ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
ზოგადად ყველაფერში, თუ გინდა რომ წარმატებული იყო და განვითარედე, ღია და სამართლიანი დისკუსია, კრიტიკა და არგუმენტები აუცილებლობას წარმოადგენს. ჭაობია გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ ჩაკეტილი სისტემა, იმან უფრო კარგად იცის და ასე შემდეგ. უნდა დაასაბუთო საკუთარი გადაწყვეტილებები, როცა ქვეყანას ეხება შენი ქმედებები. მე შემიძლია ვთქვა, რომ უკვდავი ვარ და უფსკრულში გადავხტე და ეს ჩემი ნებაა შევამოწმო მისი ჭეშმარიტება, მაგრამ მე თუ მთელ ერს მოვუწოდებ, რომ ეს გავაკეთოთ, ამისათვის სულ მცირე არგუმენტები უნდა დავდო. როდესაც ყველა გეუბნება, რომ ნომინალური მარცხენა მცველი არ გყავს და ტრავმირებული ფეხბურთელი მიგყავს მაგ პოზიციაზე, კი არ უნდა გაჯიუტდე, უნდა ადგე და დაასაბუთო, რომ შენი გადაწყვეტილება სწორია.აზაროვი-კვარას ურთიერთქმედება იყო იდეალური, ასე იყო დინამოს აკადემიიდან მოყოლებული და მას მერე რაც აზაროვს აღარ იძახებენ, ცენტრში შეიწია და პროდუქტიულობაც შემცირდა, ეს აისახება დრიბლინგებშიც, იგივე გაუკეთეს რაც ნაპოლიში. ისევე როგორც არაბიძის შემთხვევა, ზუსტად ამაზე ვწერდით,რომ შორიდან დამრტყმელი ერთი ფეხბურთელი მაინც იყო საჭირო გუნდში, თამაშის ბოლოს ვინ იცის რა გაესროლა, ლოჩოშვილის შემოსვლამ რა შემატა ნაკრებს(პირადად მას არაფერს ვერჩი, თავის პოზიციაზე იმსახურებს თამაშს)?! სანამ არ მივეჩვევით ანალიზს და პროფესიონალიზმს, მანამდე ესე იქნება. და კიდევ კვარას აგენტსაც და მამამისსაც, ცოტა მეტად უნდა ეფიქრათ ქვეყანაზე და განცხადება ევროპის მერე გაეკეთებინათ, ამის შედეგი თქვენს თვალწინ დადიოდა დღეს. მიუხედავად ყველაფრისა მადლობა ბიჭებს, დადეს ყველაფერი მოედანზე დადებითი შედეგისათვის. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, სულ სხვაგვარ განწყობაზე ვიქნებოდით ყველა.
ATP 16
19 ივნისი 2024 00:49
2
კვირკველია მოსკოვის ლოკომოტივში რომ თამაშობდა,ლოკომოტივის საჩემპიონო სეზონში,როცა გუნდს სჭირდებოდა,შეტევაში უშვებდა ხოლმე სიომინი და ბოლო,გადამწყვეტ თამაშებში,როცა ფორვარდებს არაფერი გამოსდიოდათ და ზოგი,ტრავმირებულებიც იყვნენ,სწორედ მისმა გოლებმა და თავით საგოლე პასებმა მიიყვანა ლოკომოტივი,ჩემპიონობამდე.ლოჩოშვილი რომ შეიყვანა,ეს ვიფიქრე,შესაძლოა კვირკველია გაუშვასო,თავდასხმაში.ჩვენს ნაკრებს ამ თამაშის,სულ ცოტა ფრედ დამთავრება რომ შეეძლო,მგონი ეჭვიც არავის ეპარება.თამაშმა ეს გვაჩვენა და არც გამარჯვება უნდა ყოფილიყო შორს,შეტევაში აქტიური თამაში რომ გაგვეგრძელებინა.არც თურქების მეკარე და არც დაცვა,გაუვალი არ ჩანდა.ვფიქრობ,ჩვენ კიტეიშვილი დაგვაკლდა,მიზნის მისაღწევად.კიტეა ის ფეხბურთელი,ვინც ქოჩორაშვილთან ერთად,საიმედოდ ჩაკეტა საჯარიმოს მისადგომები,ბოლო ამხანაგურ თამაშში და სანამ ის მოედანზე იყო,კარში დარტყმა არ ჰქონდა მეტოქეს.დაცვიდან ბურთის ამოტანის დროსაც ის არის,შეტევის სწრაფი განვითარების დროსაც და მისი დაგვირგვინების დროსაც.წუხანდელ თამაშში,მხოლოდ წიტაიშვილი,მიქაუტაძე და ქოჩორაშვილი ემუქრებოდნენ მეტოქის კარს.კვარაც და ჩაკვეც,მხოლოდ პასების განაწილებით იყვნენ დაკავებულნი.ასეთი დონის თამაშებში,სამი კაცი,ძალიან ცოტაა.კიტეიშვილის სახით დაცვაშიც და შეტევაშიც საკვანძო ფეხბურთელი დაგვაკლდა. ორივე გოლიც,სწორედ საყრდენების ზონიდან გავიდა.უნდა ვაღიაროთ,რომ ორივე დარტყმული,უმაღლესი კლასისა იყო,მაგრამ ორივემ თავისუფალი პოზიციიდან დაარტყა და ასეთი კლასის ფეხბურთელებისათვის,ასეთი დისტანციიდან გატანა,სიძნელეს არ წარმოადგენდა.ის ფაქტი,რომ კვარას დარტყმა არ შეუსრულებია და საერთოდაც პასიურად გამოიყურებოდა,პირველ რიგში მის გარშემო შექმნილი ატმოსფეროა,დამნაშავე.იქით დე ლაურენტისის უნამუსო საქციელი,აქეთ მისი აგენტის უაზრო და მისი საწინააღმდეგოდ მოქმედი ენის ტლიკინი და მოქმედება,აქედან უამრავი "გულშემატკივრის "სიძულვილით სავსე,მართული და მიზანმიმართული მოშხამვა,ეტყობა აღწევს მიზანს.რკინის ჯაბა კანკავა ორჯერ წავიდა მაგათ გამო ნაკრებიდან და საკმაოდ ფაქიზი ფსიქოლოგიის კვარაზეც რომ დამთრგუნველად ემოქმედა,რაა საკვირველი?აშკარაა,რომ მოქმედებს კიდეც.
ამ ნაკრების უკვე ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა გამარჯვება და მიუხედავად დამარცხებისა,ვერც ამ მატჩს ჩავთვლი პასივში.ბიჭებმა დაამტკიცეს,რომ დონით შეესაბამებიან,ევროპის ჩემპიონატის დონეს და ცოტა შემადგენლობის სიღრმეც თუ მოგვემატა,არავის დავუდებთ ტოლს.ადრე ვწერდი,ჩაკვემ,კარისკენაც უნდა გაიხედოს.ახლა მას,კვარაცხელიაც დაემატა.კვარაცხელიამ და ჩაკვეტაძემ,კარში უნდა ურტყან და არა მხოლოდ პასის მიცემაზე იფიქრონ.ვიცით,რომ ჩაკვესაც ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს და თანდათან იბრუნებს ძველ ფორმას.ახლა უკვე ის დროა,კარშიც დაარტყას.ქება და დიდება,გიორგი ქოჩორაშვილს.ლომივით იბრძოლა და დაცვასთან ერთად,შეტევაშიც ერთერთ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად მოგვევლინა.საგოლე პასი,ორი ძელი და კიდევ დაახლოებით 58 წუთზე დაწყებული გარღვევა,როცა საკუთარი საჯარიმოდან დაითრია ბურთი,მერე კონტრშეტევაზე,მიქაუტაძეს უპასა და თვითონაც საჯარიმოსაკენ გაიქცა,თუმცა უკვე დაღლილმა,ბოლომდე ვეღარ ირბინა და ტემპი დააგდო.მიქაუტაძეს,რამდენიმე მცველი ეხვია გარშემო და ქოჩორას ბოლომდე რომ ერბინა,შესანიშნავ პოზიციაში მიიღებდა ბურთს,საიდანაც სავარაუდოდ,მეკარეს შანსი აღარ დარჩებოდა,თუ კარში დაარტყამდა.სამწუხაროდ ძალა აღარ ეყო და გიორგიც იძულებული გახდა,ბურთი უკან დაებრუნებინა.მექვაბიშვილმა თავი არ დაზოგა და ისე ითამაშა,მისგან რომ ვერც წარმოვიდგენდი,მაგრამ კიტეიშვილობამდე ჯერ ვერ ქაჩავს.მთლიანობაში,წაგების მიხედავად,ამ თამაშმა გვიჩვენა,რომ კარგი გუნდი ვართ და მომატების რესურსიც საკმაოზე მეტია.ასე რომ მომავლის იმედი უნდა გვქონდეს და აქ თუ ვერა,სამომავლოდ გაცილებით უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლება.ჩვენ უკვე ბ ჯგუფში ვართ და აქ მიღებული გამოცდილება,იმ გუნდებთან თამაშის პრაქტიკასთან ერთად,ორიოდე წელიწადში,გაცილებით უფრო თავდაჯერებულ გუნდს მოგვცემს.თუმცა ჯერ აქ გვაქვს სათამაშო და პირველი გამარჯვებისათვის აქ უნდა ვიბრძოლოთ.
სოსო
19 ივნისი 2024 18:52
0
ანალიზ გააკეთე ახლა შენ? რა აზაროვო, რა არაბიძე?
მწარე
19 ივნისი 2024 09:57
4
ყველა გამოხმაურება
მილიონი პროცენტით ბოლო ადგილზე ვართ!!!
უიღბლო ნაკრები
19 ივნისი 2024 00:44
9
იბრძოლეს და არაუშავს, ურიგო ნამდვილად არ იყო.. ისე, ბოლოს მიქაუტაძეს რომ დაეცლია ქოჩორაშვილი გაიტანდა... მომავალი გამარჯვებებისკენ საქართველო, ყველაფერში!!!
Zviads
19 ივნისი 2024 00:40
5
მეორე ტაიმის დასაწყისში უნდა გამოეყვანა ბუდუ და დავითაშვილი კვარას ნაცვლად
გიო
19 ივნისი 2024 00:35
0
ნუ ახლა, ჯერ მაინც არ აქვს კვარას იმხელა წონა, რომ მის ნაცვლად ორი მოთამაშის გამოყვანის უფლება გვქონდეს...
დდდ
19 ივნისი 2024 01:46
2
ყველაზე სანახაობრივი რა იყო, 3 გოლი?
გია
19 ივნისი 2024 00:03
20
უკან 2 ცენტრალური გვყავდა, რომელსაც წვიმაში კი არა, უნაკლო მოედანზე არ აქვს საჭიროსთან მიახლოებული სისწრაფე და ბურთის დაჭერის უნარი, შესაბამისად ასეთი ზურგით, მთელ გუნდს უჭირს. ხოდა სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა ეს, თორემ არ დავთმობდით ბურთს 2 მონაკვეთი, რაც ორივე გოლად დაგვიჯდა არ წავაგებდით ასეთ დონეზე ჩატარებულ თამაშს.
???
19 ივნისი 2024 00:02
0
შეტევაში შეგვეძლო ამ დროს და სანიოლმა ავტობუსი ჩააყენა. აგებს და რა ცვილებებს ან როდის აკეთებს. გაყავს ჩაკვე, არ შემოყავს ლობჟანიძე. დავითაშვილს და ზივზივაძეს აძლევს ძალიან ცოტა დროს და შემოყავს ასევე ლოჩოშვილი და ალთუნაშვილი. რა პრინციპით აკეთა ეს ყველაფერი თუ ვინმემ იცის, თხოვნა მაქვს დაწეროს რა. მართლა მაინტერესებს. კიდევ უამრავი შეცდომა დაუშვა სიიდან დაწყებული მაგრამ აღარ გავაგრძელებ. ბიჭრბს მადლობა თავდადებისათვის
სიმართლე უნდა ითქვას
19 ივნისი 2024 01:25
0
ვერცეთ მათჩს ვერ მოვიგებთ ეს ასეა მარა არგინდათ რომ შეეგუოთ
ტოლსენი
18 ივნისი 2024 23:55
7
ზუსტად ის ხალხი ვინც გაღმერთებდათ ბიჭებო, წინ ევროპისკენო რომ პოსტავიდით,აი ეგენი არიან ეხლა რომ გაგინებენ...
ჩემგან კი მადლობა დღევანდელი თამაშისთვის და წარმატებები ლომებო!!!
რაჟა
18 ივნისი 2024 23:49
12
მაგ სიტყვებს ისევ ვიტყვიტ გვასახელეს ჩვენმა ბიჭებმა მაგრამ ვინც გასაკრიტიკებელია იმან უნდა მიიღოს კრიტიკა გოლი მესმის ვერ გაიტანოს მესმის კაცი ვერ მოატყუოს მაგრამ მოედანზე არუნდა დასეირნობდე და სხვების იმედზე არუნდა იყო წაართმევენ მომცემენ პასს მერე მეც დავკარგავ და სხვა დროს ვცდი ისევო..
rajas
19 ივნისი 2024 00:43
5
წადი რაჟა ბიძიკო ეხლა შენ შენ გზაზე
რაჟა-ს
19 ივნისი 2024 00:16
9
ვიცი რომ საიტი მხოლოდ კვარაცხელიას თამაშს "აწვება", მაგრამ ეტყობა სხვადასხვა თამაშს ვუყურებდით.აბა სად და რომელ წუთებში დაინახა სტატიის ავტორმა "მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა"?
ლოჩოშვილის შეყვანა ( მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვგულშემატკივრობ მას პირადად) დიდი შეცდომა იყო.უთამაშებელია, ტემპში ვერ თამაშობს,პასის მიცემა უჭირს....რა ვიცი,ბუდუმ რამე დაუშავა სანიოლს, თუ სხვები ჩაერივნენ ამ შეცვლებში. ბოლო 20-25 წუთი მაინც საჯარიმოში ჩაწოდებებით ვთამაშობდით და რა ვიცი,ბუდუს საყვარელი თამაშის სტილია .
ქოჩორაშვილმა ამ თამაშში მოირგო ლიდერის როლი და გაართვა თავი წარმატებით.
კაშიამაც შესძლო დაცვის ბურჯი ყოფილიყო.
გუნდმა (კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გამონაკლისით) დადო მაქსიმუმი.ზოგჯერ წიტაიშვილის სუსტი ფორმა გამოიკვეთა, მაგრამ ისიც ცდილობდა.
ასე თუ ისე ვულოცავ რომ გუნდმა ალბათ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში აჩვენა.
Walter White
18 ივნისი 2024 23:47
7
ჩაკვეტაძის დღევანდელ თამაშს რო ადამიანი ვერ დაინახავს , ფეხბურთს ტყუილად უყურებს . ჩაკვეტაძე დღეს ყველგან იყო და უდიდესი შავი სამუშაო შეასრულა , მაგრამ ამის დანახვას ფეხბურთის ცოდნა უნდა .
zaza
19 ივნისი 2024 02:41
0
კარგით ბიჭოო კარგიით რა დაგეტაკათ მართლა,იმის მაგივრად გავამხნევოთ ბიჭები დგახართ და ილანძღებით.თავი არ დაზოგეს და იბრძოლეს დავუფასოთ მადლობა ვუთხრათ და მეტი შემართებით მოვუწოდოთ ხომ შეიძლება არა?რატომ ძარფავთ ახლა რატომ ხალხოოო.
გეგი
18 ივნისი 2024 23:32
6
შენ ყოფილხარ ყოვლის მცოდნე ძმაო რაღა გვიჭირს მაშინ რა ვიცი აბა,აი ასეთები ხართ რაა ყოვლის მცოდნეები ამ ქვეყანაში და მერე ქვეყანა როგორცაა კი ჩანს.მოკლედ აზრი არ აქვს ახლა შენთან რამის მტკიცებას, უბრალოდ ერთი ნამდვილად ვიცი სამწუხაროდ არაფერი გეშველებათ.
გეგის-ს
19 ივნისი 2024 02:32
2
გასაგებია ფედერაციის დავალება რომ გაქვთ.ისე ვემტერები მოღალატეებს ნებისმიერ საქმეში.როცა შენი გუნდელი სულ და გულს დებენ შენ კი ამ დროს თმას ისწორებ რა დავარქვათ მას კვარაცხელიას ვგულისხმობ..დავითაშვილი რომელიც ჰამბურგეტზე ფიქრობს,ან ვინმე მექვაბიშვილი რომელიც გაურკვევლობაშია..კვირკველია რომელიც მძინარეა ასეთ ხალხს ფედერაცია და მისი დამქაშები უხდიან მადლობას
გეგი-ს
19 ივნისი 2024 00:44
7
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული