ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
გოჩოლეიშვილი რატომ ზის სკამზე, დავიჯერო კაკაბაძე უკეთესია?! ბუდუს 5 წუთზე მეტი არ ეკუთვნოდა?! ჩაკვეტაძის არ იყო გასაყვანი.
საერთო ჯამში დიდი მადლობა ბიჭებს, თავი ნამდვილად არ შეურცხვენიათ. კვარააცხეხილიას ოდნავ რომ წასვლოდა თამაში სხვა შედეგი გვექნებოდა.
!!!
18 ივნისი 2024 22:56
4
წაგების მიზეზები;1.არ გაგვიმართლა,გაგვწირა უფალმა. 2.ვერ ითამაშა კვარაცხელიამ,როგორც ყოველთვის,ამ ბოლო დროს.3.ძალიან ცუდად ითამაშა მამარდაშვილმა,სამივე ბურთი მის სინდისზეა,4.მწვრთნელის ფაქტორი იყო 0-ის ტოლი,დააგვიანა შეცვლები და რაშუაში იყო ალთუნაშვილის შემოყვანა,აგებ მატჩს და ალთუნაშვილი შემოგყავს?აი ძირითადი მიზეზები ჩვენი მარცხისა,ეს მატჩი მოსაგები იყო,მაგრამ წავაგეთ,ე.ი მოგებული თამაში წავაგეთ.
რომა
18 ივნისი 2024 22:55
17
მწვრთნელის ბრალია 3 1 წაგება პირდაპირი მნიშვნელობით...სად იყო კვარაცხელია 80 წუთი ბოლო10 წუთი რომ გააქტიურდა ესეც მწვრთნელის ბრალია რომ ვერ.გადაანაწილა ძალები და მარტო ჩაკვეტაძის და ქოჩორაშვილს რომ დააწვა გუნდი...მწვრთნელი არ გვყავს
ადამიანი
18 ივნისი 2024 22:53
3
რა შუაშია ვინმეს კრიტიკა.
დაცვა ნორმალურად იდგა,იმ ჩემისამ პირველ ტაიმში თავისი ცხოვრების დარტყმა შეასრულა.
მეორეში არდასაც კარგად გაუფრინდა.
ჩვენ კიდე არ გაგვიმართლა.
არა უშავს,რაღაცეებს დაგვანახებს ეს ევრო- კიტეც დაგვეხმაროს იქნება ჩეხეთთან და ვნახოთ რა-გულახდილად რო ვთქვა მერვედფინალი ამ გუნდის მაქსიმუმი იქნება.
არა ვართ გრანტების დონეზე-ესეც მაქსიმალური კონცენტრაციით რაც შეგვიძლია ესაა
Levani
18 ივნისი 2024 22:52
5
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის. დავმარცხდით თუმცა მეტწილად უიღბლობის გამო. ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამომართმევთ მაგრამ, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე შევცვლიდი წიტაიშვილს ზივზივაძით. ხვიჩას მარცხენა ფლანგზე დავაბრუნებდი და ბუდუ და მიქაუტაძით შევატევინებდი გუნდს. წიტაიშვილი აქტიური იყო მაგრამ უფრო აქტიური ვიდრე სასარგებლო.
გიგი
18 ივნისი 2024 22:50
2
100%
zura79
18 ივნისი 2024 23:04
1
კვარა გაიტანეთ სტადიონიდან
Lado
18 ივნისი 2024 22:50
17
ისე ხალხო ყველამ დაინახეთ რო უპირატესობა მთლიანად დაუთმეს, როცა თურქებს ბურთი ქონდათ არანაირ პრესინგს არ ეთამაშებოდნენ. მაგათთან პრესინგით უნდა გვეთამაშა და აი უეჭველი, უეჭველი 100 პროცენტით მოვიგებდით!!! რამდენიმე კაცის გარდა დანარჩენები მდორედ დადიოდნენ მინდორზე, მარტო ბოლო 5 წუთში მონდომება არ კმარა!!!! გეთამაშათ პრესინგიიიი,სანიოლ შენი ბრალია ასევე, ინიციატივა რო დაათმობინე, რომელი ესპანეთი ან საფრანგეთი თურქეთი იყო! ან 5-3-2 რა ტაქტიკა იყო, კაი რაა!!!!
პრესინგი!
18 ივნისი 2024 22:48
2
ყველაზე კარგი თამაში იყო ჯერჯერობით ამ ევროპაზე, ნეიტრალური მაყურებელიც დიდ სიამოვნებას მიიღებდა. ფრეს ვიმსახურებდით, 2-2 რომ დამთავრებულიყო, ვინ იტყოდა რომ დაუმსახურებლად ავიღეთ ქულა. ცვლილებები ჩვენი აქილევსის ქუსლია რაა, გინდ დაგვიანებით და გინდ სწორი ცვლილებით, არ მისდის კვარას თამაშიი, გამოცვალე რა, მერე რა რომ კვარაა, მისთვსაც ცვლილება უმჯობესია. მოკლედ მადლობა ბიჭებს რომ ევროპის ჩემპინატზე ქართული დროშა ფრიალებს და თავდადებული თამაშისთვის, არ ჩამოვყაროთ ყურები, ჩეხეთი გვყავს შესაჭმელი:)
ბექა90
18 ივნისი 2024 22:47
0
დავღონდი მაგრად... ისეთი დარწმუნებული ვიყავი Რომ მოვიგებდით.არა უშავს،საქართველოს ნაკრები، მაინც მიყვარხართ და წინ კიდევ 2 თამაშია.
Მოცლილი
18 ივნისი 2024 22:46
1
მოდი ემოციებს დავაბრალოთ თორე ამდენი “ჭკვიანი” რანაირად არის საქართველოში :)))))))))))))
Totti
18 ივნისი 2024 22:42
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული