შემადგენლობა
ტურნირისწინა გენერალურ რეპეტიციაზე გუნდის შეთამაშებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც გვესმის, ამ რანგის მატჩებში ლიდერებს მაქსიმალური ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიეცეთ. მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ფეხბურთელების ფიზიკურ შესაძლებლობებს და იმასაც გაითვალისწინებს, სეზონი ვინ როდის დაასრულა.
ამ ეტაპზე რისი თქმაც
სად ვიხილავთ კაკაბაძეს?
თუკი კაკაბაძე ცენტრში იმოქმედებს, მონტენეგროსთან მარჯვენა ფლანგს გიორგი გოჩოლეიშვილი ჩაიბარებს.
მას ახლა ამის დიდი შანსი ისედაც აქვს. თანაც, საბა ლობჟანიძეს აშშ-დან დიდი გზა აქვს გამოსავლელი და ჯერ "ჯვაროსნების" რიგებში არაა.
შემადგენლობაზე კიდევ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლევან შენგელიას ბევრი გაუცდა და ამხანაგურ მატჩში მისი თამაში მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, გადატვირთული სეზონის (პლეი-ოფიც მოუწია) შემდეგ გიორგი მიქაუტაძის გამოყენებას პოდგორიცაში ნაკლებად ველით და ის უფრო თურქეთის ნაკრებისთვის მოემზადება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროს პირველ ტურში მიქაუტაძე, შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში არ იყოს.
მონტენეგრო
მონტენეგროს ნაკრები 5 ივნისს ევროპირველობის კიდევ ერთ მონაწილეს (იქნებ ერთ-ერთ ფავორიტსაც), ბელგიის ნაკრებს, ბრიუსელში ესტუმრება. დავაკვირდეთ, ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე იქ როგორ ითამაშებს. რაც ცოტათი გვაშინებს, მათ რიგებში საკმაოდ ბევრი ხისტი ფეხბურთელია. ეს მათი განვლილი სეზონის სტატისტიკიდანაც ჩანს. იმედია, ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება იარსებებს, რათა უხეშობას მოერიდონ.
სანიოლი და იაშვილი. საქართველოს ნაკრები ჯერ 26 ფეხბურთელით არ შეკრებილა...
მონტენეგროს ნაკრები "ერთა ლიგის" B ჯგუფში დარჩა და შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად, აქ სამწვრთნელო ცვლილება მოხდა. ბოლო ორი მატჩია, მონტენეგროელებს ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკი თავკაცობს. ახალი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მათ ბელარუსსა და ჩრდ. მაკედონიას ისე აჯობეს, გოლი არ გაუშვიათ.
"ატლეტიკოს" გამოცდილმა მცველმა სავიჩმა ბოლო ტური ტრავმის გამო გამოტოვა; ასევე ცნობილმა იოვეტიჩმა, რომელიც გუნდის კაპიტანია, "ოლიმპიაკოსთან" ერთად კონფერენს ლიგის ფინალში გაიმარჯვა და ამიტომ მოსალოდნელია, ბელგიასთან მას დასვენების საშუალება მიეცეს. მონტენეგროელია "ლაციოს" ფლანგელი მარუშიჩიც...
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს: 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება; 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება; ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
სულ ცოტა ევრო 2024-მდე - ნაკრებების გაცნობა, შანსები და საქართველოს მოლოდინი...