ოთარ კიტეიშვილი: უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გვქონდეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის საწვრთნელი შეკრება დაასრულა. 8 ივნისს, ჩვენმა გუნდმა გაინბერგში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიული შეკრება შეაფასა და მონტენეგროსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა:

"ავსტრიის მოსამზადებელი ეტაპი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. არ ვართ შეჩვეულები ეროვნულ ნაკრებში დიდ მოსამზადებელ პერიოდებს. ვფიქრობ, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. კარგ ფორმაში ვართ და ვემზადებით მონტენეგროსთან ამხანაგური თამაშისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება ჩვენთვის. კარგი თამაშის ჩვენებაა საჭირო, რომ თავდაჯერება კიდევ უფრო ავიმაღლოთ. ამხანაგური შეხვედრა იქნება გენერალური რეპეტიცია ჩვენთვის. უნდა ვაჩვენოთ ის
თამაში, რომელიც გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გვქონდეს და ის ხარისხი, რაზეც ავსტრიულ შეკრებაზე ვმუშაობდით".

nakrebi.ge

altვილი სანიოლი: ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ - გვინდა, ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება მოგვცეს

alt"საქართველოს ნაკრები ის გუნდი აღარაა" - მონტენეგროელთა მწვრთნელი

altროგორ დაინომრა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის - "ჩაკვე" "ათიანია"

alt"ვარჯიშის მერე არ რჩებოდა ხოლმე, სულ ამბობდა პენალტი რა არისო, მერე მე და "კვარამ"..." - დავითაშვილმა "მამარდაზე" ისაუბრა

altრას გადაწყვეტს სანიოლი მამარდაშვილსა და კვარაცხელიასთან დაკავშირებით? - ქართველების საოცარი შედეგი და პირველი გამარჯვების სურვილი!..

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოთო უფრო მეტი შეგიძლია ნაკრებს სარგეველი მოუტანო. მეტი აიღე შენ თავზე, შენ ეს შეგიძლია და დაამტკიცე კიდევაც შენი კარგი თამაშით შტურმში. წარმატებას გისურვებ.
G.LA
09 ივნისი 2024 21:00
0
ნუ ტრაბახობთ,ნუ წაიღეთ ტვინი.
.
09 ივნისი 2024 13:11
5
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
კოტე
09 ივნისი 2024 02:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული