ვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

AutoSharing Option
თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.

სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...

იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ჩვენ არ გვსურდა წაგვეგო და გიორგი ასე იმიტომ მოიქცა".

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს

ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

altთემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის ემოციები საქართველოს ნაკრების ჰიმნის მოსმენისას - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

altსაქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

altქოჩორაშვილის მაგარი მოქმედება და მიქაუტაძემ თურქეთს გაუთანაბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
აზაროვის ცოდვა, მთელი ცხოვრება გაგვყვება! იმედია ამ ევროს გარეშეც მოხვდება დიდ გუნდში. ბოდიში აზარ!!მეტი უნდა გვებრძოლა შენთვის.
ბოდიში აზარ!
19 ივნისი 2024 01:06
11
შენმა შემოყვანილმა ალთუნაშვილმა მე-3 გოლი მოგვიტანა საკუთარ კარში.
Რაგბის ფანი
18 ივნისი 2024 23:33
11
100% ეგრეა. ალთუნაშვილის ბრალი არაა ოღონდ, კაცს ასეთ მატჩში რომ შეუშვებ, არასდროს არ უთამაშია ლამის ან ნაკრებში. არადა იცი უკან მეკარეც არაა და მოიგერიე ეს ოხერი! ! ! წარმატებები ჩვენებს
19 ივნისი 2024 01:12
1
სამი ქულა თურქებს ..ჩვენ ვიამაყოთ?
რიო
19 ივნისი 2024 10:32
2
ამ თამაშში ვინც დაგვაკლდა ეს იყო კიტეიშვილი, ნათლად გამოჩნდა მექვაბიშვილმა ისე ვერ ჩაკეტა ზონები და დაზღვევაზეც ვერ იმოქმედა, გიულერის გოლის დროსს დააკვირდით როგორ მოქმედებს, უყურებს და ელოდება, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ კიტეიშვილით ეს თურქეთი ვერ მოგვიგებდა.
Dima
19 ივნისი 2024 08:57
3
სანიოლის გარშემო შეკითხვები მხოლოდ მოიმატებს, თუმცა, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს, იმას არასდროს გასცემს პასუხს...
ვოოტ
18 ივნისი 2024 23:42
2
წაგებაში ერთი წუთითაც კი არ ვადანაშაულებ ბიჭებს! ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავს თავისი პლუს-მინუსებით, ძლიერი და სუსტი მხარეებით. ერთადერთი რაც ჩვენს ნაკრებს აფერხებს კორუფციაში ჩაფლული ფედერაციაა, საძმოს კლანის მიერ მართული და ფულზე დაგეშილი უვიცი სანიოლი, რომელიც ყველა გუნდიდან გამოუშვეს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ბაიერნში საერთოდ 1 თამაში იმწვრთნელა და გამოუშვეს, საკუთარმა გუნდელმა და მეგობარმა სალიჰამიჯიჩმა! ევროზე გასვლა საერთოდ არაა სანიოლის დამსახურება ან 4 წლის წინ გავიდოდით ან ეხლა ვინც არ უნდა ყოფილიყო მწვრთნელი მწიფდებოდა ერთა ლიგიდან ეს შედეგი, ერთა ლიგაზე ორივე მწვრთნელმა კარგი შედეგი დადო სუსტ გუნდებში, შესარჩევებზე ორივემ ჩაიჯვა... ანუ არაფერიც არ შეცვლილა! კარგი მწვრთნელი იმას არ ნიშნავს, რომ გიბრალტარს მოუგებს 3:0 ან თუნდაც საბერძნეთს, კარგი მწვრთნელი ,,ფინია,, არ უნდა იყოს და საკუთარი გადაწყვეტილებებით ჩამოაყალიბოს გუნდი.
ემიგრანტი
19 ივნისი 2024 10:31
6
100 %
თემო
19 ივნისი 2024 10:44
2
კორუფცია და ნეპოტიზმი 100% დღემდე კერძო აუდიტი ,,უზით,, ფედერაციაში, მართალი ყოფილა ჰერჩინსკი თურმე
სვანსკი
20 ივნისი 2024 15:48
0
კიტეიშვილის,შენგელიას და ზივზივაძის ფასი ახლა გამოჩნდა,ლუქსემბურგთან გამარჯვების შემოქმედები ეს ფეხბურთელები იყვნენ!!!❤️
ანი
19 ივნისი 2024 09:09
3
აზარ, ბოდიში!!
ვატა
19 ივნისი 2024 02:08
5
რაცარუნდა ილაპარაკოთ ერთს გეტყვით არც იღბალი იყო ჩვენსკენ არაფერი მაგრამ ცვეტში ომი წაგეთ და მაგრად გვატკინეთ მთელ საქართველოს გული შეიძლება ყველა წაგეგოთ მაგრან ეს თამაში არუნდა წაგეგოთ გული გვატკინეთ მთელ ქართველ ერს ეს ძალიან საწყენიააა..დავით აღმაშენებლის დრო რომ ყოფილიყო არ დამარცხდებნოდნენნ ქართველები!!!
simartle
18 ივნისი 2024 23:53
18
არც ,, ცვეტში’’ იტყოდნენ
Dato
19 ივნისი 2024 01:23
1
ალესილი ხმლები უნდა ქონოდათ ხო გამაშებში დამალული… სპორტში ძლიერი იმარჯვებს, რაც შერხება ჟინს და თავდადებულ ბრძოლას თავი არ დაუზოგავთ ბიჭებს და მადლობა მათ ამისთვის, მარტო ის რად ღირს უცხოური პრესა ერთხმად რომ აღიარებს ტურნირის საუკეთესო თამაში იყოო…
zola
19 ივნისი 2024 00:45
1
ყველა გამოხმაურება
სანიოლი არის ძალიან სუსტი მწვრთნელი.

აზაროვის, არაბულისა და საზონოვის ნაკრებში არყოფნა ერთი კაცის ნამუსზე იყოს. მოვა დრო და გაცხადდება, რა მოხდა სინამდვილეში.

ჩემპიონატზე გასვლა კი ჩვენი ბიჭებისა და უეფას დამსახურებაა. ამას ბევრი ვერ ხვდება.
მანფრედ კალცი
19 ივნისი 2024 11:00
6
sigua sigua sigua sigua sigua sigua sigua sigua sigua
Nikoloz
19 ივნისი 2024 13:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული