ვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

AutoSharing Option
თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.

სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...

იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ჩვენ არ გვსურდა წაგვეგო და გიორგი ასე იმიტომ მოიქცა".

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს

ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

altთემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის ემოციები საქართველოს ნაკრების ჰიმნის მოსმენისას - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

altსაქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

altქოჩორაშვილის მაგარი მოქმედება და მიქაუტაძემ თურქეთს გაუთანაბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
ბიჭებს მადლობა ღირსეული თამაშისთვის,მწვრთნელი კი აშკარად ვერ ხელმძღვანელობს საჭირო დონეზე,რაც მოსლოდნელი იყო იმათთვის,ვინც ერკვევა ფეხბურთში.ხვიჩას ზედმეტი კრიტიკა არაა სჭირო, არ წაუვიდა თამაში თავიდანვე.ეს ხდება,დიდი ფეხბურთელებიც ვერ თამაშობენ ზოგჯერ.უბრალოდ გასაყვანი იყო და სხვა თავდამსხმელები სცდიდნენ ბედს.ამას კი ავტორიტეტული და კომპეტენტური მწვრთნელი გააკეთებდა.სანიოლმა ვერ გაბედა,არაა ის დონე.
მირო
19 ივნისი 2024 00:14
2
ხვიჩას მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ თამაში არ წაუვიდა, ნერვიულდება ყურებს ჩამოყრის და აღარაფერი გამოსდის, აგერ ლეაოს უყურებ ახლა მასაც არაფერი გამოსდის ყვითელიც აირტყა, მარა კიდია, იცინის მაინც.
რრრ
18 ივნისი 2024 23:47
3
სანიოლისგან რომ ფეოლა არ დადგებოდა, ყველამ მშვენივრად ვიცოდით, თუმცა, ლეგენდარულ მარადონას თუ გაუტოლდებოდა, ამას, ალბათ, არავინ ელოდა, - 2014-ის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების თავკაცად დანიშნულ დონ დიეგოს ჰკითხეს - ჩვენ ვერ გავშიფრეთ და გვითხარი, რა ტაქტიკით თამაშობს შენი ფორმაციის ნაკრებიო და იმას კიდევ იუმორიც ხომ მარადონას შესაფერისი ჰქონდა - ამათ რა უნდა ვასწავლო, უბრალოდ, თამაშის წინ ვეუბნები, გადით და რაც იცით, ის ითამაშეთო...
დდდ
18 ივნისი 2024 23:23
6
კვარა დააჯინე სანიოლ ან შემოუძახე!
ბათუმი
19 ივნისი 2024 03:55
2
არ წავიკითხე რა დაწერა და რა ილაპარაკა. დღეს ამ კაცმა პირადად და მისმა მრჩეველებმა წააგეს ეს თამაში! წიტაიშვილი ? ალთუნაშვილი? მექვაბიშვილი? ლოჩოშვილია 1:2ის მერე??????? როცა შენგელია გყავს შემტევი? ჩაკვეტაძე გაყავთ და არც საბა, არც კვეკვესკირი, არც შენგელია არ შემოყავს. ესაა უბრალოდ უკიდეგანო კტეტინობა, და სამარცხვინო უკან დახევა და ახია რომ გაგვიტანეს! ჩაკვეს გაყვანა იქნებოდა? ან ალთუნაშვილის წაგებულ თამაშში და თან ასეთ თამაშში შემოტყვანა?
19 ივნისი 2024 01:07
6
დაცვას და ნახევარდაცვას შორის თურქები თავისუფლად იყვნენ მექვაბიშვილი ძაან სუსტია ფიხიკურადაც და არც ტექნიკით გამოირჩევა არაბიძე ბევრად ჯობს მაგრამ ეტყობა ვიღაც ყავს თან ასეთ მნიშვნელოვან მატჩში რომ ათამაშებენ რით დაიმსახურა მაგრათ მაინტერესებს რუმინეთში თამაშით? კვირკველია თვეების უთამაშებელი იყო და პირდაპირ ძირითადში დააყენა . მერე კიდე გუნდი აგებს და ლოჩოშვილი შემოყავს საუკუნის უთამაშებელი და ჩაკვე გაყავს მერე კიდე . გუნდი აგებს და ტემპის მომატების ნაცვლად მოწინააღმდეგე გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს და ტემპს აგდებს თან დრო გაყავს იმით რომ 85 წუთზე ერთ შეცვლას აკეთებს და 89 წუთზე მეორე შეცვლას და 89 წუთის შეცვლას ვერ ვხდები მექვაბიშვილი გაყავს და ალთუნაშვილი შემოყავს. ჩემი აზრით არაბიძე და აზაროვი ამ ნაკრების 26 კაციდან მინიმუმ 16 ჯობს
ტოტტი
19 ივნისი 2024 00:31
6
სანამ სანიოლი ამაყობს, მე ერთი საამაყოდ სასწაული ამბავი მახსენდება ჩვენი მოძმე აფრიკის კონტინენტის უახლესი საფეხბურთო ისტორიიდან და რაღაი, მაინც არ მეძინება - იმ ჩვენი ძმა ოსიმენის მუღამში უფრო გეხსომებათ, რომ ფრანგულად კოტ დივუარში და ქართულად სპილოს ძვლის ნაპირებში ჩატარდა ამა წლის იანვარში ყველაზე უკეთ მობურთალი აფრიკული გუნდის გამოსავლენი ჩემპიონატი და აფრიკაში რამ უნდა გაგაკვირვოს საქართველოში გაზრდილი კაცი, მაგრამ მაინც - მასპინძლებმა ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორი თამაში წააგეს, მათ შორის მესამე და გადამწყვეტი 0:4 (სპილო და მარტორქა უძახე შენ და მამალი 11 კუში კი დასვეს, ადგილობრივებს უკვე მაჩეტეები ალესილი ჰქონდათ მაგათ შესასანსლად ), მაგრამ მოხდა სასწაული, უფრო სწორად სასწაულები მოხდა სხვა ჯგუფებში და ეს ფარჩაკი მასპინძელი გუნდი (მაგასაც ბედი უნდა, სხვაგან რომ ყოფილიყო ერთა თასი, უკვე სახლებში იქნებოდნენ წასულები და მაგათ მეორედ ბილეთებს აღარავინ აუღებდა), მესამე ადგილიდან გაძვრა ფლეი ოფში და რა უნდა ექნათ - დასხდნენ, მოიფხანეს ხუჭუჭა თავები და სხვას რას მოიფიქრებდნენ - რჩევისათვის მიმართეს ადგილობრივ შამანს ( ჩვენთან ეგ საპატიო თანამდებობა კობიაშვილს აქვს შეთავსებული)... იმ შამანმა დიდი ხარი ჩამოატყავებინა ფედერაციის ხარჯზე, სამი სუტკა ( დღე-ღამე ) ებუტბუტა სახელოვანი წინაპრების სულებს და ზედ ფლეი ოფების წინ გამოსავალსაც მიაგნო - სულები სრულ მხარდაჭერას გვპირდებიან, მაგრამ მწვრთნელი უნდა შევცვალოთო... გადირივნენ სპილოსძვლისნაპირელები - შუაგულ ტურნირში მწვრთნელი როგორ შევცვალოთ, ან უეფა რას იტყვის, ან ნელსონ მანდელას სულს რა ვუთხრათ, ან ხუხაშვილის დაცინვას როგორ გავუძლოთო, მაგრამ ადგილობრივი კობიაშვილი შეუვალი აღმოჩნდა... მოკლედ, რაღა მოკლედ, გათენდება მალე, შეცვალეს მწვრთნელი, მამონტებად იქცნენ, ფინალშიც გავიდნენ და იმ ჩვენი ოსიმენისა და ლუქმენის ნიგერიასაც კოხტად გაუშამანეს... ჰოდა, თუ გერმანიაშიც მოხდა სასწაული და ჯგუფიდან გავძვერით, ხარის ჩამოტყავებას ჩვენ ვინ გვასწავლის, შამანიც არ დაგვჭირდება, სანიოლის ნაცვლად სულაც ელისაშვილი რომ დავნიშნოთ, ჩემპიონობას ვერავინ შეგვეცილება, მთავარია, ნიშანი( ზემოდან) სწორად გაიგო და თამამად იმოქმედო, ვინ გითხრათ, რომ სასწაულები მხოლოდ აფრიკაში ხდება???
მაპატიეთ
19 ივნისი 2024 03:57
3
ბევრი ვიცინე,მადლობთ.თუმცა შამანად კობიაშვილი არ გამოდგება.
555
19 ივნისი 2024 07:23
1
აზრი კარგია მაგრამ შამანად ალბათ სალომე უფრო გამოდგება მაგის ლაპარაკს მაინც ვერავინ გებულობს და უკეთესია თან აფრიკაშიც უცხოვრია წლები.
sss
19 ივნისი 2024 09:28
7
ვილიმ წააგო ეს მატჩი.
დათო
19 ივნისი 2024 00:47
4
ვიჩას თამაში არ წაუვიდა, ამიტომ უნდა შეეცვალათ.
ჟორა
19 ივნისი 2024 00:00
2
ქართული ტალანტი იტანჯება უტვინო უსისხლო მწვრთნელის ხელში.
Marabda
19 ივნისი 2024 03:48
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული