ვილი სანიოლი: კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში თურქეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ფინალის შემდეგ ეიფორიიდან გამოსვლა რთული იყო და მუშაობა ამაზე გვიწევდა. როცა შეკრება დავიწყეთ, გუნდში ფიზიკურად იდეალური სიტუაცია არ იყო, თუმცა საბოლოოდ ამას მივაღწიეთ. კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა.

ამ დონეზე ეს ჩვენი პირველი მატჩია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავიღებთ!.. არ აქვს მნიშვნელობა, ხვიჩა კვარაცხელია ცენტრში ითამაშებს თუ მარცხნივ, ის გუნდისთვის ძალიან სასარგებლო მოთამაშეა. ხვიჩა ძალიან მოტივირებულია, ის ახლა მთლიანად ნაკრებსა და ევროპის
ჩემპიონატზე ფიქრობს და არა საკლუბო მომავალზე".

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altახალი ათვლის წერტილი საქართველოსთვის! - სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან და კიტეიშვილის მნიშვნელობა...

მკითხველის კომენტარები / 15 /
კიტე სერიოსული დანაკარგია, ვნახოთ როგორ შეცვლიან სხვა მოთამაშეები. წარმატება ბიჭებს!
გიორგი
16:04 18-06-2024
0
ტრამვისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ დამნაშავე ვერავინ ვერ იქნება, შეიძლება თურქეთთან მატჩამდეც ,ვარჯიშზე მიიღო დაზიანება. აგერ მალე საავადმყოფოში გადაუყვანიათ ცხვირი გაუტეხეს ,არადა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის რეალური კანდიდატი იყო. კიტე რა თქმა უნდა დანაკლისია,მაგრამ თურქეთის დამარცხება მის გარეშეც შესაძლებელია.თურქეთი პორტუგალია არ არის
დავით 67
05:26 18-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული