ჩალჰანოღლუმ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა და საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, იტალიის ნაკრები ამხანაგური მატჩის ფარგლებში ბოლონიაში Renato Dall'Ara-ზე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთს დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰაქან ჩალღანოღლუმაც ისაუბრა, რომელმაც საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა. 

"იმედი მაქვს, დღეს იტალიასთან ისტორიაში პირველ გამარჯვებას ვიზეიმებთ. "სკუადრა აძურასთან" ბოლო შეხვედრა სამშობლოში, ქონიაში ჩავატარეთ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით.

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დღეს ჩემს თანაგუნდელებს ვნახავ. იტალია ყოველთვის კარგი მეტოქეა, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. შეკრების
დაწყებიდან ძალიან ბევრს ვმუშაობთ მწვრთნელთან ერთად, რა თქმა უნდა, არის მძიმე ვარჯიშები, მონტელა ძალიან გვეხმარება. იტალიის წინააღმდეგ კარგი გამოცდა გველის და იმედი მაქვს, მას თავს კარგად გავართმევთ.

მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერი გავიღო. მგონია, რომ როგორც სახლში, ისე ვითამაშებთ და დიდი გულშემატკივრობა გვექნება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირველი შეხვედრა საქართველოსთან უმნიშვნელოვანესი გვექნება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რადგან თუ გამარჯვებით დავიწყებთ, ვფიქრობ, წინ კიდევ დიდი გზა გვექნება.

როგორც არაერთხელ მითქვამს, თავს ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად ვგრძნობ. კარგად ვიცი, რომ ბევრი ჩემპიონია, თუმცა, ვუმჯობესდები და ვიზრდები", - თქვა ჩალჰანოღლუმ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ფუ როგორ მეჯავრებიან ესეთი ფეხბურთელები პიროვნულად, რომლებიც საკუთარ თავს საუკეთესოს უწოდებს? საუკეთესო ვიც არის ლეო მესი, მაგას არსოდეს უთქვია, რო ყველაზე საუკეთესო ვარო და ამოტომაც მიყვარს და ვაფასებ!
ასეა!
04 ივნისი 2024 18:06
2
მანამდე გვერდები არ გეტკინოს ჩალხან, თქვენ რო საქართველოს მოუგოთ.
ალხანა
04 ივნისი 2024 17:15
3
თქვენი კალათბურთელებიც ასე იჭიმებოდნენ ევროპის ჩემპიონატზე და ხო მიგიჩინეს ჩვენებმა ადგილი?!
მარი
04 ივნისი 2024 19:43
0
ხვიჩას მოერიდე ფეხებშორის არ გაგიტაროს თორე დარჩები ევროპის საუკეთესო ნახევარმცველი პირდაღებული
ქომაგი
04 ივნისი 2024 20:02
2
Xvichas warmateba,magram pegburts pexebshoris burtis gatarebit apaseb megobaro???
L.J .
05 ივნისი 2024 00:19
4
ხოდა კი გაგიბაბანებს ჩაკვე და კვარა საუკეთესოდ
თემური
04 ივნისი 2024 19:40
1
ძალიან კარგი, რაც მეტად თავდაჯერებული იქნებით მით უკეთესი...(ბულგარეთი მაკედონია და საბერძნეთი გამახსენდა)
rigiti
04 ივნისი 2024 19:19
0
Არა Ეტყობა რომ მორიდებული და თავმდაბალი ბიჭია
გ.შ.
04 ივნისი 2024 18:10
0
ხოო, ეგრე თქვა პოლონელმა კალათბურთელმა გორტატმა ევროპის საუკეთესო, ცენტრი ვარო და ქე დაახურა შერმადინმა ყველაფერი თავზე(ზაზას ტრამვა ქონდა თორემ უარესს უზამდა) ამასაც იგივე ელის ჩვენი ბიჭებისგან.დდდ
ეეე
04 ივნისი 2024 17:51
1
სელჩუკები არ იცვლებიან. თურქები არიან არ არიან ჩვენი მეგობრები დაიმახსოვრეთ
თემო
04 ივნისი 2024 21:05
11
ეს ფეხბურთთან რა კავშირშია? თემურ ლენგიც არაა ჩვენი მეგობარი, მაგრამ მის სახელს დღესაც არქმევენ საქართველოში
დავით 67
05 ივნისი 2024 01:26
1
მაგ თავდაჯერებულობისთვი უნდა მოვიგოთ ეგ პირველი შეხვედრა წარმატებები ჩვენს ნაკრებს
ალექსანდრე
04 ივნისი 2024 17:30
0

სიახლეები პოპულარული