"თურქეთისთვის ევრო 2024-ის საქართველოსთან მატჩით დაწყება უკეთესია, ვიდრე უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით" - თურქი კომენტატორი

AutoSharing Option
თურქმა საფეხბურთო კომენტატორმა მურატ აკდამმა Al Ain Türkçe-სთან ინტერვიუში ევრო 2024-ზე თავისი ქვეყნის ნაკრების შანსები შეაფასა, საქართველოს ეროვნულ გუნდთან პირველ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა შეუძლიათ:

"ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევს. ტოპ 8-ში მოხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. ამის მტკიცების საფუძველს ის ფაქტი მაძლევს, რომ ჩვენი სუპერლიგა მაღალ დონეზე ჩატარდა და ფეხბურთელები მაღალ სათამაშო დონეზე იმყოფებიან, განსაკუთრებით, ფიზიკური მომზადების მხრივ; აგრეთვე, დამაიმედებელი ლეგიონერების მთელი სეზონის მანძილზე კარგი ასპარეზობაა.

ასევე უპირატესობად იმას მივიჩნევ, რომ ვინჩენცო მონტელა თანამედროვე მწვრთნელია.
პოზიტიურია პირველივე მატჩში საქართველოსთან შეხვედრა, ვიდრე ტურნირის უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით დაწყება. ახლავე შემიძლია ვთქვა - ჩვენი შესაძლო წარმატება არავის არ გააკვირვებს".

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
დორტმუნდი სავსეა თურქებით მარა, ვფიქრობ სწორედ თურქეთს მოვუგებთ, ჩეხეთი უფრო გუნდურს თამაშობს, ვფიქრობ ყაიმიც კარგი შედეგი იქნება, პორტუგალიაზე არაფერს ვიტყვი, ასე რომ 4 ქულას ვაგროვებთ და გავდივართ ჯგუფიდან.
გიპნოზა
00:41 01-06-2024
0
კალათბურთის შეხვედრა გავახსენოთთბილისში
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული