ბუდუ ზივზივაძე: კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ - თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ

AutoSharing Option
ავსტრიაში შეკრების და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა:

"რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდ გრძელი საკლუბო სეზონი გამოუვიდა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ნაწილმა კი ნაადრევად დავასრულეთ ჩემპიონატი. თუმცა, ჩვენც, ვისაც შედარებით ადრე დაგვიმთავრდა სეზონი, შეკრების პირველივე დღიდან კონცენტრირებულად ვემზადებით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ კონდიციები და სასურველ ფორმას მივუახლოვდით. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციებში შევხვდებით.

შედეგებიდან გამომდინარე კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. წარმატებული სეზონი მქონდა კლუბში და განსაკუთრებით ნაკრებში. ახლა, იქ ვართ, სადაც ბავშვობიდან ვოცნებობდით
მოხვედრას. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დაასრულებ კარიერას, გადახედავ შენს წარსულს და ევროპის ჩემპიონატზე გექნება ნათამაშები.

ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ. მინდორზე გამოჩნდება ვინ იქნება უკეთ მომზადებული".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 30 /
ჩვენები რომ ჯგუფიდან გავიდნენ, სად თქვენი ყველაკისაში შეძვრებით მერე? ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, არ მიაწერინეს ბიჭებმა წაატება რუსულ მთავრობას?
გუგა
08 ივნისი 2024 13:08
13
ყველა თამაშზე მოსაგებად და სამი ფორვარდით ნუ გახვალთ, უბრალოდ ყველა თამაშზე ფეხბურთის სათამაშოდ გადით....
დდდ
08 ივნისი 2024 11:08
2
ეს ბიჭი ქართული სულისკვეთებით და თავდადებით, უნდა გაუძღვეს სათავეში ქართველების რაზმს ევრო 2024 დაუნდობელ ბრძოლებში. მაშინ ჩვენ ვაჩვენებთ მაქსიმუმს! ბუდუ კაპიტანი - ქოჩორა ვიცე-კაპიტანი !!!
პლანგტონი ვერ გაგვიძღვება )
გია_544
08 ივნისი 2024 10:17
30
ბუდუ, არ უსმინო ამ გასაცოდავებულ ტროლ-ბოტებს, დარწმუნებული ვარ, საკუთარი თავი ეზიზღებათ, როცა სარკეში იყურებიან, შენ კიდევ კაცი ხარ და კაცი იქნები ყოველთვის, ესენი კი მუდამ ფარჩაკებად დარჩებიან.
q
09 ივნისი 2024 13:18
2
ბუდუნა, დედას გოჭო ნუ გეშინია ნაცობა შენთანაა
zura222
09 ივნისი 2024 04:36
6
მიქაუტაძე უნდა დადგეს დედამიწაც რომ დაიქცეს. . .ხვიჩას მერე ერთიერთზე საჯარიმოში პირველია. . .
ნაპოლეონი
09 ივნისი 2024 13:10
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული