ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
ისე თუ დააკვირდით, წამყვანმა რომ თქვა არდა გიულერს არაფერი გამოსდის საერთოდ გავაქრეთ მოედნიდანო მაშინვე თავში წამოვირტყი ხელი აი მაგრად დაგვერხა მეთქი და გეფიცებით ზუსტად 1 წუთში საჯარიმოს გარედან ჩაგვიხვია.
გოგა
18 ივნისი 2024 22:24
1
მეც მაგ კომენტარს მივაქციე ყურადღება.კომენტატორების დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.რომელიღაცამ ისიც დაახეთქა,გულერს სიმულაციისთვის ყვითელი მისცესო,არადა ქართველი გააფრთხილეს.
კეკე
18 ივნისი 2024 22:32
2
არ იყო ცუდი მატჩი, მომენტები გვქონდა და მეტნაკლებად თანაბარი თამაში იყო, ჩემთვის მოულოდნელი იყო კვარაცხელიას პასიურობა და თავდაცვის დროს მოედანზე სეირნობა, როცა მაგალითად ჩაკვე თავს აკლავდა, არ ვიცი ასევე რა ახსნა ქონდა ლოჩოშვილის პოზიციას და მამარდაშვილის მეტოქის საჯარიმოში ჩასვლას როცა წესით მესამე ადგილს უნდა ვუმიზნებდეთ, აგრეთვე აუხსნელია ჩაკვეს შეცვლა
ნიკა
18 ივნისი 2024 22:11
3
ქოჩორა ამ მატჩის MVP იყო
ვასო
18 ივნისი 2024 22:20
1
მადლობა ბიჭებს!!!კარგი თამაში იყო და კარგი ნაკრები გვყავს (ფრე ლოგიკური იქნებოდა თუმცა ჩვენი მოგებაც ნამდვილად არ იქნებოდა დაუმსახურებელი)
გამარჯვებას ვუსურვებ ნაკრებს და მთელ საქართველოს
Talo
18 ივნისი 2024 23:16
2
გოლი რომ გავიტანეთ ფსიქოლოგიური უპირატესობა გვქონდა მაშინ კიდევ უნდა გაგვეტანა და ამ კვარადონამ იღორა პასი უნდა მიეცა ცხვირწინ 36 წუთზე მაგრამ რობოტივით უბრახუნებს კარებში....90+2:45 წუთზე ქოჩორაშვილმაც სცოდა და ხელი შეუშალა მიქაუტაძეს რომელიც მას ვერ ხედავდა ვინ ხედავს იმან უნდა დათმოს!!!
რა იყო ეს?!
18 ივნისი 2024 22:09
0
გეთანხმები
Don
18 ივნისი 2024 22:40
0
კრემონეზეს და მონცას გაუტანა კვარაცხელიამ იტალიაში და გაიბრიქა. უტიფრობას მოუმატა და ზედმეტ საუბარს მინდორზე..თანაგუნდელების იგნორს და უპატივცემლობას..ნაპოლში კი არა ტყიბულის მეშახტეშიც არ ეკუთვნის თამაში
ჯუღრელი
18 ივნისი 2024 23:22
30
მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის! დასანანია, მაგრამ კიდევ უფრო გავიზრდებით და… განვითარდებით, მივიღებთ გამოცდილებას :) საქართველოს გაუმარჯოს და მის ხვალინდელ დღეს!
ირაკლი
18 ივნისი 2024 22:34
0
Სანიოლი ნორმალურია? Გყავდეს ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და არ დააყენო შემადგენლობაში. Საინტერესოა, რომელი თამაშისთვის ინახავს?
დინამოელი
18 ივნისი 2024 22:21
7
ჩვენდა სამწუხაროდ და პირველ რიგში მისდა საუბედუროდ კვარა სარეკლამო ბანერი იყო ამ თამაშში, ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მომავალი გამარჯვებები წინ აქვს, პოტენციალიც უდიდესი აქვს და ბევრი რამე კიდევ დასახვეწი და გასაუმჯობესელია,არავინ იფიქროს რომ აქ ხალხი შურით ან ბოღმით წერს, ყველანი გულისტკივილს გამოხატავს და ამიტომ ყოველთვისაც მის გვერდით ვიდგებით, მაგრამ მანაც ბევრ რამეს უნდა გადახედოს!!!
ზაკო
18 ივნისი 2024 22:21
0
დღეს სამსახურში რომ ვთქვი კვარას თუარ დააყენებს ძირითადში უფრო კარგად ვითამაშებთთქო კინაღამ გამლახეს… წარმატებები ბიჭებს
კახა
18 ივნისი 2024 22:18
7
არაა დასანანი მარცხი, სად იყო ჩვენი შეტევა? რატომ არ ვუტევდით, კვარაცხელიამ ჩააგდო მატჩი ან სანიოლმა ტაქტიკა, ქოჩორა, მიქაუტაძე მამარდა ყოჩაღ. არაა ევროპა ასეთი სათამაშო ამ ფორმატით. თამამად უფრო ბევრად მეტი შეგიძლიათ. ამის გამოსწორება არ ხდება. პ.ს ამ თამაშს 30 წელი ველოდები მადლობა რომ გახვედით საუკეთესო თაობა ხართ. მაგრამ მეტს იმსახურებთ თქვენც და ჩვენც
M
18 ივნისი 2024 22:15
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული