ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
ბრვრს გეთანხმებით ძმებო ბევრს შეიძლება არა,მაგრამ ზოგადად დღევანდელი ნაკრები თუნდაც ერთი წლის წინანდელათან შედარებით ბევრად ძლიერია და პირველ რიგში მენტალურად...სანიოლი გაიზარდა ჩვენ ბიჭებთან ერთად...რა თქმა უნდა შეცდომები იყო ალბათ შემადგენლობაში,მაგრამ ძალიან მაგარი 5ამაში იყო და მინიმუმ თურქეთი ბეწვზე გადაგვირჩა ფრეზე...მადლობა ლომებო 5ავდადებისთვის!!!
გულდაწყვეტილი ვარ თქვენსავით მეც ერთი რიგითი გულშემატკივარი,მაგრამ მე ამ ნაკრების თამაშის ყურება მინდა სულ და აღარ მაქ ფიქრები,რა აზრი აქვს მაინც წააგებენ...
ეს ჩემი მოკრძალებული აზრია ძალიან სტაჟიანი გულშემატკივრის....
Lobotka
18 ივნისი 2024 23:31
1
საქართველოს ნაკრების შეყევები როგორც ქუხს ისე ვერ წვიმს გოლების წვიმა!!!!!!!?
გიო
18 ივნისი 2024 23:31
4
კრემონეზეს და მონცას გაუტანა კვარაცხელიამ იტალიაში და გაიბრიქა. უტიფრობას მოუმატა და ზედმეტ საუბარს მინდორზე..თანაგუნდელების იგნორს და უპატივცემლობას..ნაპოლში კი არა ტყიბულის მეშახტეშიც არ ეკუთვნის თამაში
ჯუღრელი
18 ივნისი 2024 23:22
30
გუნდის მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. წარმოიდგინეთ არც მწვრთნელის...ხდება რომ თამაში არ წაგივა , ბურთი კიუტად არ გადის კარში...ვინმემ რომ თქვა კვარაცხელია მოგება არ უნდოდაო. ნორმალური იქნება. აგერ საფრანგეთი-ავსტიის შეხვედრაში მბაპემ პრინციპში რა გააკეთა მაგრამ იტყვიან რომ არ ვარგა ფეხბურთელადო?....ჩვენი გუნდივით ასე თვალსასიეროდ ბევრმა ითამაშა ამ ჩემპიონატზე ამ მომენტისთვის?
საბა
18 ივნისი 2024 23:21
7
უნდა იყოს "ვინმემ რომ თქვას კვარაცხელია მოგება არ უნოდაო-ნორმალური იქნება????" კითხვის ნიშანი აკლდა
საბა
18 ივნისი 2024 23:52
0
კვარა იმენა გლეხია. მოწესრიგდეს მაინც რას უგავს წვერ ულვაში. ასეთ მატჩებში თუ არ ასახელა ქვეყანა ლეჩესთან და სასუოლოსთან მოგება ჩვენ რაში გვადგება.
ზოჰანი
18 ივნისი 2024 23:20
26
თვალი გაახილეთ. კვარა რომ არ ყოფილიყო, აქამდე მოსვლა კიდევ მრავალი წელი სანატრებელი გვექნებოდა!
შოთა
18 ივნისი 2024 23:25
11
სანიოლზე ცალკე უნდა დაიწეროს აუცილებლად,რადგან დღეს დაამტკიცა რომ ის მოყვარული მწვრთნელია და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აუცილებლად კვალიფიციურმა მწვრთნელმა უნდა ჩაიბაროს ნაკრები! რამდენი სისულელე გააკეთა დღეს დაითვლება საერთოდ?? 1)ჩაკვეს გაყვანა 2)ბუდუს ლამის დამთავრებულზე შეყვანა 3)ლოჩოშვილის შემთხვევა იყო საერთოდ გამაოგნებელი, საერთოდ რა გააკეთა თვითონ თუ გაიგო??!! 4)კვარას არგაყვანა როცა აშკარად გასაყვანი იყო. 5) ლობჟანიძის იგნორი როცა აშკარად ვჯაბნიდით სისწრაფეებში და ლობო კიდევ უფრო წაგვადგებოდა. 6)ალთუნაშვილი რა შუაში იყო საერთოდ,რატომ შემოიყვანა მექვაბას მაგივრად,რომელსაც კარგი მატჩი ქონდა უდაოდ. 7)თურმე აზაროვი არ უნდა დაეტოვებინა ხომ????!!! გამოჩნდა ამ მატჩში არა??!! 8) ნაკრები თავის დაცვას იწყებს მხოლოდ საკუთარ საჯარიმოსთან- ასე თანამედროვე ფეხბურთში არ ხდება! 9)თუ ბურთის შენარჩუნებას არ აპირებ და მაინც უმისამართოდ უშვებ, ასწავლოს ეგებ რომ შორს მოიგერიონ,შემტევიც გაყვება იმ ბურთს და ეგებ ხეირიც ნახო. 10)მადლობა სანიოლ,კარგად იყავი ევროპის შემდეგ.
ალექს
18 ივნისი 2024 23:16
4
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფედერაციას საოცარი ოთხთვალა სვანაძე მოყავს მთავარ მწვრთნელად.
ალექ-ს
18 ივნისი 2024 23:42
3
მადლობა ბიჭებს!!!კარგი თამაში იყო და კარგი ნაკრები გვყავს (ფრე ლოგიკური იქნებოდა თუმცა ჩვენი მოგებაც ნამდვილად არ იქნებოდა დაუმსახურებელი)
გამარჯვებას ვუსურვებ ნაკრებს და მთელ საქართველოს
Talo
18 ივნისი 2024 23:16
2
ქოჩორა ყოფილა მგელი და უბედურება მეტოქისთვის.ეგ კაცია დღევანდელი ნაკრების ლიდერი.რაც შეეხება თამაშს. არ გვითამაშია ცუდად და შეიძლებოდა ანგარიში არაერთ ეპიზოდში გაგვეთანაბრებინა. ცოტა უიღბლობაც თან გვდევდა.
იაკობ სუარიშვილი
18 ივნისი 2024 23:16
1
ძალიან დასანანი წაგება!
არა და 1-1 მერე ამ თამაშის საერთოდ მოგება შეგვეძლო ცოტა პრაგმატულად რომ გამოგვეყენებინა შექმნილი საგოლე მომენტები!
თაზო
18 ივნისი 2024 23:11
2
ჩემი აზრით ამ ფორმაციის გუნდის ნამდვილი ლიდერი არის ქოჩორა , თავისი მტკიცე ხასიათით და, ჯიგრით,და არა კვარა,, შეიძლება უფრო მეტი ტალანტით,, მაგრამ სუსტი ხასიათით. სწორედ ასეთ მატჩებში ვლინდება ხასიათი
giorgi 3
18 ივნისი 2024 23:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული