"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
ჯაბა, შენ ნაკრებს დაუდექი გვერდით, მაშინ როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა პლეიოფებში, თუმცა იმდენი შეგნება და ადამინური მორალი გაქვს, რომ ხვდები სხვებმა მეტი გაიღეს მაქამდე მისასვლელად და ფაქრტიურად ადგილს უთმობ მას ვინც ამისთვის მთელი 4 წელიწადი იწვალა. მადლობა ჯაბა, ნამდვილი და მისაბაძი კაპიტანი იყავი ხარ და დარჩები ჩემთვის.
DAVE
24 მაისი 2024 11:47
3
ყოველთვის ღირსეული კაპიტანი იყავი და დარჩები სამუდამოდ! მადლობა ყველაფრისთვოს კაპიტანო!
დიმო
24 მაისი 2024 11:50
3
აქ ყველანი ფეხბურთის და ზოგადად ქართული სპორტის გულშემატკივრები ვართ (ფანებიც გვირევია))) . ზედმეტობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მინდა ყველას მოგმართოთ. ჯაბა კანკავას როგორც ღირსეულ კაპიტანს ეკუთვნის ღირსეული გაცილება ნაკრებიდან. აქ კომენტარებს ბევრი კუთხულობს.
მაქვს ერთი მოსაზრება:
შემდეგ სანაკრებო თამაშზე რომელიც ჩატარდება საქართველოში ნაკრების ხელმძღვანელობამ მოიწვიოს ჯაბა თამაშზე და თუნდაც 10 წუთი ათამაშოს , ხოლო ჩვენ გულშემატკივრეებმა დავაფასოთ, მივიდეთ სტადიონზე და ღირსეულად გავაცილოთ ღირსეული კაპიტანი ნაკრებიდან.
ვინც მეთანხმებით ,,ლაიქი" დასვით რომ ყურადღება მიიქციოს ამ კომენტარმა და იქნება გაითვალისწინონ გულშემატკივრების აზრი.
გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, როგორც ჯაბა აკეთებდა უხმოდ, მაგრამ მთელი სულით და გულით!
ქორ-პარიკმახერი
24 მაისი 2024 14:40
2
ჯიგრიანი ქართველი ხარ შენ გენაცვალე გულში..განა არ იმსახურებ..სულ რომ იარო მოედანზე.მაგრამ კაცური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა..1 კაცს გაუთავისუფლა ადგილი ნაკრბში..თუმცა სულ კიდევ რამოდენიმემ რომც გააკეთოს იგივე..აზაროვს და საზონობს მაიმც არ დაამატებს სანიოლი...თუმცა ეს ჯაბას საწციელს ვერ დააკნინებს..
კიეზა
24 მაისი 2024 11:45
2
შენ გენაცვალე, ჯაბა! კაცი ხარ კაცური და ნამდვილი პატრიოტი ხარ, რაც იმაში ჩანს რომ ახალ თაობას უხსნი გზას (ყოველგვარი პოლიტიკური ინსინუაციები ზედმეტია)
fani
24 მაისი 2024 11:51
3
არ ვიცი ეს რატომ გააკეთა და რატომ ფიქრობს რომ ნაკრებისთვის სასარგებლო არ იქნება, მე უფრო პირიქით მგონი, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. კაცი ხარ ჯაბა! წარმატებები და მადლობა!
Irakli
24 მაისი 2024 11:40
3
კლუბშიც არ ეძლევა თამაშის შესაძლებლიბა ხვდება რომ არაა ფორმაში
გოგა
24 მაისი 2024 12:34
10
ყოჩაღ,დასაფასებელია შენი არჩევანი,გეტყობა რა ადამიანიც ხარ,შენს მაგივრად არჩევანი მწვრთნელმა შენ უნდა გაგაკეთებინოს ,როგორც ლიდერს და კაპიტანს...ყველასთვის მისაღები უნდა იყოა შენი გადაწყვეტილება..წარმატებები კაპიტანო
დავით მეძველია..
24 მაისი 2024 13:01
1
დღეს ვფიქრობდი რო კანკავამ რომ უარი განაცხადოს გასვლაზეთქო და ეს სტატია მხვდება, რავი საღოლ ამ კაცს ჯიგარია სავარაუდოდ აზაროვს დაუძახებენ მიუხედავად იმისა რო პოზიციურად არ ერგებიან, მადლობა ჯაბას რაც ჩვენი ნაკრებისთვის აქ გაკეთებული სამაგალითო პიროვნებაა
ABCABC
24 მაისი 2024 13:27
1
აა ძმაო კაცი! ყოჩაღ ჯაბა შენს შეგნებას! აბა ვილი და დანარჩენებო , სიტყვა აწი თქვენზეა და იმედია კიდევ რამეს არ გამოიგონებთ და აზაროვიდან, საზონოვიდან, სიგუადან და არაბიძიდან, რომელიმეს მაინც აღირსებთ ავროპის ჩემპიონატზე წასვლას!
pablo
24 მაისი 2024 12:11
2
ეს კაცი ჩემთვის მაგალითია, ქართველი სპორტსმენის და კაცობის!!!
ირაკლი
24 მაისი 2024 12:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული