![](https://sportall.ge/pictures/image5/979d1b198807bd64e65a9142fec321bb.jpg)
საქართველოს ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა და მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში უკვე ოცდაექვსივე ფეხბურთელია.
"ჯვაროსნები" ხვალიდან სრული შემადგენლობით შეუდგება ვარჯიშს, 9 ივნისს კი პოდგორიცაში ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან ჩაატარებს.