ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
ამ ორი დღის ფანებმა როგორ ეგრევე გაიგეს კვარა :D
PS. თუ მეტი ხნის ფანები ხართ ყოჩაღ
დემეტრე
19 ივნისი 2024 03:10
10
თამაში გამოუვიდა, წაუვიდა, ვერ წაუვიდა, არ გამოუვიდა, ესეთ ფეხბურთელებს, ყოველთვის, მონდომებული კაცი სჯობია. რატო იბრიქება ვარსკვლავად წოდებული მზეჭაბუკი ვერ ვხვდები. სკამზე უნდა დასვას ვილიმ და კაი იქნება პირადად მისთვის
??????????????????????????????????????????????????????????
19 ივნისი 2024 03:02
13
როგორ არ გცხვენიათ კვარაზე ესე ცუდ კომენტარებს რო წერთ რამ გაგაბოროტატ . ყველამ მოთამაშემ გული და სული ჩადო თამაში უბრალოდ იღბალი არიყო ჩვენ მხარეს.
გიო
19 ივნისი 2024 03:02
26
ფიცი არ მიმიცია რომ სულ კარგი ვთქვა მასზე . ფაქტია დღეს ჩავარდა კვარა. პირველი გოლი საერთოდ მის გვერდზე მდგომმა გაიტანა და ზოგადად მარცხნიდან თურქებს ხიფათი ვერ შეუქმნა. ვის უნდა დავუმალოთ ეს ამბავი?აზრი ექნება რო?
ირაკლი ქუთაისელი
19 ივნისი 2024 03:26
3
ჩიჩილაკას და ორგოლას ბრალია ყველაფერი აპოლიტიკურებენ გუნდს, განსაკუთრებით კვარას.
ირაკლი
19 ივნისი 2024 02:26
20
ჭკუას არავის ვარიგებ ( თუ ძალიან არ მეხვეწნენ - არც საკუთარ შვილებს), მაგრამ კვარას კარგ თამაშზე, ისევე, როგორც ცუდზე, ბევრი იქნება დამოკიდებული დარჩენილ თამაშებში და მოდით, შეურაცხყოფებს მაინც ვერიდოთ... დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად თვითონ განიცდის, რადგან საკმაოდ თვითკრიტიკულია და ჩასაფრებულთა კომენტარები ნამდვილად ვერ დაეხმარება... აგერ, ბატონო, ვაკრიტიკოთ სანიოლი და ფედერაცია - მაგათთვის სულერთია, რას დავწერთ და რას ვიტყვით, გინდ ღობის აქეთ აყარეთ ქოქოლა და გინდ, ღობის იქით, წარბსაც არ შეიხრიან და ხვიჩას კი, ნაკრების ხათრით ეს ერთი კვირაც ვაცალოთ - ვერსად დაგემალებათ, ნაპოლი და სერია ა არსად გაიქცევა...
ვოოტ
19 ივნისი 2024 02:23
8
დღევანდელი წაგების მთავარი მიზეზი იყო მწვრთნელი სრულად. ბიჭებმა ბოლო წამამდე ითამაშეს შემართებით. შეეძლო მოგებაც ამ გუნდს. კვარას თამაში აშკარად არ წაუვიდა. მაგრამ როდესაც ლიდერობას ელოდებიან შენგან, წნეხიც მეტია. მწვრთნელმა უნდა შეცვალოს ფეხბურთელი როდესაც თამაში არ მისდის. ამით ფეხბურთელისადმი კრიტიკასაც გაანეიტრალებს. ჯერ არაფერი არ არის დაკარგული და დღევანდელი დღე უნდა გამოასწორონ. ამ გუნდს შეუძლია თამაში და სჭირდება ნორმალური სამწვრთნელო მუშაობა.წარმატებები საქართველოს.
სიმართლე უნდა ითქვას
19 ივნისი 2024 03:21
1
კვარაცხელია შესაცვლელი იყო და ვერ გაბედა მწვრთნელმა
მორიელი
19 ივნისი 2024 02:17
1
კვარას ყოველთვის შეუძლია,რაღაცა შექმნას.ეგეც არ იყოს,წიტაიშვილს ფლანგს უთავისუფლებდა,მცველები მას მისდევდნენ და წიტაიშვილი,რამდენჯერმე სახიფათოდ დაემუქრა კარს.ეს,აშკარად მწვრთნელის ტაქტიკური დავალება იყო.რომ შეეცვალა,ვის უნდა შეეცვალა?მის ფლანგზე თურქები შიშის გარეშე წამოვიდოდნენ და წიტაიშვილი,ორ კაცს გაუმკლავდებოდა?ლევან შენგელია ბოლომდე რომ ყოფილიყო მზად,ალბათ მას ათამაშებდა,წიტაიშვილის ადგილზე,თუმცა არც გიორგი იყო,ცუდი.კი,კვარამ ვერ ითამაშა იმ დონეზე,რაცას მისგან ველით,ლიდერობა გამოუცდელი ფეხბურთელისათვის მძიმე ტვირთია,მაგრამ მის დათრგუნვაში,ლომის წილი,აქედან წასულმა თავაშვებულმა ბულინგმაც ითამაშა.ყველას ერთნაირი ფსიქიკა არა აქვს და დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ბევრი ვერ უძლებს.
სოსო
19 ივნისი 2024 09:48
0
კვარაცხელია არის გადაღლილი. რომ ტლინკაობდა იტალიაში რატომ მცვლითო, როცა თამაში არ გამოდიოდა, სჯობდა არ ეტლინკავა და ძალები შემოენახა. ფაქტია რომ დღეს ჩაკვეტაძის მოხსნა რომელიც იდეალურ ფორმაშია და კვარაცხელიას დატოვება, რომელიც ისე დამძიმდა რომ სიჩქარესაც ვერ კრიფავს სათანადოდ, იყო მწვრთნელის შეცდომის და სისუსტის გამოხატულება.
ირაკლი
19 ივნისი 2024 02:10
6
ტლინკაობდა რა სიტყვაა? რა ბოღმა გქონია გულში
ირაკლის
19 ივნისი 2024 07:17
8
ვფიქრობდი რომ წავაგებდით, კვარაცხელია წნეხს ვერ უძლებს და ეტყობა მნიშნელოვან თამაშებში ნერვებს ვერ აკონტროლებს, მსოფლიოში უძლიერესია მაგრამ უნდა ისწავლოს მშვიდად თამაში და არ უნდა შებოჭოს ემოციებმა, კოტეიშვილის არ ყოფნამ დღეს შანსი არ დაგვიტოვა,რა დროს წიტაიშვილი ან კვირკველიაა?? დავითაშვილი ძალიან გვიან შემოიყვანეს , მაინც ყველაზე ცუდი კვარაცხელია იყო დღეს,მას შეეძლო თამაში შემოეტრიალებინა მაგრამ საკუთარ ემოცებს ვერ მოერია.
Devkalion
19 ივნისი 2024 02:04
1
ზოგადად, ამბიცია ცუდი სულაც არაა... სპორტში აუცილებელიც კია - სხვაგვარად ვერაფერს მიაღწევ... მაგრამ ეს მხოლოდ ჯანსაღ ამბიციაზე ითქმის, უსაფუძვლო ამბიცია კი, მინიმუმ ღიმილისმომგვრელია... მერვედფინალის შესაძლო მეტოქეებზე რომ ავლაპარაკდით, უს უკვე ღიმილისმომგვრელი გახლდათ და თუ ღიმილი გვაკმარეს და დასაცინად არ გავიხადეთ საქმე, ჩემი აზრით, ესეც გარკვეულ მიღწევად უნდა ჩავთვალოთ, რადგან რაც უფრო რეალური და კარგი გაგებით მოზომილი ამბიციები გვექნება ქართველობას, მით უფრო მეტს მივაღწევთ ფეხბურთშიც, ცხოვრებაშიც, პოლიტიკაშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, მთლად უშანსოდ კიბერნეტიკაშიც არ ვიქნებით...
მეტი პოზიტივი ერო
19 ივნისი 2024 01:42
3
კვარაცხელია გაძღა და ჯუღელს დაემსგავსა, აღარც ინდომებს, რაღაც ჰგონია უკვე თავი კვარადონაააააააააააასსსსსსსსსსსსსსსსს. მე საერთოდ პირველი ტაიმის მერე შევცვლიდი, ზარალი იყო ზარალიიიიიიიიიიიიიიიიიი
dato
19 ივნისი 2024 00:53
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული