაშობს,გამორჩეული ფეხბურთელია,მარა სად არის გამორჩეული მაგას მნიშვნელი არ აქვს? აზაროვი დაქცეულ უკრაინის ჩემპიონატში თამაშობს და ამიტომ იმსახურებს? კაი,იმსახურებს,ყველა იმსახურებს ნაკრებში თამაშს,მარა მაგას მწვრთნელი წყვეტს ვინ იმსახურებს ნამდვილად. აზაროვი არც სჭირდება ამ გუნდს,დაცვაში უნდა ვიდგეთ 270 წუთიდან 250 წუთი და აზაროვმა დაცვა არ იცის,ხოდა ვინც იცის და შეუძლია გამოიძახა.ეგრე ინგლისი არნოლდს არ იძახებდა,რადგან დაცვას ვერ თამაშობსო,თუმცა ახლა გამოიძახა,ოღონ ნახევარმცველად. სანიოლიმ უნდა გაიყვანოს გუნდი,ხოდა ვიღაცა ჯემალამ უნდა გადაუწყვიტოს ვინ უნდა გამოიძახოს ნაკრებში? დაელოდეთ შედეგს და მერე იმსჯელეთ.
იასონას უდარი
21:11 22-05-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული