"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, ვილი სანიოლის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ თურქეთთან დასანანი მარცხი, 1:3 განიცადა.

"ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან საქართველომ დაუმსახურებლად წააგო. გუნდმა თანმიმდევრულად და ლამაზად ითამაშა. უცნაურია და გაკვირვებული ვარ, თუ რა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ქართველებმა.

თუ აქამდე ვინმე მეტყოდა, რომ ისინი ევრო 2024-ზე მოხვედრის ღირსები არ იყვნენ, დავეთანხმებოდი, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წესიერად დაკომპლექტებული გუნდი.

საქართველო ტურნირზე ზოგიერთ გუნდზე უკეთ თამაშობს. თურქების გამარჯვება
წმინდა იღბალი იყო. ორი ასეთი გოლის გატანა ცალკეული მოთამაშის უნარია. მეორე ტაიმში საქართველოს რამდენიმე მომენტი ჰქონდა. 

საქართველოს შეეძლო 3:2 მოგება, ეს სამართლიანი შედეგი იქნებოდა! 200%-ით შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ, ფრეს იმსახურებდნენ!

თურქეთმა გაიმარჯვა, რადგან შეტევაში მეტი აგრესია გამოავლინა, გუნდი ყველა შესაძლებლობას იყენებდა კარში დარტყმისთვის. ვფიქრობ, ქართველები დასკვნებს გამოიტანენ და ჯგუფის დარჩენილ მატჩებში უფრო აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებენ. საქართველოს ჰყავს ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ შემტევი ფეხბურთის თამაში. მათ სჭირდებათ ნდობა თავიანთ ქმედებებში.

ვფიქრობ, მამარდაშვილს ბრალი არცერთ გაშვებულ გოლში არ მიუძღვის. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ამ დონის მეკარე ჰყავს. თუ პორტუგალიამ და ჩეხეთმა დაიჯერეს, რომ თურქეთის შემდეგ ქართველები დაიღალნენ, შეცდებიან. პირველი მატჩები არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი ცუდად თამაშს გააგრძელებენ. არგენტინამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი წააგო, შემდეგ კი ტურნირი მოიგო", - ციტირებს კავაზაშვილს Metaratings.ru
მკითხველის კომენტარები / 31 /
გუნდს არ ყავს ლიდერი. დაცვა გვაქვს საშინელი! ყველა მაღალი ჩაწოდებული არის ხიფათი ჩვენს კართან, იმიტომ რომ თავით მოთამაშე არ გვყავს, არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით. გამოსვლაზე თამაში არ არის მამარდაშვილის ძლიერი მხარე. ბურთის ამოტანა მარადიულ პრობლემად იქცა! გამოცდილებას თუ ვიღებთ, მაშინ ახალგაზრდებს მივცეთ გამოცდილების მიღების საშუალება! ჯაბა კანკავამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული სპორტსმენი და პიროვნებაა!!!
იმედი
19 ივნისი 2024 09:58
11
ამ არაფეხბურთელ ოსმალებთან თუ წავაგებდით ამას ცუდ სიზმარშიც ვერ ვიფიქრებდი! როგორ შეიძლება იღბალი იყოს ოსმალეო-თურქების მხარეს?! ეს გამორიცხულია! რაღაცაში არის სიღრმისეული მიზეზი! იქნებ ახალი კაპიტანი გვჭირდება?!
aburjga
19 ივნისი 2024 08:51
42
გენიოსი ხარ, რას არ წვალობს ხალხი და ეს ვერავინ მოიფიქრა. აბა რა შეცვალე კაპიტანი და მოიგე ევრო!
სიმართლე
19 ივნისი 2024 11:16
1
100% გეთანხმები.რამდენი ნაღდი გულშემატკივარი ვერ დაესწრო უფულობის გამო თუნდაც საბერძნეთთან,სამაგიეროდ ბე ვრი იყო ისეთი მხოლოდ ფეისბუქზე სურათის დასადებად რო მივიდა სტადიონზე.აქ ერთი წერს ინგლისის გულშემატკივარები 5:0 გულმხურვალედ გულშემატკივრობს ნაკრებსო.იმიტომ რომ ნაღდი გულშემატკივარები არიან.ჩვენ შემთხვევაში კი ნაღდი გულშემატკივარი ტელევიზორთან ზის მხოლოდ იმის გამო რო ფული არა აქ.რას ვიზავთ-ასეთი ცხოვრება მოვიდა,უნიჭოების პარადია ყველგან-ფეხბურთში,ხელოვნებაში,მედიცინაში,პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ,რომ ნიჭიერი ხალხის 90% უფულოა.დღევანდელი საქართველოს ცხოვრება ასეთია,,კოჭლი წინ მოექცაო"...
Ზურა-ს
19 ივნისი 2024 08:11
4
ზურა-ს-ს! მერე ვისი ბრალია ფული რომ არ აქვს? რატომ გგონია რომ ვისაც ფული აქვს ის ცუდი გულშემატკივარია. საიდან ასეთი მარაზმი? ღარიბი კაცი უფრო საშიშია საზოგადოებისთვის ეს დამტკიცებულია
დავით
20 ივნისი 2024 13:49
0
ზღაპარია, რომ ქართველებს ფეხბურთი გვიყვარს და მაგარი გუნშემატკივრობა ვიცით. თუ ფეხბურთი გიყვარს, რატომ არ დადიხართ საქართველოს პირველობის თამაშებზე? ნაკრების თამაშზე დასწრება რომ მოუნდება მთელ საქართველოს. ნახეთ ევროპაში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე სავსეა სტადიონები. სწორედ ესაა ფეხბურთის სიყვარული და არა ნაკრების თამაშებზე სიარული.
ჟორა გაბრიჭიძე
19 ივნისი 2024 12:58
1
ქართული ფანობის სტილი ტრიბუნაზე - ვიგებთ, ან ფრეა - ხმაურობენ, ვაგებთ - ყურჩამოყრილები დგანან. ბრიტანელები 0:5 - საც რომ აგებენ, ბოლო წუთამდე ღრიალებენ. გუშინ ფოტოები იყო - ბომონძღი - რუსა ჩაჩუა, თაკო ჩხეიძე და ა.შ. მათნაირები, გერმანიაში დღეში 4- ჯერ გამოცვლილი შმოტკების სადემონსტრაციოდ და რამდენი ნაღდი ვერ წავიდა უფულობის გამო. ნუთუ არ შეიძლებოდა "ქომაგების" ფანკლუბის ნაწილის მაინც დაფინანსება ერთ თამაშზე მაინც ? ტრიბუნაზე ცეცხლს დაანთებდნენ
ზურა
19 ივნისი 2024 07:35
2
შვილო, 60 წელი, ბავშვობიდან დავდივარ სტადიონებზე და ქართველების გულშემატკივრობას ვერ მასწავლი. 9-ჯერ აჩვენეს კამერებმა ინერტული და ბომონძღური ჩვენი ტრიბუნა 1:2-ის დროს. ვიმეორებ, ამ დროს ბრიტანელები ღრიალით დააქცევდნენ იქაურობას, კარგი, რა ....
ზურა - საქართველოს შვილს
19 ივნისი 2024 15:53
0
ქომაგები ფანკლუბის 70 % იქ არის ძალიან კარგი ქომაგობა იყო იმდენი თურქის ფონზე საქართველოც ისმოდა სიმღერების
საქართველოს შვილი
19 ივნისი 2024 07:47
2
ვეთანხმები ჯუდოს.
საქართვლოს ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს ვითონ ჯუდო, რომელსაც დიდი ხარია უკვე უნდა შეეცვალა სანიოლო, როგორ ფოლმში იპოლიტე ხვიჩია (ფეოლა) შეცვლა სერგეი ფილოპოვმა,
ჯუდო საქართველოს ნაკრების მწვრთელად !
19 ივნისი 2024 07:09
0
სანიოლიმ თქვა ცოტა ნიჭი და ცოტა გამოცდილება დაგვაკლდაო და ალბათ საკუთარი თავი იგულისხმა.ალთუნაშვილი ვინ არის,ხომ არ იცით,სად თამაშობს,რა უნდოდა მინდორზე.გველესიანმა რაღა უნდა გააკეთოს მეტი,კასტილებიან კაშიას რომ ვამჯობინოთ.
ფეოლას გუნდი ევროპაში რომ გავიდა,სხვა მწვრთნელი დაუნიშნეს და იპოლიტე ხვიჩია აღარ გააკარეს.ასე უნდა გვექნა ჩვენც _სანიოლის დონე არ არის ეს თამაშები,არაფერი გამოვა
ჯუდო
19 ივნისი 2024 02:49
23
ფეოლა :-) "თურქეთში 85 მილიონი მწვრთნელია,მაგრამ შემადგენლობას მე დავაყენებო"
საქართველო
19 ივნისი 2024 05:52
2
რომა, რუსები წერენ ნოსატიე პრაიგრალიო , მაგას ჯობია ჰიმნზე დაგვისტვინონ. ასე რომ არ გამოგივიდა :)))
Რომა-ს
19 ივნისი 2024 02:34
15
ჩვენ ძლიერები მაშინ ვართ, როცა ერთად ვართ. მაგრამ ეს არ შეგვიძლია. მხოლოდ ფეხბურთი გვაერთიანებს დროებით. დანარჩენ დროს ერთმანეთს ვჭამთ. სინამდვილეში ჩვენი თავის მტრები ჩვენ ვართ და ამით სარგბელობენ სხვები.
ირაკლი
19 ივნისი 2024 02:16
2
ეს კაცი არაადეკვატურობის განსახიერებაა და ამდენ აბდაუბდაში სიმართლე მხოლოდ მისი ბოლო წინადადებაა.
ბუფონი
19 ივნისი 2024 01:10
6
რუსეთი რომ ჩვენი მტერია ამას რათ უნდა ორი აზრი, მარა ჩვენს ჰიმნზე რუსები თურქებივით არასოდეს დაუსტვენენ,
რომა
19 ივნისი 2024 00:00
17
ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნზე დასტვენა, ჯერ ერთი დიდი უკულტურობაა და მეორეც მასპინძელი ქვეყნის უპატივისცემლობა.
ჟორა გაბრიჭიძე
19 ივნისი 2024 13:03
0
,,მუშაობთ,, ღ-რუსთ მოყვარულ- პროპაგანდისტები არ სტვენენ, მეტიც იფურთხებიან, ზიზღს მუდმივ ანთხევენ,დაცინვას ცდილობენ ეს გენეტიკურად გონებაშეზღუდული რუსად წოდებული ხალხი-.ჯოგი, თან მუდმივ -,,შეეგუეთ რეალობას,,ო, აფხაზეთი,
სამაჩაბლოს ოკუპაცია. 10-ბით ქართველის დახოცვას-ო...
ამ დროს თურქეთი, თანამედროვე სახელმწიფო აღიარებს. ყველა საერთაშორისო სამართლის ინსტ-ტში და იცავს საქართველოს ტერ-ლ მთლიანობას
ასე რომ ნუ ცდობთ ღრუსი-თურქზე უკეთ წარმოადგონოთ, აზრი არა აქვს!
გლახუნა
19 ივნისი 2024 03:06
28
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული