"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
Aihet magaliti iashvilo kobiashvilo kaladze yavelashvilo yvelaferi ro dakarget da gulshematkvitrbshi rac siyvaruli qondat haers ro gaatanet
Lasha
24 მაისი 2024 12:10
8
მინდოდა გუნდთან ყოფილიყავი.... მაგრამ შენი გადაწყვეტილება გასაგებია..... მაგარი კაცი ხარ ჯაბა.... გენაცვალე...
alex
24 მაისი 2024 18:46
0
ყაველაშვილის ადგილი გამოთავისუფლდა, სასწრაფოდ გამოიძახეთ ნაკრებში.
რუსეთს რაა?
24 მაისი 2024 15:34
9
Poziciit ar jdeba,magram AZAROVI nakrebshi Vili!!!!!
L.J .
24 მაისი 2024 12:51
2
კულისებში რარაც მოხდა როგორც ჩანს.
ორი დღის უკან არ ქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული?რომ სანიოლისთვის ეთქვა?
და ვიზე ნაკლებად ეკუტვნოდა კანკავას ევროპაზე თამაში ამ ნაკრებში,მთელი კარიერის განმავლობაში ეს იყო მისი და ჩვენი ოცნება...
და ნუ პროფესორობთ აქ ზოგიერთი,რომ სწორი ქნა რომ სხვას დაუთმო ადგილიო
ვის ვის და კანკავას არავიზე არ ქონდა ადგილი დასათმობი.მერე რა რომ ისევ ისე ვეღარ თამაშობს.დანარჩენები ხომ რას ამბობთ დაფრინავენ რა...
გვარებს არ ჩამოვთვლი ყველამ კარგად იცით...
Nodar meladze
24 მაისი 2024 15:39
6
ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ არაბიძე, ან საზონოვი
გოგა
24 მაისი 2024 12:35
10
და ყველამ ერთად როგორ უნდა მოვითხოვოთ ორი კაცი?
გოგა-ს
24 მაისი 2024 13:50
0
ეს არის ვაშკაცობის მაგალითი,რომლის გაკეტება მხოლოდდა მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ,ჩემი აზრით დროა დავაფასოთ ყველა ღირსეული ვეტერანი ნაკრების წევრი და მოუწყოთ საკადრისი გაცილება და თავი შევიკავოთ ნაკრების ფეხბურთელების უაზრო ლანზღვა გინებისგან.(რა თქმა უნდა ჯანსაღ კრიტიკას არ ვგულისხმობ)წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს.
gio gio
24 მაისი 2024 19:14
0
იგივეს ველოდებით კაშიასგან, კვერკველიასგან, მექვაბიშვილისგან, ქვილითაიასგან და ა.შ. მადლობა კაპიტანო!
ესაა პიკასოს ბიჭი
24 მაისი 2024 17:20
28
ღადაობ ხო? თუ ფეხბურთელი ხარ და ამათ აბრალებ შენ არ გამოძახებას. ვინ გყავს მაგათ ადგილზე ნაკრებში უკეთესი? თან 5 ფეხბურთელის მოხსნა :)))
ჯუსიფრუტ
24 მაისი 2024 19:24
0
და მერე,შენც გეღირსება,ნაკრების მაისურის მორგება,რადგან თუ ასე გააგრძელებ სიას,საქართველოში ფეხბურთელი აღარ დარჩება,ვინც ბურთს აგორავებს.
სოსო
25 მაისი 2024 16:42
0
ყველა გამოხმაურება
ოქრიაშვილს თუ არ შერცხვა ნეტავ ამის მერე და კიდე სხვებს ვისაც პრეტენზია აქვთ ვინც არ უნდა იყოს რომელია ვარსკვლავი.
Levani
24 მაისი 2024 15:23
1
ლევან,ან ისინი რა შუაში არიან?ვინც ამ საიტებზე ჯაბას თუ სხვა ფეხბურთელების მიმართ,ამდენი შეურაცხყოფა ანთხია და ანთხევს,მათ მოჰკითხე პასუხი.
სოსო
25 მაისი 2024 16:47
0
Ეს მისთვის მე 10 ხარისხოვანია ალბათ მაგრამ, ჩვეულებრივად წკუთვნის პრემია, რაც დაუწესდა ჩვენს ნაკრებს და იმედია ასეც მოხდება... Დანარჩენი ადამიანიააა
გ.შ.
24 მაისი 2024 14:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული