ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
დღეს ითამაშა ერთმა კაცმა ქოჩორაშვილმა დაცვაში, თავდასხმაში, ხოლო ნახევარდაცვაში ნამდვილი მანუჩარ მაჩაიძე იყო, სამწუხაროდ კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს თამაში არ გამოუვიდათ და ჩემი აზრით ჩვენი წაგებაც მეტწილად ამან განაპირობა.
ალექსი
18 ივნისი 2024 22:24
7
ისე თუ დააკვირდით, წამყვანმა რომ თქვა არდა გიულერს არაფერი გამოსდის საერთოდ გავაქრეთ მოედნიდანო მაშინვე თავში წამოვირტყი ხელი აი მაგრად დაგვერხა მეთქი და გეფიცებით ზუსტად 1 წუთში საჯარიმოს გარედან ჩაგვიხვია.
გოგა
18 ივნისი 2024 22:24
1
მეც მაგ კომენტარს მივაქციე ყურადღება.კომენტატორების დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.რომელიღაცამ ისიც დაახეთქა,გულერს სიმულაციისთვის ყვითელი მისცესო,არადა ქართველი გააფრთხილეს.
კეკე
18 ივნისი 2024 22:32
2
საქართველოს ნაკრებს ამ თამაშის მოგება შეეძლო საერთოდ 1-1 ის მერე
თაზო
18 ივნისი 2024 22:24
1
აი ეს იცის კვარადონა, კვარადონას ძახილმა. ფაქტია რომ ხვიჩამ აშკარად მოუკლო. ძალიან ერთფეროვნად თამაშობს და მისი ყველა მოქმედება უკვე ადვილია გამოსაცნობი გახდა მცველებისთვის. ფსიქოლოგიურად გადამწვარია უკვე. თურქეთს მომდევნო თამაში პორტუგალიასთან აქვს და რა ძნელი გამოსაცნობი იყო, რომ ჩვენთან ქულებს ნამდვილად არ დაკარგავდა.
qartveli
18 ივნისი 2024 22:23
5
საქართველოს ნაკრებს ამ თამაშის მოგება შეეძლო საერთოდ 1-1 ის მერე
თაზო
18 ივნისი 2024 22:23
1
გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა უფრო სწორად აფასებს მატჩს ვიდრე მწვრთნელი! სანიოლის მწვრთნელობა არგაიშვას, საფრანგეთიდან გამოუშვეს, ბორდოდან გამოუშვეს, ბაიერნიდანაც გამოუშვეს! მარტო ჩვენ მოგვწონს! ეს მატჩი თავიდან ბოლომდე სანიოლის კისერზეა! რომ არ შეგვეძლოს კიდევ ხო მაგრამ ისეთი ბიჭები გვყავს ცოდვაა ასეთი თამაშების წაგება. დღეს სანიოლის მწვრთნელობამ გამახსენა მაკედონიის ფინალში ვაისი, ერთი ერთში ეგ იყო. შეცვლებმა საერთოდ დამშოკა საერთოდ რა შუაში იყო, კვარა სკამზეა დასასმელი და შეილება შეცვლიდან უფრო ეფექტური იყოს. ქოჩორ RESPECT! საუკეთესო ხარ!
ემიგრანტი
18 ივნისი 2024 22:22
4
Სანიოლი ნორმალურია? Გყავდეს ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და არ დააყენო შემადგენლობაში. Საინტერესოა, რომელი თამაშისთვის ინახავს?
დინამოელი
18 ივნისი 2024 22:21
7
ლოჩო რა პონტში შემოიყვანეს, გოლი უნდა გაეტანა??? კაი, აზაროვი არ წაიყვანე, მარა სალომე იქვე გყავდეს და გოლის გასატანად კრემონეზეში დაბრაკული კაცი შემოგყავს?!... თურქეთის ნაკრები კალათბურთში ბევრად მეტად გვჯობს, მაგრამ თორნიკე შენგელიამ ლამის მარტოკაცმა მოუგო... სამწუხაროა, რომ თორნიკე ფეხბურთს არ თამაშობს და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ფეხბურთში მისი ნახევარი კაცი არ გვეღირსა...
დდდ
18 ივნისი 2024 22:21
5
ჩვენდა სამწუხაროდ და პირველ რიგში მისდა საუბედუროდ კვარა სარეკლამო ბანერი იყო ამ თამაშში, ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მომავალი გამარჯვებები წინ აქვს, პოტენციალიც უდიდესი აქვს და ბევრი რამე კიდევ დასახვეწი და გასაუმჯობესელია,არავინ იფიქროს რომ აქ ხალხი შურით ან ბოღმით წერს, ყველანი გულისტკივილს გამოხატავს და ამიტომ ყოველთვისაც მის გვერდით ვიდგებით, მაგრამ მანაც ბევრ რამეს უნდა გადახედოს!!!
ზაკო
18 ივნისი 2024 22:21
0
ბოლოს როცა შესატევი იყო, საქართველომ შეუტია და მხოლოდ უიღბლობის გამო ვერ გავიტანეთ გოლი. ლოჩოშვილმა თავისი საქმე აკეთა, საინტერესოა აზაროვი რას იზამდა მანდ განსაკუთრებულს.
ან რა არაბიძე. კვარაცხელია არ გაახარეს თურქებმა და არაბიძეს საერთოდ გააქრობდნენ. ვინ დაარტყმევინებდა კარში.
ერთადერთი რაც დამაკლდა, ჩვენი ლიდერის გაბრწყინება იყო. აი რაც გულერმა ჩაიდინა, იმას ველოდი ხვიჩასგანაც.
espo
18 ივნისი 2024 22:20
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული