"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
ჯიგრიანი ქართველი ხარ შენ გენაცვალე გულში..განა არ იმსახურებ..სულ რომ იარო მოედანზე.მაგრამ კაცური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა..1 კაცს გაუთავისუფლა ადგილი ნაკრბში..თუმცა სულ კიდევ რამოდენიმემ რომც გააკეთოს იგივე..აზაროვს და საზონობს მაიმც არ დაამატებს სანიოლი...თუმცა ეს ჯაბას საწციელს ვერ დააკნინებს..
კიეზა
24 მაისი 2024 11:45
2
არ ვიცი ეს რატომ გააკეთა და რატომ ფიქრობს რომ ნაკრებისთვის სასარგებლო არ იქნება, მე უფრო პირიქით მგონი, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. კაცი ხარ ჯაბა! წარმატებები და მადლობა!
Irakli
24 მაისი 2024 11:40
3
კლუბშიც არ ეძლევა თამაშის შესაძლებლიბა ხვდება რომ არაა ფორმაში
გოგა
24 მაისი 2024 12:34
10
ყოჩაღ ჯაბა!
ეს პროტესტია მისი მხრიდან!
მირიანი
24 მაისი 2024 11:37
48
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული