ბუდუ ზივზივაძე: კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ - თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ

AutoSharing Option
ავსტრიაში შეკრების და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა:

"რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდ გრძელი საკლუბო სეზონი გამოუვიდა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ნაწილმა კი ნაადრევად დავასრულეთ ჩემპიონატი. თუმცა, ჩვენც, ვისაც შედარებით ადრე დაგვიმთავრდა სეზონი, შეკრების პირველივე დღიდან კონცენტრირებულად ვემზადებით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ კონდიციები და სასურველ ფორმას მივუახლოვდით. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციებში შევხვდებით.

შედეგებიდან გამომდინარე კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. წარმატებული სეზონი მქონდა კლუბში და განსაკუთრებით ნაკრებში. ახლა, იქ ვართ, სადაც ბავშვობიდან ვოცნებობდით
მოხვედრას. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დაასრულებ კარიერას, გადახედავ შენს წარსულს და ევროპის ჩემპიონატზე გექნება ნათამაშები.

ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ. მინდორზე გამოჩნდება ვინ იქნება უკეთ მომზადებული".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 30 /
ასე არ ჯობს ისაუბრო ფეხბურთზე? დაანებე თავი ამ წყეულ პოლიტიკას, იმ ახალგაზდებს კიდევ ტვინის არევა უნდათ?
Ბაში აჩუკი
08 ივნისი 2024 08:42
15
კობიაშვილის თამადობით მაგ ხალხმა საქმით დაამტკიცეს თავისი პროფესიონალიზმი. არა რეზი არველაძე და სიჭინავა იყვნენ პროფესიონალები. ფაქტებით ისაუბრე ბაში!
ბაშის ს
08 ივნისი 2024 11:30
4
კობიაშვილს, კალაძეს, სანიკიძეს, ყაველაშვილს, კაჭარავას და ხაბარელს იგივეს ეტყვი?
ბაშის
08 ივნისი 2024 10:30
10
შენისთანა ფესბურთელები ადრე ჩოხატაურის "ბახმაროში" თამაშობდნენ. პოლიტიკაში კი ნამდვილი ლომი ხარ, მიხაელ როთის დაიკო.
kvaxo
08 ივნისი 2024 11:46
24
Შენ რა დონეზე ხარ შენ პროფესიაში მაინტერესებს. Მოიწყინე? მაგაშია საქმე
კვახო-ს
08 ივნისი 2024 13:34
3
თავდაბალი არ ხარ ბუდუ ყველა სფერო გეხერხება ვამჩნევ მაგრამ შენი ნათქვამებით ხალხი ერთმანეთში ძან კამათობს ასე რომ არც ისეთ ფორმაშიხარ რო ვინმე გააოცო და პოლიტიკაშიც ნადრევად შეტოპე გაუფთხილდი ხალხს და შენი გოლებით გახარე და არა ტლიკინით!!! წარმატებები შენ და ყველას მანდ ბიჭებს
ემიგრანტი
08 ივნისი 2024 13:31
22
ის, რომ ერთ კაცს ათი არ უნდა ურტყამდეს, ყველა მაგ აზრზე ვართ და არაა საჭირო ბუდუს ,,მაღალი" პოლიტიკურ-ინტელექტუალური ავტორიტეტი.
თამაზი-ს
08 ივნისი 2024 15:33
8
მაგის გულწრფელობას მაშინ დავიჯერებდი, 18-19 წლის რომ იყო და მაგის ტოლ ბიჭებს ხოცავდნენ და აუბედურებდნენ, მაშინაც ამოეღო ხმა.
თამაზას
08 ივნისი 2024 15:30
7
ყველა გამოხმაურება
ბუდუ გოლა შენი იმედი მაქვს. ჯიგარი ხარ და მიყვარხარ❤️

. ითამაშე ჩვენთვი, იომე ჩვენთვის შენ საქართველოსთვის. შენ ხარსაქართველო, მთელი ნაკრები ხართ საქართვრლო. ჩვენი ლომები ხართ ყველანი.
G.LA
08 ივნისი 2024 18:11
2
მგონი შენი კომენტარი პირველად დავალაიქე
roma
08 ივნისი 2024 21:58
2
შე ქათამო როგორ გიყვარს ?? DD
zura222
09 ივნისი 2024 04:39
4
ბუდუ შენი აზრი მაინტერესებს რამდენიმე საკითხზე.

1. შენი აზრით, ვინ გახდება ევროპის ჩემპიონი?
2. მომავალ წელს, კალსრუეს გეგმა რა იქნება?
3. უახლოეს 10-20 წელიწადში, რა გავლენას მოახდენს გლობალური დათბობა მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე?
4. კოვიდ პანდემია ბუნებრივი მოვლენა იყო თუ შემოგდებული თემა?
5. ისრაელის ქმედება პალესტინაში, არის თუ არა ომის დანაშაული? დადებით შემთხვევაში, ვინ უფინანსებს ამ ომის დანაშაულებს?
6. რა განსხვავებაა უკრაინაში მიმდინარე და პალესტინაში მიმდინარე ომს შორის? დანაშაულის კუთხით ვკითხულობ
ბუდუს
08 ივნისი 2024 10:20
15
ეკაიფე ბებიაშენს!
budu
09 ივნისი 2024 00:10
5
კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარო და, ტიპი გერმანიის მეორე ლიგის გუნდის ზამენის მოთამაშეა.
Me
08 ივნისი 2024 03:48
25
შე მართლა ზამენა შენა
მეს
08 ივნისი 2024 10:31
17
ადმინ დაბლოკე რა პოლიტიკური კომენტარები, ამას ბიჭებიც კითხულობენ (ცოტას მაინც) და არ აისახება კარგად მათ განწყობაზე. თუმცა ბიჭებმაც კარგად იციან, რომ მსგავსი შინაარსის კომენტარებს მოცლილი არაფრის მაქნისები ან უარეს შემთხვევაში დაქირავებული ტროლ-ბოტები წერენ, მარა მაინც არაა კარგი.
Irakli Apkhaidze
08 ივნისი 2024 13:12
9
რაც ამ საიტზე პოლიტიკური და ეროტიკული შინაარსის სტატიები იდება, რომელი კომენტარები შეედრება მაგას? :))
ფორინერი
08 ივნისი 2024 15:36
0
რაო არამიშისტური კომენტარები არ გსიამოვნებს და ტროლბოტებად ეძახი არა ხალხს. . . სიტყვის ჩახშობას ითხოვ და მერე პუტინს აგინებ. . .
ნაპოლეონი
09 ივნისი 2024 13:12
1
ჩეხეთი და თურქეთი ლუქსემბურგი არ გეგონოს დაეშვი მიწაზე. საბერძნეთს რეალურად ჩვენზე მეტად უკეთესი მომენტები ჰქონდა უბრალოდ იმ დღეს იღბალი იყო ჩვენს მხარეს.
Კახა
08 ივნისი 2024 12:15
12
როგორ დაეშვას მიწაზე, ფეხების კანკალით გავიდეს მოედანზე ძლიერ მეტოწესთან? მაგარი ხარ ვიღაცა ხარ
Irakli Apkhaidze
08 ივნისი 2024 13:04
8
შეესიეთ ტროლ-ბოტები თქვენ იცით. ორი კომენტარი უკვე წავიკითხე. ტფუი
roma
08 ივნისი 2024 09:13
19
შენ მსოფლიოზეც ითამაშებ, ბუდუ! იქაც გავალთ!
გიო
08 ივნისი 2024 09:49
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული