მწვრთნელმა სანიოლმა ოპტიმალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ჯერ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარე მიატოვიჩმა მოიგერია, ცოტა ხანში კი კიტეიშვილმა „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შემდეგ ჩაკვეტაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე კვარაცხელია გაიყვანა, მაგრამ მას მცველმა დრეშკოვიჩმა დაასწრო და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, მეტოქის შეტევები მოვიგერიეთ და სწრაფი კონტრიერიშისას მიქაუტაძე, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მცველმა წააქცია. მერე ხვიჩამ მიქაუტაძე შესანიშნავი პასით მიატოვიჩთან ერთი ერთზე გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა. მასპინძლებმა პირველად კარში მხოლოდ 38-ე კარში დაარტყეს, მაგრამ მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
მონტენეგრო - საქართველო
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ქოჩორაშვილი, შენგელია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
კონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების გენერალური რეპეტიცია ევროპის ჩემპიონატამდე
. მოკლედ მოგება მაინც კარგია, მარა სანერვიულო და საფიქრალი გვაქვს. იმედია კიტეიშვილი კარგად იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის!
რამდენი უნდა დაარტყმევინრნ მონტენეგროს ერთადერთ ვარსკვლავს?!
ოხ , მოკლედ დაცვას რა ეშველება არ ვიცი!