მიქაუტაძის შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა

AutoSharing Option
buy football club-ი, ჟურნალისტ მოჰამედ ტუბაშ-ტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტყობინება, რომ "მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძით, "ლიონისა" და "მონაკოს" გარდა, "რენი" დაინტერესდა.

"რენი" განსაკუთრებულად რთული სეზონის შემდეგ მიქაუტაძის გადაბირების სურვილით იწვის, რომელმაც ლიგა 1-ის 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა. "მეცის" დასახელებული 20 მილიონი ევროს შესამცირებლად ბრეტონული კლუბი ტრანსფერში თურქი ბერტუგ ილდირიმის (0 გოლი 21 შეხვედრაში) ჩართვის შესაძლებლობას განიხილავს".

"რენმა" ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა და გუნდის გადახალისებას გეგმავენ. გიორგიმ 32-ე ტურში "რენთან" სახლში წაგებულ მატჩში (2:3) გოლი გაიტანა, საგოლე გა
დაცემა გააკეთა და კომპენსირებულ დროში უსამართლოდ გააძევეს, თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა წითელი ბარათი გაუუქმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რენი საბოლო ჯამში სტატისტის როლში აღმოჩნდება ამ სატრანსფერო რბოლის პროცესში და მალევე ჩაიხსნება მსურველთა რიგებიდან, რადგან ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 13-15 მილიონი აქვთ ჯამში ტრანსფერების განსახორციელებლად გამოყოფილი, რა თანხითაც მიქაუტაძის მხოლოდ ცალი ფეხი თუ მოუვათ. ისე მიდის საქმე, რომ მონაკოსა და ლიონს შორის გაირკვევა გამარჯვებული და თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ ფავორიტი მონაკო უნდა იყოს, მიუხედავად ლიონისადმი ჟორჟის სენტიმენრებისა, საბოლოო ჯამში მაინც პრაგმატული არჩევანის გაკეთება ურჩევნია და აშკარად ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე, ლიგა 1 -ის მეორე ადგილოსანი მონაკო უნდა ამჯობინოს ევროპალიგაზე მოთამაშე ლიონს, თუ რა თქმაუნდა მონაკოც სერიოზულად ფიქრობს მის გადაბირებას. წარმატებები ჩვენს გოლიადორს!
soc.press
22:45 10-06-2024
0
ფრანგულ კლუბებში უფრო კარგად გამოსდის თამაში და რაც ჯობია თუ ლიონში და თუნდაც რენში წავიდეს მაგრამ მონაკო მაგარი იქნება უფლის მადლი გეწეოდეს ჩემო ძმაო ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ
კაკო
11:02 07-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული