"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
სანაქებო რა გააკეთა?
ჩემპიონატის წინ,უკვე გამოძახებულმა რომ უარი თქვა თავისივე ახდენილ ოცნებაზე?
Marvel
24 მაისი 2024 18:27
16
პირადი ღირსება წინ რომ დააყენა და ოცნებაზე უარი თქვა,ადვილი იქნება?ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასული საქართველოს ნაკრების კაპიტნობა,უდიდესი პატივია,ნაკრებსაც ნამდვილად სჭირდება,მაგრამ ამდენ შეურაცხმყოფელ გამოხდომას მისთვისაც ასე მძიმე,თუმცა ჩუმი პროტესტით უპასუხა.ორი წლის წინაც,ამის გამო დაამთავრა სანაკრებო კარიერა და ფრანგულ კლუბშიც.არ ლაპარაკობს,მაგრამ საქმით გადმოსცემს სათქმელს თუ ემოციას.
სოსო
25 მაისი 2024 16:38
0
სკამზე ჯდომა იუარა!!!
ასეა ეს და სულ მალე გაიგებთ ყველა.
მალე რა,ევროპის ჩემპიონატის მერე...
კარგად დაიმახსოვრეთ....
Nika gvaramia
24 მაისი 2024 18:24
8
ჯაბა კაცობის ეტალონია.ბევრი ჯაბასნაირი ქართველი ამ ქვეყანას და მგონი რაღაც გვეშველებოდა.
გიორგი
24 მაისი 2024 18:18
0
მე როგორც ქართული ფეხბურთის ერთი რიგითი გულშემატკივარი, ვაფასებ ამ კაცის გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ ჯაბამ ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი იფიქრა.
მადლობა კაპიტანს!!!
ქობულეთიდან
24 მაისი 2024 18:18
0
ბევრი წერს, კომუნიკაციის ნაკლებობაა, აქამდე რატომნარ კითხესო. არ ხდება ასე წინასწარ, ეს მაინც უნდა იცოდეთ. ესეიგი თქვენი აზრით ისე გამოდის, რომ გოჩოლეიშვილს შეეხმიანნენ გიძახებთო და აზარას არა, მერე გოჩომ და სხვა ბიჭებმა დაუმალეს აზარას ეგ ამბავი,იმანაც ვერ გაიგო აქამდე. ანუ თუ სიმართლე გაინტერესებთ, გამოცხადებდე არავინ იცოდა გამოძახებული იქნებოდა თუ არა, ხოდა როცა გაიგო იფიქრა კაცმა ორი დღე და მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჯაბა, დაგვაკლდები, თუმცა შენ უკეთ იცი და კიდევ ერთხელ პატივისცემა.
Jaba
24 მაისი 2024 18:15
0
მართლა გჯერათ რომ ჯაბამ რამდენიმე დღე იფიქრა და გადაწყვიტა უარის თქმა? კაცი, თანაც კაპიტანი, მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა და უცებ დაუთმო ადგილი სხვა მოთამაშეს? აბა რისთვის თამაშობს საერთოდ ფეხბურთს თუ მთავარ ოცნებას ვერ ისრულებს, თანაც თავისი გადაწყვეტილების გამო? ზღაპარია. უარი ათქმევინეს. ნამდვილ მიზეზს ეს არ გვეტყვის, როგორც ხვიჩამ არ თქვა კოვიდზე რამე. ასაკი არაფერ შუაშია. საუკეთესო რომ არ ყოფილიყო, სანიოლი არ გამოიძახებდა.
ეჰ ჯაბა, ჯაბა.
24 მაისი 2024 18:14
9
რიგითადაც შეგიძლია არ მიიღო მონაწილეობა თუ იცი, რომ დახმარება შეგიძლია და არ დაეხმარები შენს გუნდს ე.ი. მოღალატე ხარ.
ვიღაც წერს არ უნდა რომ დაუსტვინონო. თუ ვინმე ვინმეს დაუსტვენს ეს იქნებიან ნაცებისგან დაორგანიზებული ადამიანები რომელებსაც ეტყვიან- ა, შენ კიკუ ათი დოლარი და საქართველოს ჰიმნის დროს ჩაუსტვინეო. ისე, იქ ერთი ადამიანიც კი არ იქნება ვისაც რაიმე ინფორმაცია ექნება გამჭვირვალობის კანონის და გიგაურის შესახებ.
izi
24 მაისი 2024 17:52
5
პირი გამოირეცხე და ისე ილაპარაკე.ჯაბაზე როგორ ამბობ მოღალატეაო?შენისთანა ქართველები რო არსებობენ იმიტო ვართ ესეთ დღეში
kote
24 მაისი 2024 23:37
0
ჯაბა კაცი ხარ. ჩემ თვალში ამ საქციელით კიდევ უფრო ამაღლდი.
რაბუ
24 მაისი 2024 17:31
2
იგივეს ველოდებით კაშიასგან, კვერკველიასგან, მექვაბიშვილისგან, ქვილითაიასგან და ა.შ. მადლობა კაპიტანო!
ესაა პიკასოს ბიჭი
24 მაისი 2024 17:20
28
და მერე,შენც გეღირსება,ნაკრების მაისურის მორგება,რადგან თუ ასე გააგრძელებ სიას,საქართველოში ფეხბურთელი აღარ დარჩება,ვინც ბურთს აგორავებს.
სოსო
25 მაისი 2024 16:42
0
კვერკველიას რას ერჩი
1
25 მაისი 2024 00:18
1
ყველა გამოხმაურება
ღირსეული ადამიანი!კაშიაც თუ მიბავჟძავს არ იქნება ურიგო ნამდვილად!
ჯეჯე
24 მაისი 2024 17:08
11
კაშიამ რატომ უნდა "მიბაძვჟოს" ?!
არა და
24 მაისი 2024 18:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული