ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
ბიჭებს მადლობა
Gio
18 ივნისი 2024 22:32
0
მექვაბიშვილს მაგარი პატრონი ყავს ეტყობა კვერკველიას კიდე მაგარი გავლენები აქ რუსეთიდან არცერთი არის ძირითადში დასაყენებელი ფეხბურთელები. სანიოლი დღეს იყო 0
ტოტტი
18 ივნისი 2024 22:32
10
ბევრი საუბარი არ არის საჭირო,გამოცდილება დაგვაკლდა და ეგ მოვა ეტაპობრივად. ვამაყობ ამ გუნდით,ყველას მადლობა ბრძოლისთვის.
იასონას უდარი
18 ივნისი 2024 22:31
0
ბიჭებს ცუდად არ უთამაშიათ, განსაკუთრებით გამოვყოფდი ქოჩორაშვილს, ეს ბიჭი იმსახურებს უკეთეს კლუბში თამაშს და იმედია ეს ასეც იქნება. მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა უმაღლესი დონის ფორვარდია, მომეწონა დვალიც. რაც შეეხება კვარაცხელიას , მას არ გამოუვიდა თამაში, სიმართლე რომ ვთქვა თითქოს არც უნდოდა თამაში, არ ვიცი რაშია საქმე, ალბათ ახალ კონტრაქტზე ფიქრობს და სხვა…..
Gio
18 ივნისი 2024 22:30
4
ალთუნაშვილმა მე-3 ადგილით გასვლის შანსი მოგვისპო!
Რაგბის ფანი
18 ივნისი 2024 22:29
3
სანიოლი ნოლია, თურქებმა ისეთი გოლები გაიტანეს კარიერაში ვეღარ გაიტანენ ეგეთებს, ჩვენ კი 4 ჯერ უეჭველი გასატანი გავმაზეთ, კარგი მწვრთნელი მოიგებდა ამ თამაშს
A
18 ივნისი 2024 22:28
7
კარგი თამაში იყო, მაგრამ ზოგი რამ ამოუხსნელი დარჩა ჩემთვის: 1. აზაროვზე უკეთესად ითამაშა წიტაიშვილმა ან შენგელია სად იყო ლოჩოშვილი რომ შემოიყვანა? 2. ჩაკვე რატომ შეცვალა მართლა ძალიან კარგად თამაშობდა, 3. ალთუნაშვილის შემოყვანას ბოლო წუთზე ან ქვილითაია ან კიდევ გველესიანი შემოეყვანა ჩაწოდებებზე, 4. მამარდას რა უნდოდა? მესამე გოლი ვაჩუქეთ, როცა ბოლოს შეიძლება ბურთების დათვლა გახდეს საჭირო.
Givi
18 ივნისი 2024 22:27
2
აზაროვი და არაბიძე მაგარი იქნებოდა ბოლო 20 წუთში მაინც;

ხვიჩას ვენაცვალე, მაგრამ ვერ ითამაშა და დროზე უნდა გამოეცვალათ;

პირველი 30 წუთი ყრუ დაცვაში ყოფნა, ალბათ, არ იყო სწორი;

მწვრთნელის წაგებულია ეს თამაში.

P.S. ქოჩორა მხეცია!

მანფრედ კალცი
18 ივნისი 2024 22:26
2
თამაში მწვრთნელებმა წააგეს 5-3-2,ასეთი აცალგაზრდა თაობით და გუნდის დაცვაში ჩაყენება? ორი ბებერით დაცვის ცენტრში ,როცა ახალგაზრდა ძლიერი ფეხბურთელები გყავს ლოჩოშვილი , აზაროვი,საზონოვი ი,დანაშაულია.ჩააყენეს გუნდი დაბალ დაცვაში ,თითქოს გოლს ელოდებოდენ და მიიღეს კიდეც,შუა ხაზი გაწყვეტილი იყო თავდამსხმელები ნაკლებად მარაგდებოდენ ბურთით.....სადააქართული შემტევი ფეხბურთი ,რითაც ყოველთვის ძლიერები ვიყავით ყოველთვის....
მ.ზ. დიდი ბრიტანეთი
18 ივნისი 2024 22:25
5
უპირატესობა რომ გვქონდა ფსიქოლოგიური 36 წუთზე ხვიჩამ ჩააკუკა საქმეში იმის მაგივრად პასი მიეცა....აფსუს რამდენი მომენტი გვქონდა
ჟორა
18 ივნისი 2024 22:25
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული