ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
კვარასავით მეც ხომ ვითამაშებდი,გავირონიბდი და გამოვირონიბდი სტადიონზე და თუ შანსი მომეცემოდა გოლსაც გავიტანდი.რომელ კაი ფეხბურთელს არ ბლოკავს მოწინააღმდეგე ,მაგრამ მაინც თავის სიტყვას ამბობენ.ბოლო,ბოლო თავისკენ გადაატანინებდა მეტოქეს ყურადღებას და არა კარისკენ.რატომ ისხდნენ ბუდუ და დავითაშვილი სათადარიგოზე,მერცხალა ბიჭები?
სალი
19 ივნისი 2024 09:14
3
მამარდაშვილს რა უნდოდა იქ სადაც იყო ბოლო წუთებში, როცა შეიძლება ბურთების დათვლა გახდეს საჭირო და ამის გამო როგორ არ უნდა გააკრიტიკა, ჩაკვეს შეცვლა ხომ საერთოდ სხვა სფეროდანაა, კაცი რომელიც უდიდეს სამუშაოს ასრულებს მოედანზე და ყველაზე კრეატიულია შეცვალო არის სიბრიყვე ან ყველაზე ცუდი ქვეყნის ღალატი.
გია
19 ივნისი 2024 09:10
5
კვარა -0! ახსნი ქარᲗველებᲗან?(
ავᲗო
19 ივნისი 2024 08:30
4
კვარაცხელია რატო დადიოდა მთელი თამაში?ფაღარათი ქონდა?
დათო
19 ივნისი 2024 08:01
4
კვარაცხელიას თამაშს ვაკვირდებოდი მთელი თამაში და გაოცებული დავრჩი.ეგ ბიჭი 100 კიარა 20 მილიონიც რატო ღირს ვერ ვხდები.მთელი თამაში დადიოდა,თავჩაწეული იდგა.ერთი რივოკი არ გაუკეთებია ნუ პატკატზე ხომ არაფერს ვამბობ.დაცვითი ფუნქციების დროს საერთოდ გათიშულია,ელემენტარული 2 მეტრში ბურთიანი კაცი ედგა და არც გაიწია ართმევაზე,რავი ვინ გგონია თავი.მესი ჩადიოდა თავის საუკეთესო წლებში დაცვის დასახმარებლად და ამას თავი ვინ გგონია.
ლაშა
19 ივნისი 2024 08:00
8
ამ თამაშის წაგება მთლიანად წიტაიშვილი, მამარდაშვილი და სანიოლის კისერზეა. როგორ დააყენა უსუსრი წიტაიშვილი სასტარტოში დს როგორ შეცვალა ყველაზე კრეატიული ჩაკვე????!
არ ვიცი რა მამარდაშვილო ყველა აი ყველა თამაშში უშვებს უხეშ შეცდომებს და ფეხით თამაში ვერ ისწავლა.
მათე
19 ივნისი 2024 07:26
12
საქართველოს ნაკრებმა ეს თამაში კი წააგო მაგრამ თამაში არ ჩაუგდია. უბრალოდ გამოცდილება, იღბალი და კლასი დაგვაკლდა.
გია
19 ივნისი 2024 07:20
2
მე მეამაყებით…
დიდება საქართველოს!!!!!!
Geo
19 ივნისი 2024 05:28
3
აქ ბევრი აზრი გამოითქვა და მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თურქებმა ჩვენთან სათამაშოდ მზადება მარტში დაიწყეს და ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია.
აზრი
19 ივნისი 2024 04:16
2
ტიპმა წელს ყველა მნიშვნელოვანი თამაში ჩააგდო, ბარსელონასთან ორჯერ, რეალთან ორჯერ, საქართველოს ნაკრებთან ხო ვერა და ვერა, არადა დღეს რა გახსნილი თამაში იყო, ეხლა გაუტანს ლეჩეს და პირზე თითებს მიიდებს ვითომ გაჩუმდითო.
კარგი რა კვარა, კარგი რა, დღეს იმენნა დამადუმა ტიპმა.
ცოტა რო წაგვხმარებოდა, აი სულ ცოტა სხვა თამაში იქნებოდა
მეგრელი
19 ივნისი 2024 04:05
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული