გიორგი მიქაუტაძე: პირველი მატჩის მოსაგებად ვემზადებით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა:

"მოხარული ვარ აქ ყოფნით. ისტორია დავწერეთ და პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე.

ველოდებით თურქეთთან თამაშს. ვიცით, როგორ თამაშობს მეტოქე და ვემზადებით პირველი მატჩის მოსაგებად და ჩემპიონატის კარგად დასაწყებად.

გოლების გატანა მიყვარს და მზად ვარ პირველი თამაშისთვის. მჯერა, რომ მექნება გოლის გატანის შანსი. ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თურქეთთან სადებიუტო გოლი გავიტანო ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
თურქეთს უეჭველი მოვუგებთ ჩენები კლასით ჯობიან.თურქები შიშით თამაშობენ ტურნირებზე.
გიორგი
17 ივნისი 2024 03:54
5
გიორგი კარგი ბიჭი ხარ! მაგარი ფეხბურთელიც, მაგრამ ერთი ნაკლი გაქვს, შენი წვერი! ახალგაზრდა ბიჭი ხარ და რათ გინდა ეს უშნო წვერი, რომელიც ნამდვილად არ გიხდება, მოიპარსე ამას მარტო მე არა ბევრი გთხოვს, რადგანაც ჩვენ გულშემატკივრებს გვინდა, რო მინდორზეც მოწესრიგებულები გახვიდეთ, გარეგნულ იერს დიდი მნიშვნელობა აქვს! გიო, ჩემი კომენტარი არ მიიღო ჩასაფრებულის პოზიციიდან, პირიქით ნაკრების დიდი ქომაგი ვარ და წარმატებას გისურვებთ!
გია
17 ივნისი 2024 13:18
8
"თავხედური თხოვნა" რო იყოს სხვანაირად დავუწერდი კომენტარს. მე, რო არ ვიყო ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი, ნამდვილად ფეხებზე დავიკიდებდი "წვერებსაც და ულვაშებსაც"!
ვინმე გიორგის, ვინმე გიასგან!.
17 ივნისი 2024 16:27
2
ძალიან თავხედური "თხოვნაა"!!! გემოვნებაზე არ დავობენ და ვინმე "გიას" ან საერთოდ სხვისი გემოვნების და სურვილის გამო ადამიანმა გარეგნობა უნდა "შეიცვალოს"?!?!?! ყველამ თავის წვერ-ულვაშს (ტირეთიც და ტირეს გარეშეც!) მოხედოს!!!
გიორგი
17 ივნისი 2024 14:49
1
ყველა გამოხმაურება
კარგი ადამიანი ხარ ჟორჟ... სიყვარული და პატივისცემა რომ გიდგას პირველ ადგილზე იმიტომ! წარმატებები ბიჭებო!!!
რატი
17 ივნისი 2024 09:49
0
მოდით რაა!! ნუ ბაქი-ბუქოდთ წინასწარ, ჯერ გადახტი და......ზუსტადაც...კუმ ფეხი გამოყოო....ისეა თქვენი საქმე..
tENGO
17 ივნისი 2024 09:39
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული