"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
ჯაბა სხვებისგან განსვავებით კაცია.იმედია სხვებსაც ეყოფათ გამბედაობა და ჯაბას მიბაძავენ და ადგილს ღირსეულებს ღირსეულებს დაუთმობენ.გენაცვალე ჯაბა
kote
24 მაისი 2024 15:27
4
ჯაბაზე ღირსეული ვინ გყავს რომ სხვას დაუთმო?
ბესო
24 მაისი 2024 16:05
1
ოქრიაშვილს თუ არ შერცხვა ნეტავ ამის მერე და კიდე სხვებს ვისაც პრეტენზია აქვთ ვინც არ უნდა იყოს რომელია ვარსკვლავი.
Levani
24 მაისი 2024 15:23
1
ლევან,ან ისინი რა შუაში არიან?ვინც ამ საიტებზე ჯაბას თუ სხვა ფეხბურთელების მიმართ,ამდენი შეურაცხყოფა ანთხია და ანთხევს,მათ მოჰკითხე პასუხი.
სოსო
25 მაისი 2024 16:47
0
პატივისცემას გიდასტურებთ კაპიტანო!!!
მამუკა
24 მაისი 2024 15:22
2
ნამდვილად! ეს სხვა ზნეობის სიმაღლეა კაშია თუ გესმის??
T.q
24 მაისი 2024 16:00
6
ჯაბა ოდითგანვე კაცია! მართალი და სამართლიანი. საინტერესოა ჯაბას საქციელის შემდეგ მაინც თუ ეყოფა რომელიმეს გამბედაობა და შეგნება, განსაკუთრებით კი მათ ვინც აცნობიერებს, რომ წუთის გატარებაც არ უწერია მოედანზე, უარი თქვან განაცხადში ყოფნაზე და ასპარეზი ახალგაზრდებს ან უბრალოდ უკეთესებს დაუთმონ. ვერ დავიჯერებ, რომ კანკავაზე მეტად უნდოდა რომელიმეს ევროპაზე წასვლა! კაცი, რომელიც წლების მანძილზე ნაკრებს კაპიტნობდა და დარწმუნებული ვარ ამ დღეზე დანარჩენებზე მეტი და გაცილებით დიდხანს უოცნებია!
მწარე
24 მაისი 2024 14:56
4
მადლობა ჯაბა ყველაფრისთვის. ასეთი დიდი გულის ადამიანი ძალიან იშვიათია. ბოლო შანსზე ცხოვრებაში უარი თქვა დიდ ფორუმზე მონაწილეობაზე…..))) სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო მხარდაჭერა, პატივისცემა და სიყვარული შენს მიმართ. სამაგალითო კაცი და ადამიანი ხარ. ❤️
G.LA
24 მაისი 2024 14:49
1
აქ ყველანი ფეხბურთის და ზოგადად ქართული სპორტის გულშემატკივრები ვართ (ფანებიც გვირევია))) . ზედმეტობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მინდა ყველას მოგმართოთ. ჯაბა კანკავას როგორც ღირსეულ კაპიტანს ეკუთვნის ღირსეული გაცილება ნაკრებიდან. აქ კომენტარებს ბევრი კუთხულობს.
მაქვს ერთი მოსაზრება:
შემდეგ სანაკრებო თამაშზე რომელიც ჩატარდება საქართველოში ნაკრების ხელმძღვანელობამ მოიწვიოს ჯაბა თამაშზე და თუნდაც 10 წუთი ათამაშოს , ხოლო ჩვენ გულშემატკივრეებმა დავაფასოთ, მივიდეთ სტადიონზე და ღირსეულად გავაცილოთ ღირსეული კაპიტანი ნაკრებიდან.
ვინც მეთანხმებით ,,ლაიქი" დასვით რომ ყურადღება მიიქციოს ამ კომენტარმა და იქნება გაითვალისწინონ გულშემატკივრების აზრი.
გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, როგორც ჯაბა აკეთებდა უხმოდ, მაგრამ მთელი სულით და გულით!
ქორ-პარიკმახერი
24 მაისი 2024 14:40
2
სიას აქვეყნებს სანიოლა და ბიჭებს არავინ ეხმიანება, იქნებ არ უნდა საერთოდ კაცს თამაში ან სხვა რამე პრობლემა აქვს? მერე გვიკვირს ხვიჩას ყვითლები რატომ არ დათვალეს დროულად. კომპეტენცია - ნოლი, პროფესიონალიზმი - 0, პასუხისმგებლობა - არავითარი. ამხანაგურის გასამართად ქვეყანა ვერ მოძებნეს დუნიაზე. ))))))))))))
მაგარი კომუნიკაცია აქვთ)))
24 მაისი 2024 14:31
7
გამიოძახებენ აბურჯანიას, ან გვილიას, ყაზაიშვილს, შეიძლება სულაქველიძეც გამოიძახონ. ცოტა წონის პრობლემა აქვს თენგოს, მაგრამ 2 კვირაში თავისუფლად დააგდებს 30 კილოს. მარადონა ამოკეტა, ფეხი არ გაანძრევია.))))))
ფეოლაძე
24 მაისი 2024 14:04
6
Ეს მისთვის მე 10 ხარისხოვანია ალბათ მაგრამ, ჩვეულებრივად წკუთვნის პრემია, რაც დაუწესდა ჩვენს ნაკრებს და იმედია ასეც მოხდება... Დანარჩენი ადამიანიააა
გ.შ.
24 მაისი 2024 14:03
2
აქ ჩანს რა კაციც ხარ, შემირცხვენია თქვენი ქართველობა. დაახვიეთ საქართველოდან ვისაც არ მოგწონთ. შენი გაკეთებული არაფერი მინახავს
გივი
24 მაისი 2024 13:57
43
რეაქციებს თუ გადახედავ თავად მიხვდები ვის აქვს დასახვევი და სად. 1 ლაიქი და ისიც დარწმუნებული ვარ თავადვე დასვი საკუთარ კომენტარზე :D:D:D

პ.ს 2კგ ხახვის სურნელი დაკრავს კომენტარს:D
ხამი
24 მაისი 2024 15:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული