ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
წარმატებები ქოჩორაშვილს და მამარდაშვილს,ამ ნაკრებში ეს ბიჭები ცოდვა არიან..გუნდელები კლოუნები ყავთ რომლის სათავეში კვარაცხელიაა..ისე სანაია და გვარამია თუ ყავდა წაყვანილი კვარაცხელიას და ზივზივაძეს
!!
18 ივნისი 2024 22:42
41
მიქაუტაძე კვარა გაიტანეეეეედ
მბაპე
18 ივნისი 2024 22:41
21
ეს თამაში სანიოლმა წააგო და აი რატომ:
1. დაცვიდან თამაში იყო შეცდომა, გამოჩნდა შეტევაში მათ საჯარიმოსთან რამდენად ეფექტურები ვიყავით და როგორ იბნეოდა მოწინააღმდეგე
2. დაცვაში თუ დგეხარ შენი საჯარიმოს წინ მაინც უნდა დააპრესინგო მოწინააღმდეგე ადგილზე იდგე და უყურო როდის დაუშვებენ შეცდომას ეს არ ვიცი რა ტაქტიკაა
3. რატომ არ შეცვალა მექვაბიშვილი, რატომ გამოიყვანა შემტევ პოზიციაზე ლოჩოშვილი (!!!), რატომ არ შეცვალა კვარაცხელია (როცა მის გამო დაცვაში ერთი კაცით ნაკლები ვიყავით), რატომ წავიდა მეტოქის საჯარიმოში მამარდაშვილი
გიკა
18 ივნისი 2024 22:41
2
Მე რო ვწერდი სუყველას გწყინდათ.თქვენ ილუზიებში ყოფნა გირჩევიათ. არადა ორთვეზე მეტია ვწერ-ეს ევროპის ჩემპიონატი ქოჩორასი იქნება მეთქი.აი თქვენ რო მსოფლიო დონის ვარსკვლავი გგონიათ იფაფხურებს მეთქი,იღორებს მეთქი და ბოლოს რო მიხვდება რო ვერაფერს იზავს ვითომ ტრამვას მიიღებს მეთქი.რომელ გუნდშიც არი ეგეც სანატრელი გაუხდება
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
18 ივნისი 2024 22:40
17
დღეს ხვიჩა უფრო მაჰმუდი იყო...
ვწუხვარ, მაგრამ...
18 ივნისი 2024 22:39
13
პირველ რიგში დიდი მადლობა ბიჭებს. ბოლო წამამდე თავდადებით იბრძოლეს და ბოლომდე ითამაშეს. ეს თამაში წააგო მწვრთნელმა. სრულად. ჯერ ერთი თურქებთან თუ ყრუ დაცვიდან ვთამაშობთ, პორტუგალიასთან რაღას ვაპირებთ? მეორე, ხომ შეხედა რომ დაცვაში არ მიგვდის თამაში ხოლო შეტევაში ძალიან მწვავედ ვუტევთ? მეორე ტაიმიდან მაინც ხომ უნდა შეეცვალა ტაქტიკა? რა ლოგიკით გაიყვანა ჩაკვეტაძე მითუმეტეს როდესაც აგებ და ბურთის ყველა კარგად გამთამაშებელი მოედნიდან გაგყავს. მექვაბიშვილს არაფერს ვერჩი პიროვნულად, ღმერთმა გაუმარჯოს მაგრამ რა ლოგიკით ათამაშა? ან საერთოდ 26-ის წაყვანის უფლება რომ გვქონდა რა ლოგიკით დაიკლო 3 ფეხბურთელი? წიტაიშვილი ძალიან მაგარი შემტევია მაგრამ როგორ უნდა მოიფიქრო, რომ დატოვო აზაროვი და დაუწუნო მას დაცვითი ფუნქციები და მის ადგილას ათამაშო თავდამსხმელი. კიდევ უამრავი არალოგიკური ქმედებებია. ასეთი თაობა გყავდეს და ვერ იყენებდე, დიდი მოხერხება უნდა. დიდი კარიერა ჰქონდა სანიოლს როგორც ფეხბურთელს მაგრამ, სამწუხაროდ მწვრთნელად ჯერ-ჯერობით ძალიან სუსტია. ჯერ არაფერი დაკარგულა. წინ თამაშებია და ჯგუფიდან გასვლაც სრულიად რეალურია. წარმატებები საქართველოს. მადლობა ბიჭებს და თითოეულ გულშემატკივარს.
სიმართლე უნდა ითქვას
18 ივნისი 2024 22:37
5
იღბალი უნდა რა ყველაფერს. წაგებას არაფრით არ ვიმსახურებდით. ასეთი დონის მატჩის კვალობაზე კარგად ვითამაშეთ. ქოჩორას გამოვყოფდი. საუკეთესო იყო გუნდში,მიუხედავად იმისა რომ 2 მომენტი გამაზა. ეჰ რას იზამ ძალიან გული დამწყდა. იქნებ ჩეხებს მოვუგოთ.უფრო რთული მეტოქეა, ვიდრე თურქეთი, მაგრამ შეუძლებელი არაფერია
დავით 67
18 ივნისი 2024 22:35
2
ფეხბურთში მთავარი გოლია. გოლი რომ გაიტანო, უნდა შეუტიო. როდესაც ვუტევდით ძალიან მწვავე მომენტებსაც ვქმნიდით. ეს იყო მწვრთნელის წაგებული თამაში. აგებ და გამოგყავს ალთუნაშვილი, ლოჩოშვილი და გაგყავს ჩაკვე. დაცვას ათამაშებ შემტევს. აზაროვი არ მიგყავს, საზონოვი არ მიგყავს და გოჩოლეიშვილი არ შემოგყავს. ზივზივაძეს ბოლო წუთებზე აძლევ შანს. ხედავ მწვრთნელი რომ შეგიძლია შეუტიო და ამოასუნთქო შენი მცველებიც და მაინც დაცვაში რჩები. ხედავ კვარას არ მისდის თამაში და არც არაფერს ცვლი. ერთი გადაწყვეტილება მაინც რომელი იყო, რომელიც ლოგიკურად ჩანდა? სიიდან დაწყებული დღევანდელით დამთავრებული. ვინმე ახსნის რატომ დავიკელით 3 ფეხბურთელი? ხომ გვქონდა 26-ის წაყვანის უფლება? ბიჭებმა ბოლო წამამდე იბრძოლეს. კარგადაც ითამაშეს. სანახაობრივად. სამწუხაროდ მწვრთნელის არ ჩანდა არაფერი.
სიმართლე უნდა ითქვას
19 ივნისი 2024 01:19
1
დებიუტი შედგა, ვიბრძოლეთ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ვიღაცას წაუვიდა თამაში ვიღაცას არა, რაც ფეხბურთის ნაწილია. ორ რამეზე დამწყდა გული:პირველი წიტაიშვილის მიერ მუდმივად თამაშის საკუთარ თავზე აღება რაც არასწორი იყო და მეორე ჩაკვეს ნელი ნაბიჯით გასვლა როცა საქართველოსთვის ყველა წამი მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერი წინ არის
ლაშა
18 ივნისი 2024 22:35
4
მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის! დასანანია, მაგრამ კიდევ უფრო გავიზრდებით და… განვითარდებით, მივიღებთ გამოცდილებას :) საქართველოს გაუმარჯოს და მის ხვალინდელ დღეს!
ირაკლი
18 ივნისი 2024 22:34
0
ემოციური ხალხი ვართ ქართველები და ემოციურად ვხედავთ ყველაფერს მაგრამ ცივ გონებაზე რომ შევაფასებთ ვაღიაროთ რომ ორი ულამაზესი გოლი გაგვიტანეს. ბოლოს შეგვეძლო გათანაბრება მაგრამ სამწუხაროდ იღბალმა გვიმტყუვნა. არაუშავს, ამით არ იწყება და მთავრდება ყველაფერი. მადლობა ნაკრებს, ასეთ თამაშებში იზრდება გუნდი. ევროპის ჩემპიონატი უკვე სხვა დონეა და ჯერ ახალი ხილია ჩვენთვის. მადლობა თავდადებისთვის.
იბრუხ მართალი
18 ივნისი 2024 22:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული