ვილი სანიოლი: კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში თურქეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ფინალის შემდეგ ეიფორიიდან გამოსვლა რთული იყო და მუშაობა ამაზე გვიწევდა. როცა შეკრება დავიწყეთ, გუნდში ფიზიკურად იდეალური სიტუაცია არ იყო, თუმცა საბოლოოდ ამას მივაღწიეთ. კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა.

ამ დონეზე ეს ჩვენი პირველი მატჩია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავიღებთ!.. არ აქვს მნიშვნელობა, ხვიჩა კვარაცხელია ცენტრში ითამაშებს თუ მარცხნივ, ის გუნდისთვის ძალიან სასარგებლო მოთამაშეა. ხვიჩა ძალიან მოტივირებულია, ის ახლა მთლიანად ნაკრებსა და ევროპის
ჩემპიონატზე ფიქრობს და არა საკლუბო მომავალზე".

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altახალი ათვლის წერტილი საქართველოსთვის! - სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან და კიტეიშვილის მნიშვნელობა...

მკითხველის კომენტარები / 15 /
კიტე დიდი დანაკლისია. მაგრა კიტეს გარეშეც მოგვიგია თამაშები. ეს რო წარმატებები ბიჭებო. ღმერთი ჩვენსკენ.
ბოკინიო
22:09 17-06-2024
4
კიტეს ტრამვაში რომ ვიღაცაებს ადანაშაულებთ ინტრიგანები ხართ ის ხალხი… ეგრე საერთოდ რომ არ ჩაეტარებინათ ამხანაგური დაზღვეული ვიქნებოდით ყველანაირი ტრამვებისგან, რა გეშველებათ ამ ჩასაფრებულებ რაა… არ მგონია პოლონელებს ლევანდოვსკის გარეშე თამაში აწყობდათ, იმანაც ხომ ბოლო ამხანაგურში მიიღო ტრამვა.
zola
23:59 17-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული