ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
თურქეთი - საქართველო
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე
რა ხდება საქართველო-თურქეთის მატჩამდე 2 საათით ადრე "სიგნალ იდუნა პარკზე"?