ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
დებიუტანტის კვალობაზე სასწაულად ვითამაშეთ. კვარაც რომ გვყოლოდა, ალბათ მოვიგებდით. კვარა რატომ არ გვყავდა, კვარამ იფიქროს. იქნებ იმიტომ, რომ ცემენტზე თამაშით მუხლგადატყავებული ბიჭისგან არაფერი დარჩა მასში. თამაშს კლასუი იგებს, მაგრამ ბრძოლის, მონდომების, თავდადების გარეშე კლასიც არაფერია. ქოჩორა იყო ფანტასტიური და ჟორჟი უმაღლესი კლასის თავდამსხმელია.
ქომაგი
18 ივნისი 2024 22:09
4
100% ხარ მეგობარო და ჩაკვემ ითამაშა ძალიან კარგად, დაცვაში ჩავეს ესე თავდადებული თამაში მე არ მახსოვს!!!
ზაკო
18 ივნისი 2024 22:15
2
გეთანხმები, ჩაკვეს შეცვლა არ შეიძლებოდა დღეს. დავითაშვილით კვარა შეეცვალა, ჯობდა.
ქომაგი ზაკოს
18 ივნისი 2024 22:45
0
ბრვრს გეთანხმებით ძმებო ბევრს შეიძლება არა,მაგრამ ზოგადად დღევანდელი ნაკრები თუნდაც ერთი წლის წინანდელათან შედარებით ბევრად ძლიერია და პირველ რიგში მენტალურად...სანიოლი გაიზარდა ჩვენ ბიჭებთან ერთად...რა თქმა უნდა შეცდომები იყო ალბათ შემადგენლობაში,მაგრამ ძალიან მაგარი 5ამაში იყო და მინიმუმ თურქეთი ბეწვზე გადაგვირჩა ფრეზე...მადლობა ლომებო 5ავდადებისთვის!!!
გულდაწყვეტილი ვარ თქვენსავით მეც ერთი რიგითი გულშემატკივარი,მაგრამ მე ამ ნაკრების თამაშის ყურება მინდა სულ და აღარ მაქ ფიქრები,რა აზრი აქვს მაინც წააგებენ...
ეს ჩემი მოკრძალებული აზრია ძალიან სტაჟიანი გულშემატკივრის....
Lobotka
18 ივნისი 2024 23:31
1
კარგით ბიჭოო კარგიით რა დაგეტაკათ მართლა,იმის მაგივრად გავამხნევოთ ბიჭები დგახართ და ილანძღებით.თავი არ დაზოგეს და იბრძოლეს დავუფასოთ მადლობა ვუთხრათ და მეტი შემართებით მოვუწოდოთ ხომ შეიძლება არა?რატომ ძარფავთ ახლა რატომ ხალხოოო.
გეგი
18 ივნისი 2024 23:32
6
იმიტომ უნდა ვაკრიტიკოთ რომ ცოდოები არიან ძმაო სული და გული ჩადეს ბებერმა მცველებმა... ქოჩორა საუკეთესო იყო მექვაბამ ცხოვრების თამაში ითამაშა ჟორჟიკამ დაამტკიცა რომ გოლების გატანა ჩვენც შეგვიძლია და ამ დროს სისხლის ბოლო წვეთამდე რომ ბრძოლობ შენს გვერძე მყოფი სუპერ ვარსკვლავი დასეირნობს დაცვა კიდია... წინ ხალხს ვერ ატყუებს.. თან ეს ერთი თამაში არაა საბერძნეთანაც ასე იყო თავს არ იკლავდა.. როცა თანაბარი გუნდის თამაშია 1 ფეხბურთელის ასეთი დამოკიდებულება დამღუპველია... მესმის შეტევა არ გამოზდიოდა ვერ ცდებოდა გალას და ფენერის მცველებს მაგრამ დაცვაში მაინც დაიხარჯე არდამ უნდა აჯობოს? ბავშვი 20 კილოა და მთელი სეზონი სკამს ხეხავდა რეალში ტიპი დაცვაშიც იყო და შეტევაშიც
roni
18 ივნისი 2024 23:43
3
გასაგებია ფედერაციის დავალება რომ გაქვთ.ისე ვემტერები მოღალატეებს ნებისმიერ საქმეში.როცა შენი გუნდელი სულ და გულს დებენ შენ კი ამ დროს თმას ისწორებ რა დავარქვათ მას კვარაცხელიას ვგულისხმობ..დავითაშვილი რომელიც ჰამბურგეტზე ფიქრობს,ან ვინმე მექვაბიშვილი რომელიც გაურკვევლობაშია..კვირკველია რომელიც მძინარეა ასეთ ხალხს ფედერაცია და მისი დამქაშები უხდიან მადლობას
გეგი-ს
19 ივნისი 2024 00:44
7
ყველა გამოხმაურება
უთამაშებელი და “თითქმის” ტრამვირებული კვირკველია. გყავს მარცხენა მცველი , რომელიც მცველი არ არის(წიტაიშველი). აგებ და შემოგყავს მცველი (ლოჩოშვილი) თან გაგყავს ნახევარმცველი რომელსაც შეუძლია რაღაც შექმნას(ჩაკვეტაძე) . ცენტრ ფორვარდი შემოგყავს 85 წუთზე. მწვრთნელმა მეტი რაღა უნდა დააშავო. და ბოლოს არ გყოფნის გამბედაობა შეცვალო ასე ვთქვათ ვარსკვლავი(კვარა) , რომელიც ალბათ ყველაზე სუსტი რგოლი იყო მთელ გუნდში. ვთქვათ და ვაღიაროთ მწარე სიმართლე და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს მომდევნო თამაშებში.
რიგითი
18 ივნისი 2024 22:59
4
ყველაზე კარგი თამაში იყო ჯერჯერობით ამ ევროპაზე, ნეიტრალური მაყურებელიც დიდ სიამოვნებას მიიღებდა. ფრეს ვიმსახურებდით, 2-2 რომ დამთავრებულიყო, ვინ იტყოდა რომ დაუმსახურებლად ავიღეთ ქულა. ცვლილებები ჩვენი აქილევსის ქუსლია რაა, გინდ დაგვიანებით და გინდ სწორი ცვლილებით, არ მისდის კვარას თამაშიი, გამოცვალე რა, მერე რა რომ კვარაა, მისთვსაც ცვლილება უმჯობესია. მოკლედ მადლობა ბიჭებს რომ ევროპის ჩემპინატზე ქართული დროშა ფრიალებს და თავდადებული თამაშისთვის, არ ჩამოვყაროთ ყურები, ჩეხეთი გვყავს შესაჭმელი:)
ბექა90
18 ივნისი 2024 22:47
0
აზაროვი და არაბიძე მაგარი იქნებოდა ბოლო 20 წუთში მაინც;

ხვიჩას ვენაცვალე, მაგრამ ვერ ითამაშა და დროზე უნდა გამოეცვალათ;

პირველი 30 წუთი ყრუ დაცვაში ყოფნა, ალბათ, არ იყო სწორი;

მწვრთნელის წაგებულია ეს თამაში.

P.S. ქოჩორა მხეცია!

მანფრედ კალცი
18 ივნისი 2024 22:26
2
პირველი თამაში ევროპაზე უკვე წარმატებაა.თან ცუდად არ გვითამაშია.კვარა რაღაც უჯიგროდ თამაშობდა.ბუდუ ადრე უნდა შემოეყვანა.
გიო
18 ივნისი 2024 22:04
2
მადლობა ბიჭებო! დღეს იღბალმა ბოდიში არ გიცნობთ ვინები ხართო.. კვარა შენ კი ძალიან ბევრი უნდა იფიქრო საკუთარ თავზე თუ რა გჭირს საერთოდ. წარმატებები მეორე ტურში, ვამაყობ ამ ბიჭებით!
ალექს
18 ივნისი 2024 22:02
1
არ იყო ეს თამაში წეასაგები არაააა და ეს იყო მართლაც სრული უიღბლობა,ბიჭებო მადლობა ბიჭებო მაგრები ხართ არ ვთვლი მე ამ თამაშს წაგებულასდ არაა!!!
გეგი
18 ივნისი 2024 22:01
1
ჩემი აზრით ამ ფორმაციის გუნდის ნამდვილი ლიდერი არის ქოჩორა , თავისი მტკიცე ხასიათით და, ჯიგრით,და არა კვარა,, შეიძლება უფრო მეტი ტალანტით,, მაგრამ სუსტი ხასიათით. სწორედ ასეთ მატჩებში ვლინდება ხასიათი
giorgi 3
18 ივნისი 2024 23:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული