ჩალჰანოღლუმ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა და საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, იტალიის ნაკრები ამხანაგური მატჩის ფარგლებში ბოლონიაში Renato Dall'Ara-ზე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთს დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰაქან ჩალღანოღლუმაც ისაუბრა, რომელმაც საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა. 

"იმედი მაქვს, დღეს იტალიასთან ისტორიაში პირველ გამარჯვებას ვიზეიმებთ. "სკუადრა აძურასთან" ბოლო შეხვედრა სამშობლოში, ქონიაში ჩავატარეთ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით.

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დღეს ჩემს თანაგუნდელებს ვნახავ. იტალია ყოველთვის კარგი მეტოქეა, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. შეკრების
დაწყებიდან ძალიან ბევრს ვმუშაობთ მწვრთნელთან ერთად, რა თქმა უნდა, არის მძიმე ვარჯიშები, მონტელა ძალიან გვეხმარება. იტალიის წინააღმდეგ კარგი გამოცდა გველის და იმედი მაქვს, მას თავს კარგად გავართმევთ.

მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერი გავიღო. მგონია, რომ როგორც სახლში, ისე ვითამაშებთ და დიდი გულშემატკივრობა გვექნება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირველი შეხვედრა საქართველოსთან უმნიშვნელოვანესი გვექნება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რადგან თუ გამარჯვებით დავიწყებთ, ვფიქრობ, წინ კიდევ დიდი გზა გვექნება.

როგორც არაერთხელ მითქვამს, თავს ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად ვგრძნობ. კარგად ვიცი, რომ ბევრი ჩემპიონია, თუმცა, ვუმჯობესდები და ვიზრდები", - თქვა ჩალჰანოღლუმ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ამას თავი მგონი ოცი წლის გონია, რაღა დროს ამის გაზრდაა…((
დავითი
05 ივნისი 2024 00:19
1
გაჩერდი თორე მოვიდა ახლა ატლეტიკო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
04 ივნისი 2024 17:23
3
თურქული ენათა ჯგუფი წარმოიშვა აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.
თურქულ ენათა ჯგუფი ალთაურ ენებს მიეკუთვნება. ამ ჯგუფში მონღოლური და ტუნღუსური ენებიც შედიან.
ალთაიდან თურქულენოვანი ტომები მრავალჯერადი გადაადგილების შედეგად თურქმენეთისა და ირანის გავლით აღმოჩდნენ ევროპაში.
https://en.wikipedia.org/wiki/Turkic_languages
რეალობა
04 ივნისი 2024 17:51
1
სად არის შენი თავდაბლობა ჰაქან? ისე მადლობას გიხდით რო ჩვენი ბიჭი დაასახელე საიკეთესო ფეხბურთელად. (2023)
გიო
05 ივნისი 2024 09:56
0
ნათქვამი აქვს დე ბრუინის და სხვების დონეზე ვარო და ძაან თავში აქვს ავარდნილი და იმედია ჩვენი ბიჭები დაანარცხებენ მიწაზე 18-ში, რაც ინტერში გადავიდა სულ აურია განცხადებებში
დიტო
05 ივნისი 2024 10:02
1
აუუ ეს ყოყლოჩინა ყიყინა მაგალითად ლობოტკას დონის რომ ყოფილიყო ასიანი თავის თავს მესიზე წინაც დააყენებდაა DD
zura222
05 ივნისი 2024 13:20
1

სიახლეები პოპულარული