"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს საშუალებას აძლევს, 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრების მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან უყუროს.

საჯარო ჩვენება თბილისის მერიის ხელშეწყობითა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გენერალური სპონსორის, "კრისტალბეთის" ორგანიზებით იმართება. მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლება. ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ახალი ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
მშვენიერია.ყოჩაღ და მადლობა ყველა ინიციატორსა და ორგანიზატორს.წარმატებები ჩვენ ნაკრებს!
მაო
12:26 29-05-2024
2
კიდე დავწერ სანამ რამე სისულელე დაიწერება თბილისის მერია არაა ვალდებული მონიტორები დაამონტაჟონ ბათუმში ქუთაისში თელავში და ა.შ. პროტესტი თუ გაგიჩნდათ მიმართეთ თქვენი ქალაქის მერიას
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული